კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: დიდი ხანია, მკლავზე ალაგ-ალაგ მაქვს პატარა-პატარა სიმშრალეები, ოთხ-ხუთ ადგილას. ვცდილობ, არ მოვიქავო. მაინტერესებს, რას შეეძლო გამოეწვია ეს და რით ვიმკურნალო?

პასუხი:  როგორც ვხვდებით, გაქვთ კანის აქერცლილი უბნები. ამის მიზეზი შეიძლება იყოს სოკოვანი ინფექცია ან კანის სხვა დაავადება. საჭიროა დერმატოლოგთან ვიზიტი დიაგნოზის დასაზუსტებლად. თუ დროულად არ იმკურნალებთ, შეიძლება დაავადება კანის სხვა მიდამოებზეც გავრცელდეს. 

კითხვა: ისედაც მშრალი კანი მაქვს, ბოლო დროს კი სულ გამომიშრა. ხშირად დავდივარ საცურაო აუზზე და ეს ხომ არ არის მიზეზი? როგორ დავიცვა თავი? 

პასუხი: შხაპის მიღება აუცილებელია აუზში ჩასვლამდეც და იქიდან ამოსვლის მერეც. გარდა ამისა, ცურვის შემდეგ სასურველია თავის დაბანა კონდიციონერიანი შამპუნით და ტანისა – შხაპის გელით, რადგან, ის უფრო ნაზია და კანს არ აშრობს. 

გარდა ამისა, რეკომენდებულია, ჩანთაში გეწყოთ: დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი სახის, სხეულისა და ხელებისთვის; ჰიგიენური ტუჩის საცხი; საცურაო ქუდი და წყლის სათვალე, რათა თმა, თავის კანი და თვალები ქლორიანი წყლის მავნე ზემოქმედებისგან დაიცვათ. ქლორი აზიანებს და აღიზიანებს თვალის გარსს და, შესაძლოა, ანთება გამოიწვიოს.

კითხვა: როგორ უნდა მივხვდე, რომ ბავშვი ბოტკინით დაავადდა? 

პასუხი: თუ შარდი გამუქდა, განავალი გათეთრდა, ბავშვს აქვს დისპეფსიური მოვლენები, ტემპერატურა, სისუსტე, კანი გაყვითლდა –  პირველ ყოვლისა, აუცილებლად უნდა გაუკეთოთ შარდის საერთო ანალიზი, შემდეგ კი სხვა ანალიზები დიაგნოზის დასაზუსტებლად.

კითხვა: ვარ 14 წლის. მაქვს გრძელი და სწორი თმა, მაგრამ, ინტენსიურად მცვივა. როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება? 

პასუხი: გარდატეხის ასაკში თმის ცვენას ხშირად  სებორეა იწვევს. გირჩევთ, მიმართოთ დერმატოლოგს. არ არის გამორიცხული, გქონდეთ თავის კანის რაიმე დაავადება. თუ ეს გამოირიცხება, უნდა ჩაიტაროთ სისხლის საერთო ანალიზი, რათა გამოირიცხოს ანემია ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (უნდა განისაზღვროს სისხლში TSH). როდესაც დადგინდება, რომ ჯანმრთელი ბრძანდებით, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ხალხური, ასევე, ფარმაცევტების მიერ შერჩეული თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებებიც.

კითხვა:  სამი თვეა, ძალიან მაწუხებს ტკივილი ბეჭის არეში; ტკივილი წინ გადმომდის მკერდის ქვეშ, ამოსუნთქვაზეც და დაცემინებაზეც ძალიან მტკივა. ვის უნდა მივმართო არ ვიცი, იქნებ რამე მირჩიოთ? 

პასუხი: საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ოჯახის ექიმის მომსახურება უფასოა. მიმართეთ მას. ის ადგილზე გაერკვევა თქვენს მდგომარეობაში და საჭიროების შემთხვევაში, გაგიშვებთ კონკრეტულ სპეციალისტთან.

კითხვა: ჩვილის ხელოვნური კვების დროს როგორ უნდა დაიჭირო ბოთლი სწორად, ანუ, როგორია ბოთლის სწორი პოზიცია? 

პასუხი:  დაჯექით მოხერხებულად, მკლავზე დაიწვინეთ ბავშვი;  ბოთლი დაიჭირეთ დახრილ მდგომარეობაში ისე, რომ საკვები ავსებდეს ბოთლის ყელსა და საწოვარას, რითაც თავიდან ააცილებთ ბავშვს ჰაერის ჩაყლაპვას;  გადაგრეხის თავიდან აცილების მიზნით, დროდადრო გამოუღეთ ბავშვს პირიდან საწოვარა – ამით თქვენ გაუადვილებთ მას წოვის პროცესს და მისცემთ დასვენების საშუალებას; მიეხმარეთ ამოქარვებაში.

 

скачать dle 11.3