კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გავანეიტრალოთ ადამიანებისგან წამოსული უარყოფითი ენერგია და რას შველის ვარდის ეკლიანი ღერო

სახლი ის ადგილია, სადაც ადამიანი დასვენებას ამჯობინებს, თუმცა ზოგჯერ ბინაში, შურიანი ადამიანის ნეგატიური ენერგიის წყალობით, ისეთი აურა იქმნება, რომ იქ მცხოვრები ადამიანებისთვისაც ძალიან საშიშია. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნანი ამბობს, არსებობს სპეციალური მეთოდები, რომლითაც შეგვიძლია, ჩვენი სახლი დავიცვათ უარყოფითი ენერგიებისგან და წლების განმავლობაში იქ სიმშვიდემ და სიმყუდროვემ დაისადგუროს.

 

ნანი: პირადად ჩემთვის სახლი ის ადგილია, სადაც სიმშვიდეს ვგრძნობ. დამეთანხმებით, ძნელია, სახლში მისულს რაღაც რომ გაწუხებს, ვერ პოულობ შენს ადგილს, არადა, თითქოს ყველაფერი რიგზე და თავის ადგილზეა. შემიძლია, შემოგთავაზოთ რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ, გაანეიტრალოთ ის შავი და ბოროტი ენერგია, რომელიც თქვენს სახლში შეიძლება შემოიტანონ შურიანმა და ბოროტმა ადამიანებმა. შემიძლია, გასწავლოთ მარტივი მეთოდები, რომლითაც თავად ადვილად შეძლებთ, ბოროტ ძალას გაუმკლავდეთ. რაც მთავარია, ამ რჩევებს თუ წესებს ჩვენს ბინებში სიმშვიდე მოაქვს. მაგალითად, სამზარეულო ის ადგილია, სადაც ხშირად ეპატიჟებით სტუმარს, მეგობარს თუ მეზობელს ყავის დასალევად, საჭორაოდ. თქვენ ვერც წარმოიდგენთ, მაგრამ შეიძლება, თქვენმა სტუმარმა ბოროტი ენერგია დატოვოს იქ. ხომ არსებობენ ბოროტი ადამიანები, რომლებსაც ახლობლებისაც შურთ. ამიტომ ამისგან რომ თავი და საკუთარი სამზარეულო დაიცვათ, კედელზე ჩამოკიდეთ ნივრის ასხმა და 5 თვეში ერთხელ გამოცვალეთ ის. ძველი დაწვით, ახალი კი გამოსაჩენ ადაგილას დაკიდეთ.

– შეიძლება, ის საჭმელშიც გამოვიყენოთ?

– არავითარ შემთხვევაში! საჭმელში მისი გამოყენება ყოვლად დაუშვებელია და იკრძალება. ასევე, ბოროტ თვალს ებრძვის სამზარეულოს მაგიდაზე დადგმული დეკორატიული ქოთანი, რომელშიც მარილი, სამი ნემსი და სამი ლურსმანი იქნება ჩამალული. ხშირად აანთეთ სამზარეულოში წითელი ან ყვითელი ფერის სანთლები. ესეც ცუდ და ბოროტ ენერგიას გაანეიტრალებს. არასდროს დატოვოთ იქ მდგარი კარადების კარი ღია. ამან შესაძლოა, გაჭირვება მოგიტანოთ. ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ.

– ამბობენ, აბაზანა ის ადგილია, სადაც ადამიანის ორგანიზმიდან უარყოფითი ენერგიის ჩამორეცხვა ხდებაო. თქვენ რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

– მართალია, ეს მაგიაში ცნობილი ფაქტია. კერძოდ, აბაზანა არის ის ადგილი, სადაც ხდება უარყოფითი ენერგიისა და ავადმყოფობების ჩამორეცხვა. თუ გსურთ, მთელი დღის განმავლობაში დაგროვილი უარყოფითი ენერგია ჩამოირეცხოთ ორგანიზმიდან, მაშინ აბაზანაში ჩაყარეთ მარილი, ჩაწექით მასში და მოდუნდით. მერწმუნეთ, თავს გაცილებით კარგად იგრძნობთ. უძველეს დროში კი ბავშვს სანამ აბანავებდნენ, წყალში რძეს ჩაასხამდნენ და შიგ ვერცხლის მონეტას აგდებდნენ. ამით დარწმუნებულები იყვნენ, რომ მომავალში ბავშვი ფინანსურად უზრუნველყოფილი იქნებოდა და არც ავი თვალი მიეკარებოდა. ასევე, ძველებისგან მსმენია, რომ თუ პირველ თოვლს გაადნობთ და თქვენს სააბაზანოში დასაბან წყალში გაურევთ, მთელი  წელი არანაირი გრიპი, ანგინა და სურდო არ მოგეკარებათ. მაისის წვიმას კი, ამ მხრივ, ნამდვილი მაგიური ძალა აქვს. კერძოდ – მაისის თვის პირველ კვირაში მოსულ წვიმას.

სხვათა შორის, აბაზანის მიღების დროს სხვადასხვა მაგიური ეფექტი აქვს. შემიძლია, ესეც დაგიკონკრეტოთ. კერძოდ: დილის აბაზანა ადამიანის სილამაზისთვის არის გათვლილი. თუ ფინანსების მხრივ წარმატებების მოზიდვა გინდათ, ეს შუადღის ხშირ ბანაობას მოაქვს. ასევე, ძალას გმატებთ სავსე მთვარის დროს ღამით ბანაობა.

