კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სექსუალური პრობლემების წინაშე დგას ქართველი მამაკაცების ნაწილი და რის გამო დადიან მეძავებთან

ამინდის საგაზაფხულო ცვლილებები არამცთუ კატებზე, არამედ, ბუნებრივია, ადამიანებზეც საოცარ ზეგავლენას ახდენს და ნიშანდობლივია, რომ მარტი ორალური სექსის თემის სკანდალით დაიწყო.

მე უკვე რამდენიმე დღეა, ბუნებაში რომანტიკული სექსის განწყობაზე ვარ. თუმცა, ამ დრომდე მხოლოდ ფანტაზიებით შემოვიფარგლები და გადავწყვიტე, საკუთარით თუ ვერა, სხვისი სექსუალური ცხოვრებით მაინც დავკავდე – გამოვეხმაურო ამ ერთობ აქტუალურ თემას, როგორიცაა „ორალური სექსი“. ამ საკითხს ქვემოთ გავშლი, მანამდე კი, დიდი ეჭვი მაქვს, ჩემი რედაქტორები ამ მასალას დაბლოკავენ და მეძავ-მეძავ რბენა ტყუილად შემრჩება. თან, იმისიც მეშინია, რომელიმე სიტყვა, მაგალითად, „ბოზი“ არასწორად არ ვიხმარო მეძავთან მიმართებაში და ჟურნალისტთა ქარტიის საბჭომ სასამართლოში ჩემზე სარჩელი არ შეიტანოს. არადა, შოთა რუსთაველი ჯერ კიდევ როდის მოიხსენიებს ამ სიტყვებს: როსკიპო, ბოზო დიაცო... სამწუხაროდ, დილით ჟურნალი ბეჭდვაში უნდა ჩაეშვას და დრო არ მაქვს, ამ საბჭოსთან გადავამოწმო, რომელი ვიხმარო ბოზი, როსკიპი თუ მეძავი, ისე, რომ კანონი არ დავარღვიო. თუმცა, რუსთაველი კი გამიგებდა, რისი თქმა მინდა.

მთელი კვირაა, რედაქციაში ვნებათაღელვა არ ცხრება და „აღშფრთოვანებული“ (აღშფოთებისა და აღფრთოვანების სინონიმი – ავტორი) საზოგადოება განვიხილავდით, კარგი იყო თუ ცუდი, მსახიობ თინა მახარაძის სკანდალური სატელევიზიო ინტერვიუ. მეც „აღშფრთოვანებული“ – ერთი მხრივ,  თინას გმირობით მოხიბლული და მეორე მხრივ, ჩემი ერთ-ერთი თანამშრომლის მოსაზრებით, რომ სექსი მხოლოდ მამაპაპურია და გასამრავლებლად არის მოგონილი, ეს დღეები ძარღვებში სისხლგამთბარ, გულანთებულ-თვალებაჟუჟუნებული სამსახურის მერე, რედაქციასთან ახლოს, ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე პირველივე ბაღთან, პირველივე მეძავს გავუჩერე მანქანა. მანაც ბიუსჰალტერის „პლეჩო“ გაისწორა და ეკონომიკური აღზევების იმედით ჩამიჯდა მანქანაში. თუმცა, რომ გაიგო, კუნილინგუსის საკითხით ვიყავი დაინტერესებული, მითხრა, კაცი მეგონე და „პრო-ჭიათურელი“ ყოფილხარო და გადავიდა მანქანიდან.

ახლა უკვე ძარღვებში სისხლგამთბარ, გულანთებულ-თვალებაჟუჟუნებულს, შეურაცხყოფ-იმედგრაცრუებაც დამემატა და კიდევ ერთი შეურაცხყოფა რომ აღარ მოეყენებინა ვინმეს, ჩემს ძველ მეგობარ მეძავს დავურეკე. ლუკმა გავაგდებინე და ჩემთან ვიხმე, რათა კიდევ ერთხელ მოეყოლა თავისი სექსუალური თავგადასავლები, რომლის წიგნად გამოშვება მირჩევნია. თუმცა, შესაძლოა, ყოველ ორშაბათს ჟურნალში გამოვაქვეყნო, თუ ამის ნებას დამრთავენ და როგორც ამბობენ, საზოგადოებრივი დიდი ინტერესი იქნება. მაგრამ, მასთან ინტერვიუც საკმაოდ სკანდალური გამოვიდა, მერე რა, რომ არც ცნობილი მსახიობია და არც ესტრადის ვარსკვლავი, რომელიც პოლიტელიტის მაღალი კლასის 3 000-დოლარიანი მეძავი იქნებოდა. მაგრამ თავის საქმეში შემდგარი და წარმატებულია, რომელსაც პატივს ვცემ და ზოგიერთ ჩემს ფსევდოპატიოსან ნაცნობს მირჩევნია.

