კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

Gino Paradise Tbilisi – პირველი და გრანდიოზული აკვაპარკი აღმოსავლეთ ევროპაში

მოგზაურობა დაუვიწყარი შეგრძნებების სამყაროში

 

არაფერი ისე არ ღლის და ფიტავს ორგანიზმს, როგორც ცივი ზამთარი და, როგორც სპეციალისტები გვაფრთხილებენ, თითოეული ზამთარი ორგანიზმს, საშუალოდ, 5 წლით აბერებს და არანაკლებ მორალურ ზიანსაც აყენებს. თუმცა გაზაფხული და ზაფხული ავსებს დანაკარგს, მაგრამ – სრულად ვერა.

ზამთრის კვალის წასაშლელად და ორგანიზმისთვის ახალი სუნთქვის მისანიჭებლად არსებობს Gino Paradise Tbilisi-ს ველნეს და სპა ცენტრის ზღაპრული სამყარო, სადაც სრული რელაქსაციისა და რეაბილიტაციისთვის ყველა ის პირობაა შექმნილი, რომელზეც ოდესმე გიოცნებიათ: სხვადასხვა ტიპის საუნა, სატრენაჟორო დარბაზი, მასაჟის კაბინეტები, საუკეთესო კოსმეტიკური პროდუქცია...

სანამ Gino Paradise Tbilisi-ს ველნეს და სპა ცენტრის ზღაპრული სამყაროში ვიმოგზაურებთ, შეგახსენებთ, რომ საუნა დადებითად მოქმედებს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებებზე, შეუცვლელია ნივთიერებათა ცვლის პროცესის აღსადგენად, ნერვული სისტემის დასამშვიდებლად, სასუნთქი გზების პრობლემების მოსაგვარებლად, სისხლძარღვებისა და გულის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ. საუნა აუმჯობესებს ორგანიზმის დაცვითი სისტემების მუშაობას, კუნთების მოდუნებას. ის ცელულიტისა და ზედმეტი ცხიმებისგანაც ათავისუფლებს თქვენს ორგანიზმს, აჩქარებს უჯრედების რეგნერაციას (რაც ასე მნიშვნელოვანია ზამთრის შემდეგ თქვენი კანისთვის). აქვს ძლიერი ფსიქოსომატური და ანტისტრესული ეფექტი. საუნაში ორგანიზმი თავისუფლდება შლაკებისა და ტოქსინებისგან, სუფთავდება ფორები და უმჯობესდება ორგანიზმის მიერ მნიშვნელოვანი ელემენტების ათვისება.

მით უფრო, რომ Gino Paradise Tbilisi-ს ველნეს და სპა ცენტრში თქვენ გელით 8 სხვადასხვა ტიპის საუნა: „რომაული საუნა“ ძველი ელინების მომაჯადოებელი სურნელით აგავსებთ; „მცენარეული საუნა“ გაზაფხულსა და მზეს შემოიტანს თქვენს სხეულში; „მარილის საუნა“ თქვენს ორგანიზმს ტოქსინებისგან გაათავისუფლებს; „ინფრაწითელი საუნა“ ცხელ ზაფხულში სანაპიროზე მიღებულ მზის აბაზანებს გაგახსენებთ (გაითვალისწინეთ, თქვენი ორგანიზმი ჯანსაღდება და იმავდროულად ირუჯებით); „საუნა მელიის სორო“ თავს ზღაპრული სამყაროს პერსონაჟად გაგრძნობინებთ: „სურნელოვანი საუნა“ არაჩვეულებრივი არომატებით გააჯერებს თქვენს სხეულს, „მენთოლის  საუნა“ გაციების წინააღმდეგ ინჰალაციის შეუდარებელ ეფექტს მოახდენს და კლასიკური „ფინური საუნა“  – დახვეწილი დიზაინითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით. 

საუნის მიღების შემდეგ ორგანიზმისთვის აუცილებელია გაგრილება, ამ შეგრძნებებს ველნეს და სპა ცენტრში გაგიმძაფრებთ ტეპიდარიუმი და შხაპი გაზაფხულის წვიმისა და ჭექა-ქუხილის ეფექტით, ასევე, გამოქვაბული წყაროს ცივი წყლით, ცივი და თბილი წყლებით სავსე ქვიანი სავალი ბილიკი გამოაფხიზლებს თქვენს ორგანიზმში მიძინებული ქვეყნიურობისა და სილამაზის  ხედვას.

