კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები

მეფე ერეკლეს ძლიერ უყვარდა კარგი იარაღი და შეტყობაც კარგად იცოდა იარაღისა. ერთხელ მეფეს აჩვენეს ვიღაცა თუშის ხმალი:

– ეს ხმალი ერთ სოფლად ეღირებოდა, ცოტა მოკლე რომ არ იყოსო, – ბრძანა მეფემ.

– ბატონო, ცოტა ფეხს წინ წავდგამ და ისევ ერთ სოფლად ეღირებაო, – მოახსენა თავმოწონებით ერთმა თავადმა.

***

ერთხელ აკაკი სადგურიდან სოფელში ეტლით მიდიოდა. მეეტლემ გზად სხვა მგზავრიც აიყვანა და აკაკის გვერდით მოუსვა. ახალ მგზავრს არასოდეს ენახა ჩვენი პოეტი და თავისი თავი პოეტად გააცნო – აკაკი ვარო. გზადაგზა სულ აკაკის ლექსებს ამბობდა ზეპირად. აკაკის განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ, არაფერი უთქვამს.

ეტლი გაჩერდა. გამოთხოვებისას მგზავრმა უთხრა აკაკის:

– თქვენ ჩემი ვინაობა გაიგეთ. არ შეიძლება, ვიცოდე, თქვენ ვიღა ბრძანდებით?

– დღევანდლამდე აკაკი ვიყავი და დღეის შემდეგ არ ვიცი, ვინა ვარო, – უპასუხა აკაკიმ.

***

საზოგადოდ, ლხინში ძალიან მოწყენა იცოდა აკაკიმ. ერთხელ, როდესაც ახალგვარ „მრავალჟამიერს“ ამბობდნენ და ყველანი მოლხენილად იყვნენ, ჰკითხეს, მოწყენილი რადა ხარო?

– ვხედავ, რომ ძველებურს ჩვეულებას წესს უგებთ, ზარს ამბობთ, თქვენ ჭირისუფლებადა სხედხართ და ამ აღაპში მე რა მომალხენსო.

***

თბილისის „დინამოს“ კრიზისული პერიოდი ჰქონდა. ირაკლი აბაშიძეს მაშინ უხუმრია: აღარ შეუძლია ამ „დინამოს“ და, რამდენიც უნდა იძახონ ტრიბუნებმა – „დინამო“, „დინამო“! მაინც არაფერი გამოვა. ჩემმა ცოლმა რომ იმეოროს – „ირაკლი, ირაკლი,“ – შემიძლია ახლა რამეო?!

გავიდა ხანი და მაღალჩინოსანმა, თან, ერთობ მოხდენილმა ქალბატონმა, ამ ხუმრობით აღფრთოვანება გამოთქვა. ბატონმა ირაკლიმ კომპლიმენტი მოისმინა და სერიოზული სახით მიუგო: მაგი, ჩემო ძვირფასო, ჩემს ცოლზე ვთქვი, თორემ, შენ კი დაგირტყამდი ერთ პენალტსო.

скачать dle 11.3