კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვიტალი კლიჩკო: გინესის რეკორდსმენი და უკ

ვიტალი კლიჩკო თანამედროვე უკრაინის მთავარ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბდა და მომავალში სავარაუდოდ სწორედ ის დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას. კრივში ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონი აქტიური საარჩევნო კამპანიისთვის ემზადება. ჩვენ მისი ცხოვრებიდან საინტერესო ეპიზოდებს შემოგთავაზებთ.

* ვიტალი კლიჩკო 1971 წლის 19 ივლისს დაიბადა დაბა ბელოვოდსკოეში – მოსკოვის რაიონი, ყირგიზეთის სსრ. მამა სამხედრო იყო და ოჯახი განაწილებით ყირგიზეთში ცხოვრობდა – საბჭოთა კავშირის სამხედრო ქალაქში. ბავშვობაში კლიჩკო სამხედრო კარიერასა და კოსმონავტობაზე ოცნებობდა. ვიტალის თქმით, ოჯახში ყველაზე გამორჩეული სიძლიერითა და სიმაღლით იყო, ბაბუამისი. ის მჭედელი გახლდათ და ხელით ღუნავდა ნალებს, წყვეტდა ტყავის ქამრებს. ვიტალის მამა წოდებით პოლკოვნიკი, მფრინავი იყო. ვიტალის ძმა, ვლადიმირი ასევე ცნობილი მოკრივეა, რომელიც ჯერ კიდევ აქტიურ სპორტშია. 

* 1996 წელს ვიტალი კლიჩკოს ატლანტის ოლიმპიურ თამაშებზე უნდა ეასპარეზა. თუმცა, თამაშების დაწყებამდე კლიჩკოს დოპინგი აღმოუჩინეს ორგანიზმში. როგორც გაირკვა, 1995 წელს ტრავმის მკურნალობის დროს, ვიტალი სტეროიდებს მოიხმარდა. ექიმმა, მკურნალობის დაჩქარების მიზნით, ვიტალის აკრძალული პრეპარატები გამოუწერა. არსებობს ეჭვი, რომ ვიტალის აკრძალული პრეპარატები სპეციალურად დაუნიშნეს, რადგან ის გამარჯვების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად სახელდებოდა. ვიტალის დისკავლიფიკაციით მისმა ძმამ ისარგებლა. ვლადიმირ კლიჩკო ოლიმპიადაზე გამოვიდა და უკრაინას ოქროს მედალი მოუტანა.

* თავის საკრივო კარიერაში ყველაზე რთულ შეხვედრად ვიტალი კლიჩკოც და კრივის ექსპერტებიც, მის და ლენოქს ლუისის შეხვედრას ასახელებენ. მსოფლიო ჩემპიონ ლეონქს ლუისს 2003 წელს ტიტული უნდა დაეცვა უმთავრეს კანდიდატ კირკ ჯონსონთან. თუმცა, მატჩამდე ერთი კვირით ადრე, კირკმა ტრავმა მიიღო და კრივის მსოფლიო ასოციაციამ სასწრაფო წესით, ჯონსონის შემცვლელად უკრაინელი ვიტალი კლიჩკო დაასახელა. ის შეხვედრა კლიჩკომ წააგო. თუმცა დღემდე მუსირებს აზრი, რომ არა ტრავმა – ვიტალის ორივე წარბი გაუსკდა და ჰემატომა ჰქონდა თვალებზე, შესაძლოა, ლენოქს ლუისს ვერ დაეცვა ტიტული. ტრავმის მიღებამდე კლიჩკო-უფროსი ქულებით ლუისზე წინ იყო. მას მოგებული ჰქონდა ექვსი რაუნდიდან ოთხი. თუმცა, საბოლოოდ, მსაჯების გადაწყვეტილებით, გამარჯვება ლენოქს ლუისს არგუნეს. ამ შეხვედრის შემდეგ, ლუისმა კარიერა დაასრულა და განაცხადა, რომ მსგავსი უმძიმესი შეხვედრა მას არ ჰქონია. კლიჩკომ მას შემდეგ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის მატჩ-რევანშის ჩასატარებლად. თუმცა, ლუისმა უარი განაცხადა რინგზე დაბრუნებაზე. 

* 1999 წლის 1 ნომებერს „გინესის რეკორდების წიგნში” ვიტალი კლიჩკო რეკორდსმენებს შორის დასახელდა. ვიტალი კლიჩკოს ეკუთვნის რეკორდი: მან ზედიზედ 26-ჯერ გაიმარჯვა ნოკაუტით, რაც იმ დროისთვის სარეკორდო მაჩვენებელი გახლდათ. თავისი მიღწევით კლიჩკომ ლეგენდარული მაიკ ტაისონის რეკორდი დაამხო. 

* უკანასკნელი ბრძოლა რინგზე ვიტალი კლიჩკოს 2012 წლის 8 სექტემბერს ჰქონდა მოსკოვში. მისი მეტოქე ლიბანური წარმოშობის გერმანელი მოკრივე მანუელ ჩარა გახლდათ, რომელმაც მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ ვერ მოახერხა შეხვედრის გაგრძელება. ვიტალი კლიჩკო პროფესიული კრივიდან გამარჯვებული წავიდა.

скачать dle 11.3