კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არ უნდა გაიღოს მსხვერპლი ქალმა ქმრის სასარგებლოდ და ვინ შეიძლება იქცეს მის მეტოქედ

ძალიან ბევრ მამაკაცს მიაჩნია, რომ ქალმა არჩევანი უნდა გააკეთოს ოჯახსა და კარიერას შორის. მათი აზრით, ორივეს ერთად ქალი ვერ „გაქაჩავს“ და ვერც იმას შეძლებს, სრულფასოვანი ურთიერთობა ჰქონდეს მეუღლესთან, თუკი თავის კარიერას გადაჰყვება. ფაქტია ისიც, რომ მამაკაცების უმრავლესობისთვის სახლში წინსაფარაფარებული ცოლია მისაღები, რომელსაც მუდამ მზად აქვს მეუღლისთვის ცხელი კერძი და სუფთა წინდები. თუმცა, რეალურად, მათთვის გაცილებით საინტერესოა შემდგარი ქალი – პიროვნება. კაცები ილტვიან ასეთი ქალისკენ და უჩნდებათ ერთგვარი აზარტი, კულინარი და დიასახლისი ცოლი კი მათთვის მხოლოდ „შეჩვეულ მობინადრედ“ იქცევა. ეს ის საფრთხეა, რაც მორჩილ ცოლებს რეალურად ემუქრება. თუმცა, არც არდამორჩილებაა ადვილი...

 

ლენუკა (38 წლის): ჩემი ურთიერთობა ქმართან სერიოზულ კრიზისშია. ვცდილობ, გამოსავალი მოვძებნო, მაგრამ, ასე ადვილი არ არის. შეიძლება, უკვე ძალიან მივუშვი და გამიჭირდება ჩემი ცხოვრების ძველ კალაპოტში დაბრუნება. ვფიქრობ, რომ ჭკვიანი ქალი ვარ, მაგრამ, რამდენიმე შეცდომა მაინც დავუშვი. იყო დრო, როცა მე და ჩემი ქმარი ერთმანეთისთვის მარტო მეუღლეები კი არა, მეგობრებიც და, საერთოდ, ყველაფერი ვიყავით. ეს ყველაზე ბედნიერი პერიოდი იყო, თუმცა, მაშინ კარგად ვერ ვაცნობიერებდი. ეტყობა, რაც გაქვს, იმის სრულფასოვნად აღქმა გიჭირს. ამას იმიტომ ვლაპარაკობ, რომ, მინდა, კარგად გავერკვიო ყველაფერში, რაც ჩემს თავს ხდებოდა და ხდება.

– იქნებ, თქვენ მხოლოდ გგონიათ, რომ პრობლემა სერიოზულია, სინამდვილეში კი უმნიშვნელო გაუგებრობაა?

– არა, არ არის გაუგებრობა. მე და ჩემი ქმარი ერთმანეთს დღითი დღე ვშორდებით და ამის შეჩერება მიჭირს. მგონი, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ ოფისში დავიწყეთ მუშაობა. სხვათა შორის, თავიდან არ იყო წინააღმდეგი, თუმცა, არც გახარებია. ვფიქრობ, საერთოდ არ უფიქრია მოსალოდნელ შედეგებზე.

– თქვენ იფიქრეთ?

– სამწუხაროდ, არა. ვერ წარმოვიდგინე, რომ ეს პრობლემად იქცეოდა. ჩვენ თითქმის ერთი პროფესიის ვართ. მანამდეც ხშირად ვაძლევდი ქმარს რჩევებს და ისიც მშვიდად იღებდა ამას. ჯერ იმან დაიწყო მუშაობა, სამი თვის შემდეგ მეც გამომიჩნდა ვაკანსია... თავიდან ყველაფერი კარგად იყო: ერთად მივდიოდით და ერთად ვბრუნდებოდით უკან, სანამ ჩემმა ქმარმა უცნაურად არ დაიწყო მოქცევა. რამდენჯერმე სამსახურში ისე წავიდა, რომ მე არ დამელოდა. დამავიწყდიო, – გამომიცხადა. ასევე მომექცა, როცა სამსახურიდან ვბრუნდებოდი. იქ კი საერთოდ არ მაქცევდა ყურადღებას, თითქოს არც ვარსებობდი. სრულიად არაადეკვატურად მეპყრობოდა, ისე, როგორც სტანდარტულ თანამშრომელს.

