კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* „NBA-ს დიდების დარბაზში“ შესულ კალათბურთელთაგან ყველაზე დაბალი კელვინ მერფია – მისი სიმაღლე მხოლოდ 1 მეტრი და 75 სანტიმეტრია.

* შექსპირის მშობლიური ქალაქია სტრატფორდი ეივონზე.

* მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლანდიური პორტი სვენინგემი იქცა მეტად მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტად – აქ ძალიან მარტივად იჭერდნენ გერმანელ მზვერავებს, რადგან, მათ ერთხელ მაინც წამოსცდებოდათ ხოლმე პორტის სახელი გერმანული გამოთქმით – შვენინგემ.

* ძველი რომაელები სადილობას აუცილებლად კვერცხით იწყებდნენ.

* ძველი ირლანდიელები მიცვალებულებს ვერტიკალურ მდგომარეობაში მარხავდნენ – ეს მათი ტრადიცია გახლდათ და სულაც არ იყო გამოწვეული ადგილის ეკონომიით.

* ჩინელებს უკვე მეცამეტე საუკუნიდან შეეძლოთ კვადრატული და კუბური ფესვის ამოღება რიცხვიდან სპეციალური დაფისა და ჩხირების დახმარებით.

* ძველბერძნული ქალღმერთის – ათენას სიმბოლო იყო ბუ. კათოლიკური წმიდანის – მარტინის სიმბოლო კი... ბატია. 

* სახელის – ევგენის ესპანური ანალოგია ეუხენიოა, ფრანგული – ეჟენი.

* ბელგიელმა მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ ადამიანი თავისი სიცოცხლის განმავლობაში 200 დღეს ატარებს... უნიტაზზე დამჯდარი.

* უცნობია ეგვიპტის ფარაონი, რომლის პირველ მინისტრს ციფნაფ-პანაახი ერქვა, თუმცა, მისი ნამდვილი სახელი იოსები იყო.

* ეკატერინე მეორის ტახტზე ასვლისთანავე რუსეთში ქალაქთმშენებლობის ბუმი დაიწყო. მისი მეფობის დასასრულს ქვეყანაში უკვე 610 ქალაქი იყო. 5 წლის შემდეგ კი, 1801 წელს, მხოლოდ 230 დარჩა – პავლე პირველის რეფორმით, ქალაქების მოსახლეობის უმრავლესობა ისევ სოფლებში გაასახლეს.

* ნიაგარის ჩანჩქერის სანახავად მისულ ტურისტებს აუცილებლად ურიგებენ ლამაზ, ყვითელ, წყალგაუმტარ ლაბადებს, რომ წყალვარდნილიდან წამოსულმა შხეფებმა არ დაასველოს.

* 1920 წლის 16 იანვარს, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მშრალი კანონი შემოიღეს, ერთ-ერთ ამერიკულ ქალაქში გაიმართა სამგლოვიარო ცერემონიალი, სადაც სიმბოლურად დამარხეს „ჯონ ქერის მარცვალი“. ამ ფოლკლორული პერსონაჟის სახელი ბევრ ინგლისურენოვან ქვეყანაში სალანძღავ მიმართვად იქცა. 

* ჭოკით მხტომელი სერგეი ბუბკო მსოფლიო დონის წარმატებისთვის უკრაინელებმა არა მარტო თავად იაროსლავ ბრძენის ორდენით დააჯილდოეს, არამედ, სიცოცხლეშივე აუგეს ქანდაკება, რომლის ზომა მისი რეკორდის ტოლია – 6 მეტრი და 15 სანტიმეტრი.

скачать dle 11.3