– ჩვენი მეგობრობა, ისევე, როგორც შენი პროფესია, უძველესია და ანტიკური ეპოქიდან იღებს სათავეს. „სვეცკი“ ქალი ხარ და სოციალური ქსელიც უცხო არ არის შენთვის. შესაბამისად, გეცოდინება კვირის თემა – „ორალური სექსის“ სკანდალის შესახებ და უპირველესად, შენი აზრი მაინტერესებს.

– ეს იმ მსახიობმა გოგომ რომ თქვა, ჩემთვის პრობლემა არ არისო, ხომ? არ მინახავს ეგ გადაცემა, მაგრამ ყველა მაგაზე ლაპარაკობს. თუმცა, ვერ მივხვდი, რატომ ატყდა ამხელა ამბავი ამის გამო?! ეს რომ ჩემს ახალგაზრდობაში მომხდარიყო, მაშინ, გასაგებია, და ახლა ვის უკვირს ორალური სექსი? ორალი კი არა, ისეთები ხდება, ეს თუ არ ნახე, ვერ დაიჯერებ.

– შენი კლიენტები ხშირად გთხოვენ ორალურ სექსს?

– (იცინის) ის რა ფერისაა, დიდი ხანია, თვალით აღარ მინახავს. ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით, მაგრამ უკვე დიდი ხანია ჩემთან და ჩემს ნაცნობ ქალებთან, ცოტა განსხვავებული კატეგორია დადის. ჩვენ ეგრეთ წოდებულ „ელიტარულ“ კლასს მივეკუთვნებით.

– რას გულისხმობ?

– იმას, რომ ბიჭების უმრავლესობა კუნილინგუსზეა გადასული და არც შენი ორალი სჭირდებათ და არც სხვა რამე. მგონი, საბერძნეთშია თუ სადღაც, რომ ქალს თუ 3 წელი სექსი არ ჰქონია, ქალიშვილად ითვლება. ჰოდა, მეც უკვე რამდენი წელია, ქალიშვილი ვარ. ისე, სხვათა შორის, ჩვენს კატეგორიაში რამდენიმე ნამდვილად ქალიშვილი გოგო მუშაობს.

– ანუ, ფულს მარტო კუნილინგუსში გიხდიან?

– კი. ათიდან რვას სხვა არაფერი აინტერესებს, ამის გარდა, კიდევ ბევრი რამ აინტერესებთ, მაგრამ, როგორც ასეთი, სექსით ძალიან იშვიათად ვკავდები.

– მაგალითად, ყველაზე უცნაური იმ ბევრ რამეში რა შედის, რაც მათ აინტერესებთ?

– მაგალითად, „დომინირება“ – როცა ვცემ, ვშოლტავ და სახეში ვურტყამ. ბევრს უყვარს დამცირება, როცა ვაფურთხებ, ვაგინებ და ვეუხეშები. ახლა ძალიან მოდაშია „ოქროს წვიმა“, „ცხელი შოკოლადი“ და როცა მე ვასრულებ კაცის როლს.

– ანუ კაცთან სექსში ასრულებ კაცის როლს?

– კი. ბიჭების უმრავლესობა, ყოველ შემთხვევაში ჩემთან, ან ჩემს დაქალებთან ვინც მოდის, ყველა ასეთ ურთიერთობას ანიჭებს უპირატესობას. მაგალითად, მე მყავს ერთი მონა (მას მოსწონს, როცა მონას ვეძახი), რომელთანაც აბსოლუტურად არანაირი სექსი არ მაქვს, უბრალოდ, როცა არ უნდა დავურეკო, მოვა, სახლს დამილაგებს, ჭურჭელს დამირეცხავს და თუ ვანა-ტუალეტის გახეხვას დავავალებ, ეს უფრო მეტ სიამოვნებას ანიჭებს. ზოგჯერ დასჯის მიზნით, ტუალეტს არ ვახეხინებ და ისე ვუშვებ. ხშირად ვურეკავ, პროდუქტებს ვაბარებ და მოაქვს, ოღონდ სახლში არ ვუშვებ, კარში მომაწვდის, მკერდზე ხელს მომკიდებს და მიდის.

