კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: რა არის ანტიოქსიდანტი?

პასუხი: ლათინურად „ანტი“ ნიშნავს საწინააღმდეგოს, „ოქსის“ – მჟავეს, ანუ, ანტიოქსიდანტი ნიშნავს „მჟავასაწინააღმდეგოს“. ესაა ქიმიური ნივთიერებების სპეციფიკური ჯგუფი, რომელსაც ჩვენი ორგანიზმიც გამოიმუშავებს, მაგრამ, ასაკის მატებასთან ერთად, მისი რაოდენობა მცირდება. ამ შემცირების მიზეზი, გარდა ასაკისა, არის სტრესები, მავნე ჩვევები, არასწორი კვება და ეკოლოგია.

ნებისმიერი ნივთიერების დაშლა მომდინარეობს ჟანგბადის აქტიური ფორმების შედეგად (ანუ, თავისუფალი რადიკალებით). სწორედ ამ თავისუფალი რადიკალების მავნე ქმედებებს ებრძვის ანტიოქსიდანტი.

კითხვა: მაინტერესებს, რით არის თაფლი კანისთვის სასარგებლო?

პასუხი: თუ თაფლზე ალერგია არ გაქვთ, თავისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით, თაფლი არის პრაქტიკულად სრულყოფილი პროდუქტი ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ის შეიცავს ანტიმჟავებსა და ფლავონოიდებს (კერძოდ, უნიკალურ პინოცემბრინს), რომლებსაც შეუძლიათ ანტიბაქტერიული ზემოქმედება. გარდა ამისა, თაფლი ბუნებრივი დამატენიანებელია, რომელიც აგროვებს და ინახავს კანში ტენს; გარდა ამისა, ის არის ალფა-ოქსიმჟავას წყარო – ეს ის კომპონენტია, რომელიც ეხმარება კანს მკვდარი უჯრედებისგან გათავისუფლებაში; ასევე, შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებსაც გამოაქვს ტოქსინები.

კითხვა: რომელი უფრო უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის  და კანისთვის – ლაზერი თუ სკალპელი?

პასუხი: სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ თერაპია და ქირურგია კონკურენტები კი არა, ერთი მთელის ორი შემადგენელი ნაწილია. ამიტომ, გააჩნია პრობლემას. თუ გსურთ კანის ხარისხის გაუმჯობესება, ან, ვთქვათ, ფერის შეცვლა, აუცილებელია თერაპიული პროცედურები (ბიორევიტალიზაცია, მიკროელექტრონული თერაპია, ინიექციური მეთოდიკები, ენდერმოლოგია, ფოტოგაახალგაზრდავება, პილინგი); მაგრამ, თუ სახის ოვალის, თვალის ჭრილის ან ცხვირის ფორმის შეცვლა მოინდომეთ, უმჯობესია, პლასტიკურ ქირურგს მიმართოთ.

კითხვა: რა არის ლიპოფილინგი?

პასუხი: ლიპოფილინგი არის ცხიმოვანი ქსოვილის გადანერგვა პაციენტის სხეულის ერთი ზონიდან მეორეზე. საკუთარი ცხიმი არ იწვეს ალერგიასა და შეუთავსებლობას. ლიპოფილინგის შედეგად კეთდება ორმაგი კორექცია: პრობლემური ზონიდან შორდება ზედმეტი ცხიმები და გადაინერგება იმ ზონაში, სადაც ცხიმების ნაკლებობაა. ამ ოპერაციას ქალბატონები ძირითადად იკეთებენ მკერდის გადიდების მიზნით. ოპერაციის შემდეგ არ რჩება ნაკვალევი და მკერდი ძალიან ბუნებრივად გამოიყურება.

 

скачать dle 11.3