– ეს იყო პრობლემა? ამან გაგაღიზიანათ?

– გამაღიზიანა-მეთქი, ვერ ვიტყვი, უფრო დამაფიქრა – რა ხდებოდა... ჩემს ერთ დაქალს მოვუყევი და, მითხრა, ეტყობა, უნდა, რომ თქვენს ურთიერთობაში რაღაც სიახლე შეიტანოს – სახლშიც შენ გხედავს, სამსახურშიც, დაიღალა კაცი. ამიტომ, ოფისში მაინც მიეცი თავისუფლება, შენთვის იყავი და ყველაფერი კარგად იქნებაო. მეც დავუჯერე. ჩემი ჭკუით, თამაშში ავყევი. სამსახურში ისე ვიქცეოდი, თითქოს ცოლ-ქმარი არ ვიყავით... ჩემმა ქმარმა ეს არ შეიმჩნია და კიდევ უფრო შორს შეტოპა – ახალ თანამშრომელთან ფლირტი დაიწყო, თითქოს მე იქ არც ვიყავი. ვითმენდი, ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ... როცა ჩემი გულისწყრომა (მე მგონი, სამართლიანიც) გამოვთქვი, იუმორში გამიტარა – შენ ხომ ჭკვიანი და თანამედროვე ქალი ხარ. ცოტას თუ გავერთობით, ეს ჩვენს ურთიერთობას მხოლოდ წაადგებაო. მეტოქედ მექცა ერთი შეხედვით სასაცილო რამ – სულელური თამაში, რომელიც მე არ დამიწყია.

– მაგრამ, აჰყევით...

– სხვა გამოსავალი მქონდა? არ მინდოდა ურთიერთობის გამწვავება. სკანდალი რომ ამეტეხა, ეგრევე ანჩხლი და შეუგნებელი ცოლის იარლიყი მომეწებებოდა. ამ თამაშის გამო პიროვნულადაც დავითრგუნე. სამსახურში ზურგსუკან იცინოდნენ და ლაპარაკობდნენ ჩემზე. ამას ატანა ხომ უნდოდა?! ვერც იმ ქალს დაველაპარაკებოდი. რა მეთქვა – მე ცოლი ვარ და თავი დაანებე ჩემს ქმართან ფლირტს-მეთქი?! ხომ მთელი სამსახური მასხრად ამიგდებდა?

– სირაქლემის პოზაში ყოფნა ჯობდა?! თითქოს არაფერი მომხდარას თამაში?! მით უმეტეს, თუ მაინც ლაპარაკობდნენ თქვენზე... 

– იცით, რა არის? მე სტერეოტიპმა დამღუპა. იმ აზრმა, რომ ქალმა უნდა დათმოს, მეტი მოითმინოს... საკუთარ თავზე უნდა მეფიქრა, ჩემს პიროვნულ წინსვლაზე და ფეხზე კიდევ უფრო მაგრად დავმდგარიყავი. თამაშიდან კი არ უნდა გამოვსულიყავი, პირიქით, წინ უნდა მევლო. მე ჩემს ქმარზე ბევრად მაგრად ვაკეთებდი საქმეს – ამას ყველა აღნიშნავდა. ქმრის გამო ჩრდილში გადავინაცვლე და ეს შეცდომა იყო. ქმარი უნდა გიყვარდეს და პატივს სცემდე, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, საკუთარი თავი ყოველთვის უკანა პლანზე დააყენო. მე ასე მოვიქეცი და წავაგე, რასაც ახლა ძალიან ვნანობ. ქმრის სასარგებლოდ გაღებული მსხვერპლი უმადური საქმეა.

– თუ ეს მსხვერპლი ძალდაუტანებლად გაიღე?

– იცით, მე რას მივხვდი? „ძალდაუტანებელი მსხვერპლი“ არ არსებობს. რაღაც აუცილებლად გაიძულებს, მსხვერპლი გაიღო.

– მაგალითად, სიყვარული? 

– თუ სიყვარული ჯანსაღია და ნორმალური, თანაც ორმხრივი – ის მსხვერპლს არ მოითხოვს. ჩემს ქმარს რომ ვუყვარდე, ასე არ დამჩაგრავდა. არ ვუყვარვარ და ეს არის გულსატკენი. თუმცა, იმას არ ვადანაშაულებ, ჩემი ბრალია, ასე რომ მოხდა.

