კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამეფო ქათამი

სამეფო ქათამი

გავრცელებული მოსაზრებით, ფარშევანგის ფრთები სახლში არ უნდა გქონდეს. ფარშევანგი ხომ ქალღმერთ ჰერას საყვარელი ფრინველი იყო, მას კი არ მოეწონება მისი რჩეულის შეურაცხყოფა და დამნაშავეს თავის რისხვას არ მოაკლებს...

სინამდვილეში, ფარშევანგიც ჩვეულებრივი ქათამია, უბრალოდ, შეფერილობა აქვს უჩვეულო და განსაკუთრებული. სწორედ ამიტომ არის ის გამორჩეული. ფარშევანგს ულამაზესი კუდი აქვს და ხშირად მისი წყალობით მოიპოვა ყველაზე ლამაზი ფრინველის ტიტული. ფარშევანგი ძალიან სწრაფად დარბის და სიჩქარის განვითარებაში კუდი სულაც არ უშლის ხელს. ცოტათი მშიშარაც არის – უმნიშვნელო საფრთხის დროსაც კი უჩვეულოდ სწრაფად გარბის და მაღალ ნარგავებში იმალება.

ანტიკურ სამყაროში, ძველ საბერძნეთში, სადაც ფარშევანგი სპარსეთიდან მოხვდა, თავიდან, როგორც განსაკუთრებული და იშვიათი არსება, მოედნებზე გამოჰყავდათ და ხალხს დიდი თანხის ფასად აჩვენებდნენ. მოგვიანებით ის ქალღმერთ ჰერას საყვარელ ფრინველად იქცა. მითი მოგვითხრობს, რომ, როცა ყოვლისმნახველი გოლიათი არგური დაიღუპა, ქალღმერთმა ჰერამ მისი ათასი თვალით მორთო ფარშევანგის კუდი.

ძველ რომში ფარშევანგი იმპერატორების ემბლემა იყო და მონეტებზეც კი გამოსახავდნენ. ჩინეთში ფარშევანგი ღირსებისა და სილამაზის სიმბოლოდ იქცა. ფრინველის ბუმბულის გადაცემით ადამიანს უმაღლეს რანგს ანიჭებდნენ და ამით აღნიშნავდნენ იმპერატორის წინაშე მის დამსახურებას.

ინდოეთში ფარშევანგს სრული თავისუფლება აქვს და, შეუძლია, იქ ისეირნოს, სადაც მოესურვება, ანუ, იქაც წმინდა და ღვთაებრივ ფრინველად არის მიჩნეული. გარდა ამისა, ის შესანიშნავად ნადირობს გველებზე, რისთვისაც ინდოეთის მცხოვრებლებს ძალიან უყვართ და ყურადღებას არ აქცევენ მის გამყინავ ხმას.

ფარშევანგი გამაყრუებლად ყივის ჭექა-ქუხილისა და მუსონების, ანუ, წვიმების სეზონის დადგომის წინ.

ფარშევანგი ყველაზე რელიგიური ფრინველიც არის – ის თითქმის ყველა რელიგიაშია წარმოდგენილი და სათანადოდ დაფასებულიც. მაგალითად, ისლამში ფარშევანგის თვალი გულის თვალთან ასოცირდება, ასევე, მზისა და მთვარის ერთიანობასთან; ანუ, ფარშევანგია დასტური იმისა, რომ სრულ წინააღმდეგობებს შორისაც შეიძლება არსებობდეს ჰარმონია და კავშირი.

 

ძველბერძნული მაყალი

გაგიკვირდებათ, მაგრამ, თითქმის ფაქტია, რომ, ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში ადამიანებმა იცოდნენ ისეთი კულინარიული შედევრების შესახებ, როგორც არის მაყალზე შემწვარი მწვადი და შესაფერისი ჭურჭელიც კი ჰქონდათ ამისთვის. მაგალითად, მიკენის ცივილიზაციის პერიოდში, მეთოთხმეტე-მეთერთმეტე საუკეუნეებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე, არსებობდა სპეციალური თიხის ყუთები გვერდებზე სახელურებით. ასეთი ყუთები მრავლად არის ნაპოვნი გათხრების დროს. მკვლევრები დარწმუნებულები არიან, რომ ამ ყუთებს ძველი ბერძნები ცხელ ნახშირზე ხორცის შესაწვავად იყენებდნენ.

გარდა ამისა, სამარხებში ნაპოვნია ტაფები გამომწვარი თიხისა და ფაიფურის ზედაპირებით, რომლებსაც მაშინდელი მზარეულები კვერების გამოსაცხობად იყენებდნენ. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ მიკენის ცივილიზაციის ადამიანებს უკვე ჰქონდათ თანამედროვე ტაფების მსგავსი ჭურჭელი. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ის ყველასთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა. ალბათ, ფუფუნების საგნადაც ითვლებოდა, რადგან, მხოლოდ შეძლებულ მოქალაქეთა სამარხებშია ნაპოვნი.

 

скачать dle 11.3