კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფეხბურთის რომელი ლეგენდები დაასრულებენ კარიერას 2014 წლის ზაფხულში

ყოველ წელს პროფესიულ საფეხბურთო კარიერას ამთავრებენ ლეგენდარული ფეხბურთელები, ბავშვობის დროინდელი კერპები, რომელთა გამოც ფეხბურთი სპორტის ნომერ პირველ სახეობად ითვლება მსოფლიოში. არც წლევანდელი ზაფხული იქნება გამონაკლისი და გაგაცნობთ იმ ვარსკვლავებს, რომელთა კარიერა დასასრულს უახლოვდება.

რაული

შეიძლება ითქვას, რომ ლეგენდარულმა რაულმა კარიერა 2012 წელს დაასრულა, როდესაც ბურთის გასაგორებლად ევროპიდან ყატარში გადავიდა. ოფიციალურად ბუცებს ლურსმანზე რაული ამ ზაფხულს ჩამოკიდებს, როდესაც ამოიწურება მისი კონტრაქტის „ალ-საადთან.” რაული თავდამსხმელისთვის სოლიდურ ასაკშია – ის 37 წლისაა და მისმა მშობლიურმა მადრიდის „რეალმა” უკვე მოუწყო გაცილება. თავისი კარიერის განმავლობაში რაულმა საკლუბო დონეზე აბსოლუტურად ყველაფერი მოიგო, თუმცა, ერთადერთი, რაზეც მას, შესაძლოა, დაწყდეს გული, ესპანეთის ნაკრების წარმატებაა, რასაც გუნდმა რაულის გარეშე მიაღწია.

ალესანდრო დელ პიერო

2012 წელს მშობლიური „იუვენტუსიდან” შორეულ ავსტრალიაში გადაბარგდა კიდევ ერთი ლეგენდარული ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო. მსოფლიოს ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ვარსკვლავი, რომელიც ამჟამად 39 წლისაა და სულ მალე 40-ის გახდება, „სიდნეის” რიგებში ასპარეზობს და, სავარაუდოდ, ზაფხულში კარიერას დაასრულებს. დელ პიერო ამჟამად გუნდის კაპიტანი, ბომბარდირი და ლიდერია და, ძნელად წარმოსადგენია მის გარეშე დარჩენილი ავსტრალიური კლუბი.

ტიერი ანრი

ახლო მომავალში კარიერის დასრულებაზე კიდევ ერთი ლეგენდარული ფეხბურთელი დაფიქრდა. ლონდონის „არსენალის” ლეგენდა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ისტორიაში, საუბარია ფრანგ ტიერი ანრიზე, ის ამჟამად ამერიკაში, „ნიუ-იორკ რედ ბულზში” ასპარეზობს. ანრი აგვისტოში 37 წლის გახდება და დროული იქნება წასვლაზე დაფიქრება, მით უმეტეს, რომ „არსენალმა” უკვე შესთავაზა მას საკლუბო სტრუქტურაში დასაქმება.

რაიან გიგზი

უკანასკნელი ხუთი წელია, საზოგადოება რაიან გიგზს დიდი ფეხბურთიდან აცილებს, უელსელი კი კვლავ მწყობრშია და მის გარეშე „მანჩესტერ იუნაიტედის” ნახვა პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ამჟამად გიგზი 40 წლისაა, თუმცა, ისევ ინარჩუნებს შესანიშნავ სპორტულ ფორმას და ნებისმიერ 20 წლის ფეხბურთელს გაუწევს ღირსეულ კონკურენციას. გიგზი დევიდ მოიესის ასტისტენტი და მოთამაშე-მწვრთნელია და, როცა გუნდს უჭირს, მზად არის ნებისმიერ პოზიციაზე დაიცვას კლუბის ღირსება. ამბობენ, რომ მომავალი სეზონიდან გიგზი სამწვრთნელო შტაბის სრულუფლებიანი წევრი გახდება და 25-წლიან საფეხბურთო კარიერას წერტილს დაუსვამს.

ხავიერ ძანეტი

აგვისტოში ხავიერ ძანეტი 41 წლის გახდება, მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის კარიერას ამ ზაფხულს დაასრულებს. უბრალოდ, არგენტინელს კონტრაქტი ეწურება და ჯერჯერობით უცნობია, გაუგრძელებენ თუ არა მას ხელშეკრულებას „ნერაძურის” შეფები. ძანეტი 1993 წლიდან „ინტერშია” და მომავალში მას გუნდის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე განიხილავენ, თუმცა, მანამდე მან კარიერა უნდა დაასრულოს.

რივალდო

აპრილში რივალდო 42 წლის გახდება, თუმცა, დღემდე თამაშობს ფეხბურთს. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და მსოფლიოს 1999 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დიდი ხანია, აღარ თამაშობს მაღალ დონეზე, მაგრამ, ის ფაქტი, რომ ის პენსიაზე გასვლას არ ჩქარობს, მისასალმებელია. ამჟამად რივალდო იქ თამაშობს, სადაც ოდესღაც მისი კარიერა დაიწყო – ბრაზილიურ „მოჟი მირიმში”. ცნობისთვის, ის თანამდებობას ითავსებს – რივალდო კლუბის პრეზიდენტია, ხოლო გუნდში მასთან ერთად უმცროში შვილი – რივალდინიოც თამაშობს. გავრცელებული ვერსიის თანახმად, რივალდოს დიდი ფეხბურთიდან ოფიციალურად ზაფხულში გააცილებენ.

скачать dle 11.3