კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბიჭებზე დადებული

ანუ მარტის თეზისები

 

რაკი მთელი ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეობის გამოცდილება აქვს და, ზედაც, ომიც გადაუტანია სახელისუფლო ბეჭებზე (ერთი ისაა ტრაგიკული, რომ იმ ომში ბეჭებზე დაგვდეს – თუმცა ძალა აღმართს ხნავს, არათუ ჩვენ), სავსებით ბუნებრივია, რომ აწ უმცირესობის ლიდერმა ბ-ნმა ბაქრაძემ ხელისუფლებას ყირიმის ანექსიის ფონზე კონკრეტული მოქმედებების გეგმა შესთავაზა.

მისი გეგმა 4-პუნქტიანია (შეიძლება, ასეც ვუწოდოთ: „მარტის თეზისები“) , თუმცა მასში არც ახალია რამე და, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, არც ულტრარადიკალური. ზოგადი ლაიტმოტივი კი შემდეგნაირია: მხარი დავუჭიროთ ყველა სანქციას, რასაც ცივილიზებული მსოფლიო მიმართავსო; რადიკალური ნაბიჯები „ნატოსა“ და ევროკავშირში გასაწევრიანებლადო; გამთლიანების შანსი დასავლეთისა და ცივილიზებული სამყაროს გამარჯვებაშიაო; არ უნდა მივცეთ ჩვენს პარტნიორებს საქართველოს დავიწყების საშუალებაო.

მე არ ვიცი, რას გამოიყენებს და რას არა ხელისუფლება ბ-ნი ბაქრაძის „მარტის გეგმიდან“ ან, საერთოდაც, არის თუ არა მასში რამე გამოსაყენებელი, თუმცა არ დაგიმალავთ, რომ ფრიად დამწყდა გული, რაკი ბ-ნმა ბაქრაძემ თავისი საფირმო იარაღის (ჩანგლების) ეფექტიანად გამოყენების ტექნოლოგია არ გაგვიმხილა. 

скачать dle 11.3