კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

Daft Punk – თანამედროვე მუსიკის სუპერვარსკვლავები

2013 წლის ერთ-ერთ უმთავრეს მოვლენად მუსიკალურ სამყაროში ფრანგული ელექტრონული ჯგუფის, Daft Punk-ისა და ფარელ უილიამსის თანამშრომლობა გახდა. პოპულარულმა სინგლმა „გეთ ლაქ” მილიონობით თაყვანისმცემელი გაუჩინა თითქოს მივიწყებულ ფრანგულ დუეტს. Daft Punk-მა 2013 წელს მუსიკალური ალბომიც გამოუშვა, რომელიც უკვე დასახელდა წლის ალბომად. ჯგუფის შესახებ უამრავი მითი და ლეგენდა არსებობს, რომელთა შესახებ დღეს მოგითხრობთ.

* ფრანგული მუსიკალურ-ელექტრონული დუეტი 1993 წელს შეიქმნა ტომას ბენგალტესა და გი-მანუელ დე ომემ-კრისტოს მიერ. ტომას ბენგალტე 1975 წელს დაიბადა პარიზში, ხოლო გი-მანუელ დე ომემ-კრისტო – 1974 წელს, პარიზში. ერთმანეთი მათ 1987 წელს გაიცნეს, პარიზის კარნოს ლიცეუმში სწავლის პერიოდში. 

* ტომას ბენგალტეს მამა, დანიელ ვანგარდი, 1970-იანი წლების ეპოქაში მუსიკალური პროდიუსერი და კომპოზიტორი იყო, ის ძირითადად ევროპაში მუშაობდა. მამის გავლენა ტომასის ადრეულ მუსიკაში იგრძნობოდა. იგი ხშირად უსმენდა მამის ჩანაწერებს.

* 1990-იანების დასაწყისში, სანამ ყველასთვის კარგად ნაცნობი  Daft Punk გაჩნდებოდა, ბენგალტესა და ომემ-კრისტოს დუეტს „დარლინ” ეწოდებოდა, პოპულარული ჯგუფის, „ბიჩ ბოისის” 1967 წლის ჰიტის პატივსაცემად.

* „მელოდი მეიქერში” დაბეჭდილ კრიტიკულ სტატიაში, რომელიც „დარლინს” ეხებოდა, ჯგუფი მოხსენიებული იყო როგორც „დაფტ ფანქი ტრეში,” ანუ, „შეშლილი ბინძური ნაგავი”. მუსიკოსებს იმდენად მოეწონათ ეს ეპითეტი, რომ „დარლინს” სახელი შეუცვალეს და ჯგუფს „დაფტ ფანქი” უწოდეს.

* თავდაპირველად „დარლინი” როკს უკრავდა და დუეტის ნაცვლად ტრიო იყო, ტომასი ბასზე უკრავდა, გი-მანუელი გიტარაზე, ხოლო ჯგუფის მესამე წევრი ლორან ბრანკოვიჩი დასარტყამ ინსტრუმენტზე. მოგვიანებით ბრანკოვიჩი ჯგუფ „ფენიქსში” გადავიდა, ხოლო ტრიო დუეტად იქცა.

* თავდაპირველად „დაფტ პანკი” თავისი ცნობილი კოსტიუმების გარეშე გამოდიოდა სცენაზე. რობოტების კოსტიუმების მორგება დუეტმა სადებიუტო ალბომის გამოსვლის შემდგომ დაიწყო, ხოლო ცნობილი ჩაფხუტების გამოყენება – 2001 წლიდან, მას შემდეგ, რაც გამოვიდა მეორე ალბომი – „დისქავერი”. ჩაფხუტების გამოყენებით დუეტმა თავისი ფუტურისტული იმიჯის გამყარება სცადა.

* 2011 წელს კომპანია „კოკა-კოლამ” „დაფტ ფანქის” კოსტიუმების მოტივებზე შექმნილ ბოთლებში, გამაგრილებელი სასმლის ლიმიტირებული პარტია ჩამოასხა. სერიას „დაფტ კოკა” ეწოდა და ის მხოლოდ საფრანგეთში იყიდებოდა.

 

скачать dle 11.3