კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

გოეთე: უფრო ადვილია მცდარობის გაგება, ვიდრე ჭეშმარიტების აღმოჩენა: პირველი ზედაპირზეა და მას ადვილად დაძლევ, მეორე კი ღრმადაა ჩამალული და მისი გამოკვლევა ყველასთვის არაა მისაწვდომი.

ნეტარი ავგუსტინე: ჩვენ იმისთვის კი არ ვლოცულობთ, რომ ღმერთს ვუთხრათ, თუ რა უნდა გაგვიკეთოს, არამედ, იმისთვის, რომ ღმერთმა გვითხრას, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ.

სტენდალი: ეცადო, დარჩე, როგორიც ხარ – წარმატების ერთადერთი საშუალებაა.

პასკალი: თუ ჭეშმარიტება დაფარულია, საერთო და საყოველთაო ცთომა სასარგებლოა კაცისთვის, როცა საქმე ეხება რაღაც აუხსნელსა და გონებამიუწვდომელს. კაცის უმთავრესი სნეულება – ესაა მისი დაუოკებელი ცნობისწადილი ყოველივე იმის მიმართ, რისი შეცნობაც მის ძალ-ღონეს აღემატება. ამიტომ ყოველთვის უმჯობესია ცთომა, ვიდრე დაუცხრომელი ცნობისწადილის – ამ ფუჭი და უნაყოფო გრძნობის ტყვეობაში ყოფნა.

შვებელი: ბევრი ადამიანი საკუთარ წარმატებებს სხვათა სიბრიყვეს უნდა უმადლოდეს.

შპენგლერი: მაშინ, როცა ჭეშმარიტების სამყაროში ყველაფერს მტკიცებულებები წყვეტს, ფაქტების სამყაროში გადამწყვეტ როლს წარმატება თამაშობს.

სვიფტი: ჭკუა სამართებელს ჰგავს: გალესილი სხვებს აყენებს ჭრილობას, ბლაგვი კი – საკუთარ პატრონს.

გერცენი: ჭეშმარიტებისადმი პატივისცემა სიბრძნის დასაწყისია.

გრიგოლ ღვთისმეტყველი: ილაპარაკე, თუკი მდუმარებაზე უმჯობესი იცი და სათქმელი გაქვს, მაგრამ გიყვარდეს დუმილი, როცა ის თქმას სჯობს.

ლაბრიუერი: ჭეშმარიტად მხოლოდ პირველად გვიყვარს, შემდგომში არცთუ ისე ვკარგავთ თავს.

ვიტგენშტეინი: ჩვენი სიტყვები ჩვენი შემდგომი მოქმედებებიდან იძენენ აზრს.

ფრანკლინი: ფულის ფლობის ძირითადი უპირატესობა მისი მოხმარების საშუალებაში მდგომარეობს.

ლოიდი: ფულისადმი ზიზღი არცთუ იშვიათად გვხვდება, ძირითადად ეს გრძნობა იმათშია, ვისაც ის არ გააჩნია.

რუსო: ყალბი ადამიანების მეგობრად ყოლა უფრო საშიშია, ვიდრე მტრად.

ჰოპერი: არავის აწყენინებს ის, ვინც თავისი უფლებებით სარგებლობს.

ვინდელბანდი: უმრავლესობის უფლება – ეს ძლიერის უფლებაა და არ აქვს ზნეობრივი საფუძველი.

მონტესკიე: უსაქმურობა ყველა ნაკლზე მეტად ვაჟკაცობას ასუსტებს.

შექსპირი: დიდ უბედურებას ნაკლები უბედურება კურნავს.

მაკციუსი: ადვილია ბრძენობა მათთვის, ვინც სხვისი უბედურებით დაჭკვიანდა.

გიტრი: ქალის სილამაზე მისი სიმდიდრეა, სიმდიდრე კი – მამაკაცის სილამაზე.

ლაკლო: ქალს შეიძლება ის გააკეთებინო, რაც თავად უნდა, ხოლო, რაც შენ გინდა, უმეტესად არ გამოგივა.

скачать dle 11.3