იქვეა ალექსანდრე მაკედონელისეული 24-კარატიანი ოქროს ტახტი – 42 გრადუსამდე გამთბარი 24-კარატიანი ოქროთი მოპირკეთებული  – რომელიც ქმნის ოქროს აურას და   ეხმარება ორგანიზმს რეგენერაციაში. Excellent  ზონაში თქვენ გელოდებათ პრივატული „ფინური საუნა“, „მცენარეული საუნა“, „ყინულისა  და თოვლცვენის ოთახი“. კლეოპატრას, ოქროთი მოპირკეთებულ აბაზანებში კი, სურვილისამებრ, შეგიძლიათ, მიიღოთ შამპანურის, ღვინის,  ყვავილებისა თუ რძის სარელაქსაციო აბაზანები.

სპეციალურად გურმანთათვის Excellent  ზონაშია ჯაკუზი „ლუდის კათხა“, დამზადებული ნატურალური ხისგან და შევსებული 36 გრადუსამდე გამთბარი ლუდით – პარალელურად, შეგიძლიათ, თვითონვე ჩამოისხათ და დააგემოვნოთ ცივი ლუდი. განუმეორებელ ხიბლს შეძენს თქვენს დაუვიწყარ შეგრძნებებს ტეპიდარიუმი ბუხრითა და მოსასვენებელი გამთბარი სავარძლებით,  თბილი, სარელაქსაციო აუზით, შხაპი წვიმის ეფექტით.

ტრადიციულად, ასეთ დროს საუკეთესო ეფექტის მისაღებად შეუცვლელია შუალედებში მასაჟის სეანსი. თავს არ შეგაწყენთ იმის შეხსენებით, რომ მრავალი ასწლეულის განმავლობაში მასაჟის ტრადიცია ძველი ინდოეთიდან, საბერძნეთიდან, რომიდან, ჩინეთიდან და ეგვიპტიდან იღებს სათავეს. თუმცა დამერწმუნეთ, შეუძლებელია სიტყვებით იმ შეგრძნებების გადმოცემა, რომლებსაც თქვენ  Gino Paradise Tbilisi-ს მასაჟის კაბინეტში მიიღებთ (მასაჟის პროცედურა სახეობის მიხედვით 10-დან 100 წუთამდე მერყეობს). თქვენი ასარჩევია:  შოკოლადის, ვარდის დამატენიანებელი თუ ანტიცელულიტური პროცედურა. 80-წუთიანი ჰარმონიული რიტუალი პინდებით სამი ტიპისაა: REVITAL, EROS და RELAX. თქვენს განკარგულებაშია ეგზოტიკური მასაჟები: 100-წუთიანი დამამშვიდებელი რიტუალი „სამხრეთის ნოტები“, რიტუალი „ვარდების ბაღი“ თუ „მარწყვის დესერტი“. არომამასაჟიც სამი სახეობისაა: RELAX, REVITAL და EROS. სურვილისამებრ, შეგიძლიათ, ჩაიტაროთ კლასიკური მასაჟი, სახის და თავის მასაჟი, მუცლის მასაჟი, ზურგის მოსადუნებელი მასაჟი, ქვედა კიდურების ანტიცელულიტური მასაჟი და ტერფის მასაჟი „ტკბილი ნუში“.

ხოლო VIP და EXCELLENT მომსახურებაში შედის: ტერფის დათბილვა ვარდის რძის აბაზანით, ტკბილი ნუშის რძის აბაზანით, ვარდის რძისა თუ ღვინის აბაზანით. ასევე, აბაზანის დროს შეგიძლიათ ისიამოვნოთ ტერფის მასაჟით.

ვისთვისაც მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, გელით Gino Paradise Tbilisi-ს სატრენაჟორო და ფიტნეს დარბაზი, სადაც მაღალკვალიფიციური ტრენერები ინდივიდუალურად შეგირჩევენ თქვენთვის საჭირო ვარჯიშებსა და ტრენაჟორებს, რომ მოამზადოთ და თავიდან გამოძერწოთ თქვენი სხეული ზაფხულისთვის.

იმოგზაურეთ Gino Paradise Tbilisi-ს ზღაპრულ სამყაროში, გაჯანსაღდით, გაახალგაზრდავდით და აჩუქეთ საკუთარ სხეულს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები!

скачать dle 11.3