კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

17 მარტი

1959 – ტიბეტის ქალაქ ლხასში ჩინეთის ხელისუფლება მხეცურად გაუსწორდა მრავალათასიან მიტინგს, რასაც მოჰყვა აჯანყება მთელ ტიბეტში. დაიღუპა 65 ათასი ადამიანი.

1991 – ჩატარდა რეფერენდუმი საბჭოთა კავშირის, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკების ფედერაციის შენარჩუნების შესახებ, რასაც რეფერენდუმის მონაწილეთა 76 პროცენტმა დაუჭირა მხარი.

18 მარტი

1871 – წარმოიშვა პარიზის კომუნა. მოხდა პირველი პროლეტარული რევოლუცია.

1921 – დაიდო რიგის ზავი, რითაც პოლონეთს ერგო უკრაინისა და ბელორუსიის დასავლეთი მიწები.

1965 – ადამიანი პირველად გავიდა კოსმოსში. ალექსეი ლეონოვმა 10 წუთით დატოვა „ვოსხოდ 2-ის“ ბორტი, რასაც მილიონობით ადამიანი ტელევიზიით ადევნებდა თვალყურს.

19 მარტი

721 – პტოლემეუსის თანახმად, ბაბილონელებმა პირველად დაწერეს ქრონიკებში მზის დაბნელების შესახებ.

1831 – ამერიკაში მოხდა ბანკის პირველი ძარცვა.

1945 – იაპონიაში დაიხურა სკოლები და 6 წელზე უფროსი ასაკის ყველა ბავშვი გაიგზავნა სამხედრო სამუშაოებზე.

1953 – პირველად გაიმართა „ოსკარით“ დაჯილდოების ცერემონიალის ჩვენება ტელევიზიით.

1970 – შედგა დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის ლიდერების პირველი შეხვედრა.

20 მარტი

1815 – კუნძულ ელბაზე გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ნაპოლეონი კვლავ გახდა საფრანგეთის იმპერატორი.

1854 – ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა რესპუბლიკური პარტია.

1933 – ნაცისტურ გერმანიაში გაჩნდა პირველი საკონცენტრაციო ბანაკი – „დახჰაუ“.

21 მარტი

1684 – ფრანგმა ასტრონომმა ჯოვანი კასინიმ აღმოაჩინა სატურნის ორი თანამგზავრი – დიონა და ტეფია.

1924 – 24 წლის შვეიცარიელმა ფიზიკოსმა ვოლფგანგ პაულიმ გამოაქვეყნა  „აკრძალვის პრინციპი“, რაც გახდა მენდელეევის ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის თეორიული ახსნის საფუძველი.

1952 – განის პრემიერ-მინისტრი გახდა ნკვამე ნკრუმა – პირველი ზანგი, აფრიკული სახელმწიფოს სათავეში.

22 მარტი

1312 – რომის პაპის, კლიმენტი მეშვიდის ბრძანებით გაუქმდა ტამპლიერთა ორდენი.

1717 – ლონდონის სამეფო თეატრში შედგა პირველი პანტომიმური სპექტაკლის პრემიერა.

1882 – ამერიკის შეერთებულ შტატებში აიკრძალა მრავალცოლიანობა.

1888 – დაარსდა ინგლისის საფეხბურთო ლიგა.

1907 – ლონდონის ქუჩებში გამოჩნდა პირველი ტაქსი დროის მრიცხველებით.

1935 – სპარსეთს ოფიციალურად ეწოდა ირანი.

23 მარტი

1839 – ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბოსტონის გაზეთ Morning Post-ში პირველად გამოჩნდა ცნობილი აბრევიატურა O.K.

1841 – ლონდონში რიჩარდ ბიერდმა გახსნა მსოფლიოში პირველი ფოტოატელიე.

1919 – მილანში ბენიტო მუსოლინიმ დააარსა მსოფლიოში პირველი ფაშისტური ორგანიზაცია.

1966 – პირველად 400 წლის შემდეგ რომში შედგა რომის პაპისა და კენტერბერის არქიეპისკოპოსის შეხვედრა.

скачать dle 11.3