– ანუ, გღალატობთ?

– არ ვიცი. არ მინდა, ჩავუღრმავდე და გამოვქექო – უარესად მომიკვდება გული. ნერვიულობა არც ახლა მაკლია. საკუთარი ქმარი რომ მეტოქედ გექცევა და კმაყოფილი იქნება იმით, რომ სამსახურებრივ კიბეზე უკან დაგწია, რაღა უნდა ვთქვა? უხარია, იქ რომ აღარ ვმუშაობ, სადაც თვითონ. ამას ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს და არც ერთი არ არის სახარბიელო: ერთი, რომ მე იქ პიროვნულად ვუშლიდი ხელს, როგორც წარმატებული კოლეგა; მეორე – ფლირტში ვყავდი უსიამოვნო მოწმედ. უფრო უარესი ვარიანტიც არსებობს – ორივე მიზეზი ერთად არის. უკვე არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე. შანსი მაქვს, რომ ჩემს ძველ ადგილას დავბრუნდე და, ვიცი, რომ სიხარულით მიმიღებენ... მართალია, ახლა სამსახური მაქვს, მაგრამ, თავს კომფორტულად არ ვგრძნობ – მუდმივ „იზმენებსა“ და ნერვიულობაში ვარ. ჩემი ფიქრი „იქ“ დაფრინავს და საქმეს გულს ვერ ვუდებ.

– ეჭვიანობთ და იმიტომ?

– ვეჭვიანობ კიდეც და ბრაზიც მახრჩობს. უსარგებლო ნივთი მგონია თავი. თვითონ მშვენივრად არის – რატომაც არა, გზიდან ჩამომიშორა და ნებივრობს. ხმები მომდის, რომ ძალიან გაილაღა. თანამშრომელი ქალების მთავარი გამამხიარულებელი და პატივისმცემელია და თავიც ყინჩად უჭირავს. სახლშიც თავისთვის არის – სულ სადღაც დაფრინავს ფიქრებით და ყურადღებას საერთოდ არ მაქცევს. მე მხოლოდ ცოლი ვარ, მეტი აღარაფერი – არც ქალი, რომელიც მას ფანტაზიებს უღვივებს და არც კოლეგა, რომელთანაც გამოცდილების გაზიარება შეიძლება. რატომ ჩავიყენე თავი ასეთ მდგომარეობაში? არ უნდა დამეთმო და არ უნდა წამოვსულიყავი სამსახურიდან, მაშინ ასეთ სავალალო დღეშიც არ აღმოვჩნდებოდი. უკვე არასრულფასოვნების კომპლექსიც მიჩნდება ნელ-ნელა. იცით, რა საშინელი შეგრძნებაა, როცა გრძნობ, რომ არავის სჭირდები?! სულ აფორიაქებული და დათრგუნული ვარ.

– არ გიცდიათ ქმართან დალაპარაკება?

– ერთხელ ვცადე და დამცინა – დაკომპლექსებული და შურიანი ქალი ხარო. ვინ გთხოვა, რომ კარიერა არ გაგეკეთებინა? შენ თვითონ არ მოინდომე და ახლა პრეტენზიები გაქვს, გწყინს, რომ მე რაღაცას მივაღწიეო. რეალურად, მას მართლა არ უთქვამს პირდაპირ – არ მინდა, ერთად რომ ვიმუშაოთო. მაგრამ, ეს არაფერს ნიშნავს. ისეთი პირობები შემიქმნა, რომ გადაწყვეტილება მე თვითონ მივიღე. აღარ შემეძლო მისი ცანცარის ყურება. ვფიქრობდი, დააფასებდა ჩემს ამ ნაბიჯს და მეტი პატივისცემით მომეპყრობოდა; ჩემ მიმართ მოწიწების, მადლიერების გრძნობა გაუჩნდებოდა... რა მივიღე შედეგად? – ტკივილი და დამცირება. ახლა რა ვქნა? აუცილებლად ჩემს რომელიმე თანამშრომელთან გავაბა რომანი, რომ ხელახლა შემამჩნიოს?! ღირსი კი იქნება!

 

скачать dle 11.3