კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მარიო გიოტცეს ვნებები

ნეიმარი – კომპიუტერული

ფეხბურთის მეფე

ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელებმა სამხრეთ აფრიკასთან ამხანაგური მატჩის დაწყებამდე ტურნირი ჩაატარეს კომპიუტერულ თამაშში – „ფიფა 2014” და, გამარჯვებული გახდა „ბარსელონის” ერთ-ერთი ლიდერი – ნეიმარი, რომელმაც ნაკრების სხვა ფეხბურთელებს „ფეხბურთის” გაკვეთილი ჯოისტიკით ჩაუტარა. ტურნირში ნეიმართან ერთად მონაწილეობდნენ: ოსკარი, პაულინიო, დავიდ ლუისი, ჟო, ჰალკი, ჟულიო სეზარი, მარსელო, ვილიანი და ტიაგო სილვა. კომპიუტერული ტურნირის პარალელურად, ნეიმარმა ნამდვილ ფეხბურთშიც გამოიჩინა თავი და სამხრეთ აფრიკის ნაკრებს სამი გოლი გაუტანა, სულ კი ბრაზილიის ნაკრებმა 5:0 მოიგო.

 

დელ პიერო „მაშველად” გადაიქცა

 ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ, რომელიც ამჟამად ავსტრალიაში თამაშობს ადგილობრივ „სიდნეიში”, მონაწილეობა მიიღო მაშველებზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში. „ბონდი რესქიუ” – ასეთი სახელწოდების დოკუმენტურ სერიალს სიდნეის ყველაზე პრესტიჟულ სანაპიროზე, ბონდი-ბიჩზე იღებენ და ფეხბურთელი სერიალის მორიგ ეპიზოდში გამოჩნდება, სადაც საკუთარ თავს განასახიერებს.

 

პელე საუკეთესო 10 ნომერია

„ფიფას” საერთაშორისო ჟურნალის მიერ, ბრაზილიელი პელე ყველა დროის საუკეთესო 10 ნომრად დასახელდა მსოფლიო ფეხბურთში. ლეგენდარული ბრაზილიელი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც სამჯერ აქვს მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. მეორე და მესამე ადგილებზე დიეგო მარადონა და ზინედინ ზიდანი გავიდნენ. ათეულში, ასევე, მოხვდნენ: ფერენც პუშკაში, მიშელ პლატინი, რობერტო რიველინო, ლიონელ მესი, ლოთარ მათეუსი, გეორგე ჰაჯი და რობერტო ბაჯო.

 

მარიო გიოტცეს ვნებები

გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, მარიო გიოტცე და მისი ამჟამინდელი მეგობარი გოგო, მოდელი ან-კატრინ ბრემელი შესაძლოა, დაშორდნენ. მიზეზად კი ფეხბურთელის ახალი სატრფო სახელდება. გერმანიის ნაკრებისა და მიუნჰენის „ბაიერნის” ლიდერი უკვე შენიშნეს მავან ლამაზმანთან ერთად და გერმანიაში ვარსკვლავური წყვილის დაშორებაზე ალაპარაკდნენ. ცნობისთვის, ან-კატრინ ბრემელი გერმანიაში გიოტცეზე არანაკლებ ცნობილი სელებრითია, რომელიც ყვითელი პრესის ფურცლებზე პირველად 15 წლის ასაკში გამოჩნდა, როდესაც რომანი ჰქონდა პოპულარულ ჯგუფ „ტოკიო ჰოტელის” სოლისტთან. 

скачать dle 11.3