კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„უკანასკნელი ნაძირლები“

ანუ ტვინგამოსარეცხები

 

ისე მოხდა, რომ, თავდაპირველად, ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ფოტოები და მხოლოდ ამის შემდეგ გაცხარდა პროკურატურა. რაკი ამ ქვეყანაში მხოლოდ ეშმაკმა თუ უწყის, ვის ვისზე რა ინფოს ფლობს და საქართველოს მოქალაქის პირადი ცხოვრება თვით ყველაზე გადაშლილ წიგნზეც კი გადაშლილია, ვერავინ იტყვის დანამდვილებით, ვის შეეძლო, გაევრცელებინა ზემოხსენებული ფოტომასალა.

მაგალითად, ექსპრეზიდენტი ბ-ნი სააკაშვილი ფრიად აღაშფოთა ამ ფაქტმა (იქნებ გამოცდილება მოვიდა გვიან?!), რამეთუ მიაჩნია, რომ ქვეყანა კლიპებით არ უნდა იმართებოდეს (მეორე მხრივ, იგი აბსოლუტურად მართალია,  რას მიქვიან კლიპები, თავმოყვარე ხელისუფლებამ, თუ მთლად სრულმეტრაჟიანი არა, მოკლემეტრაჟიანი ფილმი ხომ მაინც უნდა შესთავაზოს საზოგადოებას)  .

როგორც უნდა იყოს, უმცირესოელები და ბ-ნი ჟვანიას თანაგუნდელები ერთხმად არისხებენ განგაშის ზარებს, თუ როგორ მოხდა ფოტოების გასაჯაროება და დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ! ჩვენ, ბუნებრივია, ვუერთდებით მათ ამ მოთხოვნას, რამეთუ, გვინდა, რომ ჩვენი პირადი ცხოვრების ამსახველი გადაშლილი წიგნი ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს, რა თქმა უნდა, გადამშლელთა დასჯის პარალელურად.

მაგალითად, უმცირესოელი ბ-ნი ჯაფარიძე ასკვნის, რომ „ამ ვიდეოს აწყობა-გასაჯაროება არის უკანასკნელი ნაძირლების უბინძურესი საქციელი!“ ამ ლოგიკიდან გამომდინარე კი, ბუნებრივად იბადება კითხვა: თუ ის ფოტოები ავთენტურია და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა, ვინ გამოდის პირველიდან ბოლომდე ნაძირალა?!

 

скачать dle 11.3