კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

20 მარტიდან კინოთეატრი “რუსთაველი„ ახალგაზრდა რეჟისორის, გიორგი ვარსიმაშვილის “პარიზულ ოცნებას„ წარმოგიდგენთ

20 მარტიდან მაყურებელს კინოთეატრ „რუსთაველში“, ასევე, საქართველოს ქალაქებში: საჩხერეში, გორში, ბაკურიანსა და ზუგდიდში, გიორგი ვარსიმაშვილის 73-წუთიანი ფილმის – „პარიზული ოცნების“ ნახვის საშუალება ექნება. ფილმის რეჟისორი გიორგი ვარსიმაშვილია, სცენარი ეკუთვნით გიორგი ვარსიმაშვილსა და ნიკოლა რავერის; ოპერატორები – გიორგი შანიძე და იური აბჟანდაძე; ხმა – თეოდორ ჩელარდო; მონტაჟი და მუსიკა – გიორგი ვარსიმაშვილის. როლებში: მადლენ პუგაჩი, კამი კოკენიო, გაბრიელ მირეტე. კინოსტუდია – „ვარს-სტუდიო“, ხოლო პარტნიორები: საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, პარიზის მე-8 უნივერსიტეტი, პარიზის სორბონის უნივერსიტეტი, საფრანგეთის რეგიონული განვითარების ფონდი „კრუსი“. 

ფილმის მოკლე შინაარსი ასეთია:  კონსტანცია ერთი პროვინციელი გოგონაა, რომელიც პარიზში ჩადის სასწავლებლად. მისი მთავარი საზრუნავი საცხოვრებელი ბინის პოვნაა, რაც ძალიან რთული აღმოჩნდება. ბინის მეპატრონეები სკეპტიკურად არიან სოფლელი გოგონასადმი განწყობილი. ბინის სხვა მსურველები კი ყველაფერს კადრულობენ მიზნის მისაღწევად... 

გიორგი ვარსიმაშვილი: პარიზში ვსწავლობდი კინოსარეჟისოროზე. როგორც ყველას, მათ შორის მეც, მქონდა ბინის დაქირავების პრობლემა. ზოგი ჩემი მეგობარი თვეობით ეძებდა ბინას, თუმცა, მე მათთან შედარებით გამიმართლა... ერთხელაც, მივხვდი, რომ ამ თემაზე არც ერთი ფრანგული ფილმი არ იყო გადაღებული, არადა, ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა – ყველა სტუდენტს უჭირს ბინის შოვნა. მოკლედ, გადავწყვიტე, გადამეღო ფილმი, თუმცა, ბინის პრობლემა ავიღე იმისთვის, რომ მომეყოლა ის ამბავი, რაც მაინტერესებდა. ვფიქრობ, რომ ყოველ ჩვენგანს თავისი ადგილი აქვს. მაგრამ კონსტანციას პერსონაჟი ერთადერთია, ვისაც არ შეუძლია, იცხოვროს დიდ ქალაქში, იქ დამკვიდრებული წესებით, სადაც ყველა იტყუება და ასე ეძებს გამოსავალს; კონსტანციას კი არ აქვს ამის გამბედაობა. თუმცა, ფილმის ფინალურ სცენაში ის პოულობს საკუთარ ადგილს...

 ვფიქრობ, რომ ფილმში საინტერესო ამბავი, საინტერესო სათქმელია გადმოცემული. გარდა ამისა, მყავს ძალიან კარგი მსახიობები, ბევრია იუმორი და, რაც მთავარია, მაყურებელი ნახავს ისეთ პარიზს, რომელიც არც ერთ ფილმში არ უნახავს.

скачать dle 11.3