კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ელენ დეჯენერისი: ამერიკის ნომერ პირველი ტელევარსკვლავი

ელენ დეჯენერისი ამერიკის შეერთებულ შტატებში ნომერ პირველი ტელევარსკვლავია, რომელსაც ყველაზე რეიტინგული შოუ მიჰყავს. რამდენიმე ხნის წინ ელენი „ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიალის წამყვანადაც მოგვევლინა და თავისი მრავალმხრივი ნიჭის დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოახდინა.

* ელენ დეჯენერისი ლუიზიანის შტატში, ქალაქ მეტერში იზრდებოდა, ლოგოპედ ბეტი დეჯენერისისა და სადაზღვევო აგენტის, ელიოტ დეჯენერისის ოჯახში. ელენს ჰყავს ძმა – ვენს დეჯენერისი, რომელიც ამჟამად პროდიუსერი და მუსიკოსია. 13 წლის ასაკამდე ელენი საიენთოლოგების ეკლესიაში დადიოდა. მის ოჯახს ფრანგული, ინგლისური, გერმანული და ირლანდიური წარმომავლობა აქვს, 16 წლის იყო, ელენის მშობლები რომ ერთმანეთს დაშორდნენ.  დედის ხელმეორე გათხოვების შემდეგ, ელენი ატლანტაში გადავიდა საცხოვრებლად. სკოლის დამთავრების მერე კი ლუიზიანაში დაბრუნდა და ახალი ორლეანის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის პარალელურად, ელენი სად აღარ მუშაობდა: იურიდიულ კანტორაში კლერკად, ტანსაცმლის მაღაზიაში კონსულტანტად, მღებავად, სასტუმროს ადმინისტრატორად და ბარმენ-ოფიციანტად.

* 1997 წელს ელენ დეჯენერისმა „ქამინგ-აუთი” განახორციელა და ღიად განაცხადა, რომ ლესბოსელია. განცხადება თავის სექსუალურ ორიენტაციაზე ელენმა ოპრა უინფრის გადაცემაში გააკეთა. ელენს სხვადასხვა დროს ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ ენ ჰეჩთან, ფოტოგრაფ ალექსანდრა ჰედისონთან. 2004 წლიდან კი ის მსახიობ პორტიე დეროსისთან ერთად ცხოვრობს და ოფიციალურად აქვს ეს კავშირი გაფორმებული. ელენი და პორტიე სამ ძაღლთან და ოთხ კატასთან ერთად ცხოვრობენ ბევერლი-ჰილზში და ორივე ვეგეტარიანელია.

* 2003 წლის სექტემბრიდან ელენ დეჯენერისს საავტორო ტელეშოუ მიჰყავს, რომელიც „ელენ დეჯენერისის შოუს” სახელით არის ცნობილი. გადაცემას ამერიკის ტერიტორიაზე უზარმაზარი რეიტინგი და თაყვანისმცემელთა მთელი არმია ჰყავს. სხვადასხვა დროს შოუს სტუმრები იყვნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები და ცნობილი პოლიტიკოსები, მათ შორის, პრეზიდენტი ბარაქ ობამაც, რომელმაც შოუს მსვლელობისას ელენთან ერთად „ჰიპ-ჰოპი” წაიცეკვა.

* ელენ დეჯენერისი ვუდი ალენისა და სტივ მარტინის დიდი თაყვანისმცემელია. თავისი კარიერა 1981 წელს მან „სტენდ-აპ კომედის” ჟანრში დაიწყო და თავდაპირველად, იაფფასიან ბარებსა და რესტორნებში გამოდიოდა ნომრებით. დიდი პოპულარობით სარგებლობდა ასევე, სიტკომი (სიტუაციური კომედია) „ელენი”, რომელიც ეთერში 1994-1998 წლებში გადიოდა. მასში ელენ დეჯენერისი საკუთარ თავს ასახიერებდა. 

* ელენ დეჯენერისმა 10 ათასი დოლარი აჩუქა ქალაქ კონკორდის ერთ-ერთი სასადილოს ოფიციანტს, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ამ ოფიციანტმა ნაციონალური გვარდიის ჯარისკაცები საკუთარი ხარჯით ასადილა. 

 

скачать dle 11.3