კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღვთისმშობელმა თვალებდათხრილს თვალები აღუდგინა

ეს ხდებოდა 1530 წელს, კუნძულ კერკირაზე, რომელიც იმ დროს ვენეციის ბატონობის ქვეშ იმყოფებოდა. ერთი ღვთისმოსავი ჭაბუკი, სახელად სტეფანე, ქალაქიდან სოფელში ბრუნდებოდა.

გზად მას მგზავრები შეხვდნენ, რომლებსაც შეუერთდა და მათთან ერთად განაგრძო გზა. რაღაც მომენტში, მათ შენიშნეს ახალგაზრდები, რომლებსაც წისქვილიდან ფქვილი გადაჰქონდათ. სტეფანეს თანამგზავრებს ცდუნებამ სძლია.

– ხომ არ მოგვეპარა ფქვილი? თქვა ერთ-ერთმა მათგანმა, – ჩვენ არავინ გვიყურებს, გავიყოთ  და წავიღოთ სახლში. 

ამას ყველა დაეთანხმა სტეფანეს გარდა.

– ეს ცოდვაა! – პროტესტი განაცხადა მან. ჩვენ ვერ გავექცევით მართლმსაჯულებას, ჩვენ დავისჯებით, როგორც ყაჩაღები და ბოროტმოქმედები. მაგრამ, მათ ყურად არ იღეს მისი სიტყვები, შეუმჩნევლად მიუახლოვდნენ და თავს დაესხნენ იქ მომუშავე ახალგაზრდებს, სცემეს ისინი და წაართვეს ფქვილი.

ნაცემი მუშები სახლში მივიდნენ და მოყვნენ ყველაფერს მომხდარის შესახებ. შემდეგ ამის შესახებ მმართველ სიმონ ბაილას უამბეს. მათ ჯარისკაცები გაგზავნა ბოროტმოქმედთა დასაკავებლად. ჯარისკაცებმა მხოლოდ სტეფანე დააკავეს, როგორც ეჭვმიტანილი, რადგან დანარჩენებმა მიმალვა მოასწრეს.

იყო რა თავის უდანაშაულობაში დარწმუნებული, ჭაბუკი სავსებით მშვიდად იქცეოდა. მან გულწრფელად უამბო ჯარისკაცებს მომხდარის შესახებ, მაგრამ არ დაუჯერეს, გაკოჭეს და საპყრობილეში ჩაამწყვდიეს.

როდესაც სტეფანე მოსამართლესთან წაიყვანეს, ის ისევ მოყვა, თუ როგორ მოხდა ყველაფერი, მაგრამ, მოსამართლემაც არ დაუჯერა სტეაფანეს და გაასამართლა.

– რომელ სასჯელს ამჯობინებ, – ჰკითხა მან, – ხელები მოგკვეთონ თუ თვალები ამოგთხარონ?

სტეფანემ მეორე ამჯობინა, რადგან ეს მოეჩვენა ნაკლებად მტანჯველად. ჭაბუკი ტირილითა და ქვითინით მიიყვანეს განაჩენის აღსრულების ადგილას, სადაც ულმობელმა ჯალათებმა სწრაფად მოიყვანეს განაჩენი სისრულეში.

მას შემდეგ სტეფანე, რომელსაც არ ძალუძდა დამოუკიდებლად გადაადგილება, დედას დაჰყავდა.

კუნძულის დედაქალაქიდან 18 მილში იყო პატარა ზღვისპირა დასახლება კასიოპეა. ის ცნობილი იყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის წყალობით, რომელშიც ყოველდღიურად მოდიოდა მრავალი ადამიანი მისი სასწაულმოქმედი ხატის თაყვანის საცემად.

სტეფანემ მიიღო გადაწყვეტილება, გამგზავრებულიყო ამ სოფელში, დარჩენილიყო ღვთისმშობლის ტაძარში და კეთილი ადამიანებისგან ეთხოვა მოწყალება. დედასთან ერთად, თაყვანი სცა რა სასწაულმოქმედ ხატს, მან სთხოვა მსახურ ბერს, მიეცა მისთვის რაიმე პატარა სენაკი, რათა იქ ეცხოვრა.

პირველ საღამოს ისინი ტაძარში დარჩნენ ღამით. უბედურ დედას, დაქანცულს, მაშინვე ჩაეძინა, ხოლო სტეფანე ვერაფრით დაწყნარდა განუწყვეტელი ტკივილის გამო.

რაღაც მომენტში, სტეფანეს ძილი მოერია და ჩათვლიმა. უეცრად მან იგრძნო, რომ ვიღაც შეეხო და დაიწყო მისი ცარიელი თვალბუდეების ხელით მოსინჯვა. ეს იმდენად ცხადი იყო, რომ მან მაშინვე გაიღვიძა. ჩაფიქრდა: ვინ შეიძლება, შეხებოდა მას? უეცრად მან დაინახა, ქალი მთლად ელვარე და მბრწყინავი. ის წარმოუდგა მას ცოტა ხნით და გაუჩინარდა. სტეფანე შემობრუნდა და დაინახა ანთებული ლამპრები. მან მაშინვე გააღვიძა დედა:

– მე ვხედავ ღვთისმშობლის ხატს.

დედა წამოიწია და თვალებში შეხედა თავის საყვარელ შვილს. დიახ, თვალები არ ატყუებდა: შვილს თვალბუდეები წყვილი ცისფერი თვალით დამშვენებოდა, თუმცა დაბრმავებამდე სტეფანეს შავი თვალები ჰქონდა. თვალებზე სიხარულის ცრემლებმომდგარი დედა-შვილი მადლობას უხდიდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს დახმარებისთვის.

ტაძრიდან გამოსულ ხმაურზე მნათე-ბერმა მოირბინა. მომხდარმა სასწაულმა იმდენად გააოცა მოხუცი ბერი, რომ მაშინვე გაემგზავრა კუნძულის დედაქალაქში, რათა მმართველისთვის ეუწყებინა ყველაფრის შესახებ.

მმართველმა არ დაუჯერა ბერის სიტყვებს, თან წაიყვანა კერკირის კიდევ ორი მამასახლისი და სტეფანესთან მივიდა. ბაილა უბრალოდ გაოცებული დარჩა, როცა ჭაბუკის „ახალი“ თვალები იხილა. სასწაულის რეალობა იმითაც დასტურდებოდა, რომ ჭაბუკს სახეზე ჯერ კიდევ ჰქონდა სულ ახალი ნაიარევი, რომელიც მას გავარვარებულმა შანთმა დაუტოვა. მაგრამ, მმართველს მაინც ეპარებოდა ეჭვი. ამიტომ, დედაქალაქში დაბრუნებისთანავე, ჯალათი გამოიძახა თავისთან და ჰკითხა:

– მართლა ამოუგდე თვალები სტეფანეს, როგორც გიბრძანე?

– რა თქმა უნდა, ამოვუგდე, ისინი ჯერ კიდევ ტაშტშია, გეთაყვა, აი, ისინი!

ბაილამ ჩაიხედა ტაშტში, და მართლაც მასში ორი თვალი იყო და ორივე შავი.

ჭეშმარიტება დაბეჯითებით და უდავოდ დადასტურდა. მმართველმა მოიწვია სტეფანე, ბოდიში მოუხადა მას და სურდა რა, აენაზღაურებინა მისთვის ტანჯვა – მდიდარი ძღვენით დაასაჩუქრა. მან, ასევე, განაახლა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წმიდა ტაძრის გალავანი.

скачать dle 11.3