– დღეებს არ აქვს მნიშვნელობა?

– რასაკვირველია, დღეებსაც მნიშვნელობა აქვთ. თუ ფინანსურად არ გიმართლებთ, მაშინ კარგია, ხშირად იბანაოთ ხუთშაბათ და შაბათ დღეს. ოღონდ, გაითვალისწინეთ, ბანაობის შემდეგ უნდა დაწვეთ დასაძინებლად და იფიქროთ ფულზე. პარასკევ დღეს აბაზანის მიღება სიყვარულში წარმატების გარანტია. კვირა დღეს ბანაობას კი შესაძლოა, მთელი კვირა ცუდი განწყობა მოჰყვეს, ამიტომ გირჩევთ, კარგად გაითვალისწინოთ ეს რჩევები და დაფიქრდეთ, ღირს თუ არა ამ რჩევების გათვალისწინება.

– უარყოფითი ენერგია სახლის კარიდან შემოდის. ეს ადგილი როგორ დავიცვათ?

– სახლის კარის დაცვა უარყოფითი ენერგიისგან ყველაზე კარგად ვარდის ეკლიან ყლორტებს შეუძლიათ. ეკლები ავ თვალს ადვილად ანეიტრალებს. თუ გსურთ, კეთილდღეობამ დაისადგუროს ბინაში, შესასვლელში, კარის პირდაპირ ჩამოკიდეთ ვარდის ეკლიანი ტოტები, ან შეგიძლიათ, ისინი ფეხის საწმენდის ქვეშაც ამოდოთ. არასდროს დატოვოთ კარი ოდნავ შეღებული, რადგან ამ დროს უარყოფითი ენერგია ადვილად შემოდის, თან ისე, რომ დაბრკოლება არ აქვს. ასევე, სასწრაფოდ შეაკეთეთ ან გამოცვალეთ გაფუჭებული საკეტი. საერთოდ, გასაღებს უდიდესი მაგიური თვისებები აქვს. მაგალითად, თუ პატარა გასაღებს ჩამოიკიდებთ გულზე, მაშინ ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ და ადვილად გააღებთ ნებისმიერი საქმის კარს. ეს გასაღები შესაძლოა, იყოს ოქროს ან ვერცხლისგან დამზადებული. თუ არასრულფასოვანი სექსუალური ცხოვრება გაწუხებთ, ლეიბის ქვეშ ყოველთვის დადეთ გასაღები. ნურასდროს დადებთ სახლის კარის გასაღებს მაგიდაზე. ჯიბეში მისი ჩადებაც არ არის კარგი. ერთი ამბავი გამახსენდა: ჩემს უახლოეს მეგობარს არასდროს უმართლებდა პირად ცხოვრებაში. არც კარიერაში წინსვლით იყო კმაყოფილი. ჩემთან იყო სტუმრად მოსული. საუბრის დროს წამოსცდა, აღარ შემიძლია, კარზე საკეტი მაქვს გაფუჭებული და ერთ საათს ვუნდები მის გაღება-დაკეტვასო. ვურჩიე, აუცილებლად  შეიძინე ახალი საკეტი და გამოცვალე, თუ გინდა, სასიკეთოდ წარიმართოს შენი საქმეები-მეთქი. მართლაც დამიჯერა. ყავა დავლიეთ, ვიჭორავეთ და ჩემი სახლიდან პირდაპირ ბაზრობაზე წავიდა საკეტის საყიდლად. თურმე საღამოს მეზობლისთვის უთხოვია საკეტის გამოცვლა კარზე. მას კი უთქვამს, ჩემი ბიძაშვილია ჩამოსული რაიონიდან, ოქროს ხელი აქვს, მას ვეტყვი და უარს როგორ გეტყვის ასეთ ლამაზ გოგოსო. მოკლედ, იმ ბიჭს საკეტი გამოუცვლია. შემდეგ ჩემს მეგობარს შეუპატიჟებია ყავაზე და ნამცხვარზე და იმ დღის შემდეგ, ერთმანეთზე ამოსდის მზე და მთვარე (იცინის). ვერ გეტყვით, ეს დამთხვევა იყო, თუ რამე ზებუნებრივი, მაგრამ ფაქტია, მათი ცხოვრების რადიკალურად სასიკეთოდ შეცვლა სწორედ საკეტის გამოცვლას უკავშირდება. ამიტომ ვამბობ, რომ ყველა ჩვენგანმა უნდა მიაქციოს მსგავს რაღაცეებს ყურადღება. სულაც არ არის რთული ნივრის აცმის დაკიდება სამზარეულოში, ვარდის ეკლიანი ტოტის დადება ფეხსაცმლის საწმენდის ქვეშ და გაფუჭებული საკეტის გამოცვლა კარზე. თუ ეს თქვენს ცხოვრებას რადიკალურად სასიკეთოდ შეცვლის. ისე, ზოგს მსგავსი რამეების არ სჯერა, მე კი, ჩემი მხრიდან, ვურჩევ მათ, იქნებ, სცადოთ.

 

скачать dle 11.3