– მოდი, კონკრეტული ისტორიები მერე მომიყევი, მაგრამ მე შენეული ვერსია და შეფასება მაინტერესებს ამ ყველაფერზე. შენი აზრით, რა ფენომენთან გვაქვს საქმე?

– დიდი ფსიქოლოგი და სექსოლოგი მე არ ვარ, მაგრამ ბევრს კი ვჯობივარ. 52 წლის ვარ და ძალიან ბევრი მაქვს ნანახი, ცოტა ხანში, პენსიაზე გავალ და მემუარების წერას დავიწყებ. მაგრამ, ერთი ბიჭი მყავს, რომელსაც 60 და მეტი წლის ქალები აინტერესებს და მეც ვეუბნები, რომ 8-10 წელიწადში მომაკითხე-მეთქი. ის კი მაინც არ მანებებს თავს. რაც შეეხება ფენომენს, ვერ გეტყვი, რასთან გვაქვს საქმე. სხვათა შორის, ბევრისთვის მიკითხავს, მაგალითად, რატომ უყვარს, როცა ამცირებენ და ბოსტნეულით აკმაყოფილებენ...

– ანუ ვეგეტარიანელი კლიენტებიც გყავს?

– მყავდა. ახლა ხელოვნურ კვებაზე გადავიყვანე (იცინის). სამწუხაროდ, საქართველოში არ არის სექს-შოფები და სეზონური ბოსტნეულის გამოყენება მიწევდა იქამდე, სანამ ერთმა კლიენტმა არ მაჩუქა.

– აღარ დაგამთავრებინე, რა პასუხებს იძლეოდნენ, როცა ეკითხებოდი, რატომ მოგწონს ასეთი ურთიერთობაო?

– ზოგიერთი ასეთი სექსის შემდეგ რადიკალურად იცვლება. უჩუმრად დგება და დაუმშვიდობებლად მიდის. ზოგი ამბობს, რომ ბავშვობაში დედა ხშირად სცემდა, ზოგი ციხეში მიეჩვია თუ მიაჩვიეს. მაგალითად, ერთმა მითხრა, რომ მეზობლის ქალმა სცემა, სახლში ჩაკეტა და გააუპატიურა, რაც ყველაზე ნაკლებად მჯერა, რადგან ასეთი რამ, პრაქტიკულად, შეუძლებელია. თუმცა, ადრე, ხომ გახსოვს, „ფუფულოჩნიკობაზე“ ბოთლზე სვამდნენ და მე ეგ უფრო მგონია, თორემ ქალი, რაც არ უნდა ძლიერი იყოს, ახალგაზრდა ბიჭი როგორ უნდა სცემოს და გააუპატიუროს?!

– როგორც გამოცდილ და სტაჟიან ქალს, მინდა, შენი ახალგაზრდობისდროინდელი ურთიერთობები დღევანდელთან შეადარო.

– ვერ გეტყვი, რომელი ჯობდა. მაშინ, ამ გზით ფულის შოვნა დანის პირზე სიარულს უდრიდა. მუდმივად შიშისა და სტრესის ქვეშ ვიყავი. ხშირად ვუცემივარ კლიენტებს. იარაღის მიდებები, ჰაერში გასროლები, თეფშის ფრიალი და ათასი უბედურება ხდებოდა. რამდენჯერმე საავადმყოფოშიც მოვხვდი მძიმე დაზიანებებით, მაგრამ მაშინ ძალიან იშვიათად, თუ ვინმე ორალურ სექსს მომთხოვდა. ასეთი რამე, პრაქტიკულად, არ არსებობდა და ის, რომ ვინმეს კუნილინგუსი გაეკეთებინა, ეს ხომ საერთოდ გამორიცხული იყო. მარტო მონაყოლით ვიცოდით, რომ თურმე თურქები აკეთებენ ამას. მერე უკვე, როცა საზღვრები გაიხსნა, მეც წავედი თურქეთში და პირველად იქ მოხდა მოსახდენი.– გამოდის, შენთვის ახლა გაცილებით ადვილია ეს საქმიანობა?

