კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

კითხვა: შეიძლება თუ არა, სასაფლაოზე მოჭრილი ხის სახლში შეშად გამოყენება?

პასუხი: რა თქმა უნდა, შეიძლება მისი შეშად გამოყენება. გირჩევთ, ნუ მიაქცევთ ყურადღებას მსგავს ცრურწმენებს.

კითხვა: ცოდვად ხომ არ ჩამეთვლება დიდმარხვის დღეებში დაბარვა, დათესვა, მოხვნა და სხვა სამუშაოები?

პასუხი: არ ჩაგეთვლებათ. დიდი მარხვის პერიოდი მონანიებისა და ბრწყინვალე აღდგომისთვის მომზადების დროა და არა მუშაობაზე უარის თქმისა. მით უმეტეს, საგაზაფხულო სამუშაოები თითქმის ყოველთვის დიდმარხვის პერიოდს ემთხვევა. სასურველია, ამგვარ სამუშაოებს მოერიდოთ კვირაობით, რომელიც ქრისტიანმა ტაძარში უნდა გაატაროს და, ასევე,  ვნების შვიდეულში.

კითხვა: ყველა ცოდვა მიეტევება თუ არა ქრისტიანს ნათლობის დროს?

პასუხი: დიახ, ნათლობის დროს ადამიანს მიეტევება ყველა ჩადენილი ცოდვა და ხელახლა იბადება სულიერად. წმიდა ნათლობის წყალობით, ცოდვას ადამიანზე ბატონობის ძალა ჩამოერთმევა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი გვიან უნდა მოინათლოს, რადგან, არავინ იცის, როდის გარდაიცვლება ის, მოუნათლავი კი ვერ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს.

კითხვა: რა ევალება ავადმყოფს?

პასუხი: ღირსი თეოდორე სტუდიელის თქმით, „ნუ შექმნი ავადმყოფობას უსაქმურობის საბაბად“. ავადმყოფმა უნდა იკითხოს საღვთო წიგნები, არ უნდა აჰყვეს უქმ აზრებს და უნდა ილოცოს.

скачать dle 11.3