კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა:  გთხოვთ მაცნობოთ  არასრულწლოვან მსჯავრდებულს სასჯელის სახით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთისას, სასჯელის მოხდიდან რა ვადებში უნდა მოეხსნას ნასამართლეობა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ  იმას, ვინც დანაშაული თვრამეტ წლამდე ჩაიდინა ნასამართლეობა გაუქარწყლდება და მოეხსნება ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ; მძიმე დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ  და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან ხუთი წლის შემდეგ.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ,  რა შედეგი მოჰყვება არასრულწლოვანისთვის დანიშნული აღმზრდელობით ზემოქმედების იძულებითი ღონისძიების დარღვევას?

პასუხი: გაცნობებთ, რომ თუ არასრულწლოვანი სისტემატურად არღვევს აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიებით გათვალისწინებულ პირობებს, მაშინ ეს ღონისძიება სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოს წარდგინებით გაუქმდება და მასალები გადაიგზავნება არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რას გულისხმობს აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიების, გაფრთხილების გამოყენება არასრულწლოვნის მიმართ? 

პასუხი:  გაცნობებთ, რომ  გაფრთხილება ნიშნავს, არასრულწლოვნისათვის იმის განმარტებას, თუ რა ზიანი გამოიწვია მისმა ქმედებამ და რა შედეგი მოჰყვება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის განმეორებით ჩადენას.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ უნდა განხორციელდეს არასრულწლოვნის მიმართ აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიების, საზედამხედველოდ გადაცემის გამოყენება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ საზედამხედველოდ გადაცემა ნიშნავს, მშობლისთვის ან მისი შემცვლელი პირისთვის, ანდა სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოსათვის, იმ მოვალეობის დაკისრებას, რამაც აღმზრდელობითი ზეგავლენა უნდა მოახდინოს არასრულწლოვანზე და კონტროლი გაუწიოს მის ყოფაქცევას.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, შეუძლია თუ არა სასამართლოს, დააკისროს  არასრულწლოვანს ზიანის ანაზღაურების მოვალეობა იმ შემთხვევაში, თუ ის არ მუშაობს ან სოციალურად დაუცველთა ოჯახიდანაა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ზოგადად არასრულწლოვნისთვის ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაკისრებისას, სასამართლო ითვალისწინებს მის ქონებრივ მდგომარეობას,  შესაბამის შრომით ჩვევებს და ამის გათვალისწინებით, უნიშნავს ან არ უნიშავს ზიანის ანაზღაურების მოვალეობას.

скачать dle 11.3