კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„გაძარცულ კლიენტებს ღიმილით უკვდებოდა“

შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ ყველა მსუყე სფეროში მონოპოლიებია, თუმცა თავად მონოპოლისტები დედას დედაზე იფიცებენ, ზედაც, მსხვილ-მსხვილ კურცხლებს ყრიან, მონოპოლისტები არ ვართო და რომ მხოლოდ მომხმარებლის ბედნიერებისთვის აქვთ ბიზნესი (დაახლოებით, ასე პოეტურად: „გაძარცულ კლიენტებს ღიმილით უკვდებოდა.“ 

ჰოდა, რაკი ნათელია და, რაც მთავარია, მონოპოლიების დანგრევა ევროკაშვირთან ასოცირების პროცესის ნაწილიცაა, საქართველოს პარლამენტმა, დრო ბევრი ჭიმა თუ ცოტა, კონკურენციის სააგენტოს შექმნა გადაწყვიტა. ის 15 აპრილამდე უნდა შეიქმნას, მისი ხელმძღვანელიც ამ დროისთვისვე უნდა დასახელდეს, რომელიც, პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული, პრემიერ-მინისტრის წინაშევე იქნება პასუხისმგებელი.

თუმცა ბიზნესმენები და უმცირესობა წინააღმდეგნი ბრძანდებიან. სახელდობრ, უმცირესობა უბნობს, რომ კონკურენციის სააგენტოს უკიდეგანო უფლებებმა შესაძლოა, ბიზნესის განვითარება შეაფერხოსო (მაინცდამაინც, მომხარებლის ძარცვა არის ნეტავ ბიზნესის განვითარების მოტორი?!), ბიზნესმენები ჩივიან, ჯარიმებია დიდიო (მაგრამ აი, წამალს რომ თვით 800-პროცენტიანი ფასნამატი აქვს, „მაი აფერიო“). 

რაც შეეხება ჯარიმებს (აგრერიგად რომ დაუფრთხო ძილი ჩვენს მონოპოლიზმთან „შენობით” მყოფ ბიზენსმენებს): კანონის დარღვევის (ანუ ამა თუ იმ სფეროში გამონოპოლისტების) შემთხვევაში, ეკონომიკურ აგენტს წლიური ბრუნვის 10 პროცენტის ოდენობის ჯარიმა დაუწესდება.

ბიზენსმენები გვარწმუნებენ, რომ ეგზომ დიდ თანხას ვერც ერთი ბიზნესი ვერ გადაიხდის (თორემ, განა იმას – გამოვსწორდებითო). ჩვენ, ბუნებრივია, გვჯერა მათი (აბა, როგორია, ამხელა და ტკბილი ლუკმის ერთი ხელის მოსმით დაკარგვა), თუმცა, თუკი აქამომდე მომხმარებელი ახერხებდა მათ მიერ დაწესებული მონოპოლიური ფასებით ცხოვრებას, ცოტა მათაც გაიჭირვონ და (თუ კონკურენციას მთლად ბოლომდე ვერ გავაჯანსაღებთ), ბარი-ბარში მაინც ვიქნებით. 

скачать dle 11.3