კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „მერსედესი”, ცე კლასის, 1.8-იანი ძრავით, 1997 წლის, მართვის მექანიკური კოლოფით. როცა სიჩქარეს მოვუმატებ, მანქანას ეგრეთ წოდებული „ძიორგანიები” აქვს. მანქანას გამოვუცვალე სანთლები, ბაბინის ჩიბუხი, კომპიუტერის მიერ ნაჩვენები „რასპრედვალის” ამთვლელი „დატჩიკი”, ჩავხსენი ლამბდა-ზონდი, ჰაერმზომი, მაგრამ, არ უშველა. რა შეიძლება, რომ სჭირდეს? იქნებ რამე მირჩიოთ?

პასუხი: ეგრეთ წოდებული „ძიორგანიები” შეიძლება მექანიკური დეტალებისგანაც იყოს გამოწვეული. ისეთი პრიმიტიულისგანაც კი, როგორიცაა წვრილი მილების უმნიშვნელო დაზიანება, რომელიც ძრავის სხვადასხვა სექტორს აერთიანებს და ვაკუუმის მეშვეობით კონტროლდება. კარგი იქნებოდა პრობლემის უფრო დეტალურად ჩამოყალიბება, ანუ რა დროს მთავრდება ეს პროცესი და როგორი ხარისხის არის ის, ძნელად შესამჩნევი თუ მკვეთრი. ყველაზე ხშირად ასეთ შემთხვევებში საწვავის მიწოდების სისტემა აღმოჩნდება ხოლმე დამნაშავე. გადაამოწმებინეთ საწვავის წნევა და მისი მდგრადობა სისტემაში, აგრეთვე, ეგრეთ წოდებული „ინჟექტორები”. თუ აქაც ყველაფერი კარგად არის, მაშინ, უფრო ღრმად გადამოწმება მოგიწევთ, ვინაიდან, შესაძლოა, ძალიან უმნიშვნელო დაზიანებიდანაც კი მოდიოდეს ეს პრობლემა. მაგალითისთვის, რადგან კომპიუტერი „რასპრედვალის” ამთვლელ „დატჩიკს” აჩვენებს ან აჩვენებდა, შესაძლოა, სწორედ ის მექანიკური დეტალი იყოს დაზიანებული, საიდანაც ზემოხსენებული „დატჩიკი” იღებს ინფორმაციას.

კითხვა: მირჩიეთ, რომელი ავტომობილი ჯობია: „ტოიოტა ქამრი”, „ჰონდა აკორდი”, „მაზდა 6” თუ „ფოლკსვაგენ პასატი” (2007 წლის შემდეგ გამოშვებული ავტომობილები) და რა არის მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები?

პასუხი: თქვენ მიერ ჩამოთვლილი ყველა ავტომობილი ძალიან კარგია, სწორი მიმართულებით ხართ წასული. მაგრამ, თუ უფრო პრაქტიკულობის თვალსაზრისით ვიმსჯელებთ, ჩამოთვლილთაგან ყველაზე ეკონომიური „ჰონდაა” – მინიმუმ ერთი ლიტრით მაინც „ჯობნის” იმავე კლასის სხვა მოდელებს. ამავდროულად, თავისი განსაკუთრებული სტილი აქვს, როგორც სალონში, ისე გარედან, თან, პრაქტიკულიცაა სერვისის თვალსაზრისით. მეორე ადგილზე დავაყენებდი „ტოიოტას”. ძალიან პრაქტიკული ავტომობილია, იშვიათად ფუჭდება, მაგრამ, სტილით ახლოსაც ვერ მივა „ჰონდასთან” – გაცილებით ღარიბულად გამოიყურება. ელემენტარულად, სალონში განათებაც კი, „ჰონდას” გაცილებით დახვეწილი აქვს. ამის შემდეგ დავაყენებდი „მაზდას” და ბოლოს – „პასატს”. „მაზდა” საკმაოდ პრაქტიკული ავტომობილია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენთან ჯერ ახალი ხილია და მომხმარებელსაც და  ხელოსნებსაც მასთან ურთიერთობის გამოცდილება ძალიან მწირი აქვთ. რაც შეეხება „პასატს”, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარების გამოცდილება ძალიან დიდია და ნაწილების შოვნა – ადვილი, ის პრაქტიკულობაში იაპონურ ავტომობილებამდე მაინც ვერ მოდის. პერიოდულად, შეიძლება, რაღაც ისეთი დაემართოს, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია იაპონური მანქანების შემთხვევაში. მაგალითად, რომელიმე სენსორი გამოვიდეს მწყობრიდან და კომპიუტერს თავგზა აურიოს. 

 

скачать dle 11.3