ტურნირი ხმლით მოფარიკავე გოგონებში
7, 8 და 9 მარტს ჩატარდა საქართველოს პირველობა 20 წლამდე ასაკის ხმლით მოფარიკავე გოგონებს შორის. ტურნირში მონაწილეობდნენ ნიკოლოზ ანდრიაძის სახელობის კლუბის ბავშვები. საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ელენე ნანობაშვილმა, მეორე ადგილი დაიკავა ანი აფრასიძემ. ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ელენე ნანობაშვილსა და ანი აფრასიძეს შორის გამართული ორთაბრძოლა ძალიან დაძაბული გამოდგა და დამთავრდა შედეგით – 15:14. გამარჯვება ელენეს დარჩა, რომელიც უკვე არის საქართველოს სამგზის ჩემპიონი, აფხაზეთის საერთაშორისო ტიტულის მფლობელი; ასევე წელს, 2 თებერვალს, თბილისში გამართულ ევროპის თასზე, მან მეორე ადგილი მოიპოვა გუნდურ ჩათვლაში. ანა აფრასიძე არის საქართველოს ჩემპიონი მოზარდთა შორის, გალაქტიონ ჩიქოვანის სახელობის საერთაშორისო ტურნირის თასის მფლობელი, ევროპის ჩემპიონი 15 წლამდე ასაკის სპორტსმენებში და მსოფლიოს პრიზიორი ასევე 15 წლამდე გოგონებს შორის. ელენე და ანა მთავარი მწვრთნელის მერაბ ბაზაძის და ქეთევან ერემეიშვილის დახმარებით ემზადებიან ბულგარეთში მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებლად.