ვინ შევიდა გინესის რეკორდების წიგნში საქართველოდან
2014 წლის გინესის რეკორდების წიგნში საქართველოდან ერთი გამორჩეული ადამიანი შევიდა – ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული „კაცი მაგნიტი“, ეტიბარ ელჩიევი-ბუდაღლი, რომელსაც თან ახლდნენ მისი პიარ-მენეჯერი, კავკასიის მსოფლიო რეკორდების გენერალური მდივანი – შოთა ქელდიშვილი. წიგნში აღწერილია იტალიასა და ჩინეთში ჩატარებული გინესის შოუზე ეტიბარის შედეგები: თავისი უნუკალური უნარის წყალობით, მან შეძლო 52 კოვზის სხეულზე მიკვრა. ამ ამბის შესახებ ვრცელი პრესკონფერენცია სპორტის სამინისტროში გაიმართა.