– ეს საქმე არასოდეს არავისთვის არის ადვილი, მაგრამ ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშეა დღეს ახალგაზრდობა. თუმცა, გეტყვი, ასეთი არატრადიციული ურთიერთობით ჩემხელა კაცებიც არიან დაკავებულები. სულ მიკვირს, ამათ როდის ისწავლეს და მოუნდათ ეს ყველაფერი?! ეს არის თაობა, რომელიც, კანონით, ძალიან ტრადიციული უნდა იყოს და შეიძლება ითქვას, კომუნისტური აზროვნება ჰქონდეს, მით უმეტეს, ასეთ საკითხში. ადრე ჯერ აუცილებლად კარგი რესტორანი იყო წინაპრების სადღეგრძელოებით და მერე კარგი მამა-პაპური სექსი, ცუდ შემთხვევაში კი, უკვე გითხარი, როგორც ხდებოდა. ადრე მე მცემდნენ და მაგინებდნენ კაცები, ახლა მე ვცემ და ვაგინებ. მაგრამ, ამ ორიდან არც ერთი სიამოვნებას არ მანიჭებს, თუმცა ახლა უვნებელი გამოვდივარ.

– არასოდეს გიფიქრია, რამ გამოიწვია ასეთი რადიკალური ცვლილებები „ქართველ კაცებში“?

– ინტერნეტმა და ცივილიზაციის არასწორმა აღქმამ, ასევე, უსექსობამ. თუმცა, ყველა მაინც იმას აკეთებს, რაც სურს. პრობლემა სწორედ იმაშია, რომ სინანულის, სინდისის ქენჯნის განცდა აქვთ და საკუთარ თავსაც არ უტყდებიან. ეს კატეგორია მიიჩნევს, რომ კუნილინგუსი კი არ უყვართ, უბრალოდ, ამით ქალს ანიჭებენ სიამოვნებას. მაგრამ, მეძავთან რატომ უნდა წახვიდე და მიანიჭო სიამოვნება, თან, ფული გადაუხადო?! ზოგიერთ ახალგაზრდას ერექციაც კი აღარ აქვს, ისე აქვთ ტვინი დასტრესილი ამ ნარკოტიკებითა და კაზინოებით. თანაც, ცოლებს ან შეყვარებულებს ვერ უბედავენ, კუნილინგუსი გამაკეთებინეო. ეშინიათ, ამის აღიარების და ამიტომაც, მოდიან ჩემთან ან სხვა მეძავთან, რომ ნებისმიერი ფანტაზია დაიკმაყოფილონ ყველანაირი ვალდებულებებისა და გაქილიკების გარეშე. სხვათა შორის, ამ ბოლო დროს ტრანსვესტიტებზეა დიდი მოთხოვნა და ესეც კიდევ ერთი გადახრაა ტვინში, როცა ისინი საკუთარ თავს არწმუნებენ, კაცთან კი არა, ქალთან აქვთ სექსი. ამიტომ, დღეს იმაზე საუბარი, რომ ქალი უნდა კავდებოდეს თუ არა ორალური სექსით, ჩემი აზრით, სასაცილოა იმ ფონზე, როცა გაცილებით უარესი სექსუალური პრობლემის წინაშე ვდგავართ. ჯობია, ცოლ-ქმარმა ერთმანეთთან აიხდინოს ფანტაზიები, ვიდრე ამ ფანტაზიის დასაკმაყოფილებლად, ცალ-ცალკე სხვაგან გარბოდნენ. ყოველ შემთხვევაში, რომელიმე მხარისთვის მიუღებელიც რომ იყოს, ამის გამო მეორეს პრობლემა არ უნდა შეუქმნას. ქალების გასაგონად კი, იმას ვიტყვი, რომ თავს ნუ დაიიმედებთ იმით, ვითონ თქვენი მეუღლე იმ უმცირეს გამონაკლისში შედის და ამის გამკეთებელი არ არის.

 

скачать dle 11.3