შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2006 წლის 10 მაისს, ღამის საათებში. რომელ სფეროში გაუმართლებს მას სამომავლოდ, რა არის მისი კარმული მისია და ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ელის სასურველი ოჯახური თანაცხოვრება?
პასუხი: თქვენი შვილისთვის სამომავლოდ საქორწინო პარტნიორებიდან კარგია ურთიერთობა: მორიელის, ვერძის, ქალწულის, თხის რქის ან კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთან. არ არის სასურველი, ურთიერთობა ლომთან და მერწყულთან. პროფესიებიდან წარმატებების მომტანია: ფსიქიატრია, სასწრაფო დახმარების სამსახური, რეანიმატოლოგია, ქირურგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, არატრადიციული მედიცინა, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფერო, სამართალდამცავი ორგანოები, საგამომძიებლო საქმე, სამხედრო სტრუქტურები, საგადასახადო, საბაჟო საქმიანობა, სადაზღვევო კომპანიები და დეპარტამენტები, პედაგოგიური სამსახური, სპორტი, მანქანათმშენებლობა, საინჟინრო სფერო, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, ფსიქოთერაპია. რაც შეეხება კარმულ მისიას, აუცილებელია, გამოავლინოს დადებითი თვისებები ხასიათში, გამოირჩეოდეს ლიდერულ-ორგანიზატორული ნიჭით. უნდა იყოს კეთილშობილი და სამართლიანი, დაეყრდნოს ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს; იყოს ორგანიზებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანად მხარჯველი. დაეყრდნოს ინტუიციას, შეეძლოს საიდუმლოს დაცვა.
კითხვა: დავიბადე 1981 წლის 5 დეკემბერს, დილით. მინდა, უცხოეთში გამგზავრება. იქნებ, მირჩიოთ, რომელი ქვეყანა ჯობია და, ასევე, მაინტერესებს, ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანთან მელის მშვიდი და ჰარმონიული ოჯახური თანაცხოვრება?
პასუხი: თქვენთვის მისაღებია ურთიერთობა თხის რქის, მორიელის, ლომის, სასწორის, მერწყულის ან ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან. უცხოეთიდან კი კარგია: მექსიკა, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ისლანდია, საბერძნეთი, ჩინეთის სამხრეთი ნაწილი, მაკედონია, ირლანდია, უკრაინა, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, მოლდოვა, არგენტინა, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ისრაელი.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1987 წლის 5 დეკემბერს. უნდა უცხოეთში წასვლა, იქ სწავლა, მუშაობა. ასტროლოგიურად, ამ თვალსაზრისით რომელი ქვეყნებია მისთვის მისაღები?
პასუხი: უცხოეთი მისთვის დიდი წარმატებების მომტანი არ არის. თუმცა, იქ წასვლა და ძალების მოსინჯვა, ნამდვილად ღირს. ქვეყნებიდან კარგია: ინგლისი, დანია, ავსტრალია, შვედეთი, ყაზახეთი, სინგაპური, მალაიზია.
კითხვა: დავიბადე 1978 წლის 24 მაისს. მინდა, უცხოეთში ვცადო ბედი. ასტროლოგიურად, რომელი ქვეყნებია ჩემთვის უფრო მისაღები?
პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისია სწორედ უცხოეთს უკავშირდება. ამიტომ, იქ გამგზავრება და ძალების მოსინჯვა თქვენთვის აუცილებელია. ქვეყნებიდან მისაღებია: ინგლისი, ავსტრალია, დანია, შვედეთი, ყაზახეთი, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, საფრანგეთის სამხრეთი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი და პორტუგალია.