კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა მარკუს მეტრეველმა და რატომ აღარ უნდა მას ნარკოტიკი

დაახლოებით ორი წლის წინ, ერთ-ერთ გადაცემაში ერთი სიმპათიური, ექსტრავაგანტური მომღერლის, ყოფილი მეორე ნახევარი, საკმაოდ აღშფოთებული, მოურიდებლად ლაპარაკობდა მისი და ქმრის ცხოვრების ინტიმურ დეტალებზე. ვერ გეტყვით, ამ ტელეინტერვიუმ,  რომელიც სავსე იყო უცენზურო გამონათქვამებით, ვის რა საიმოვნება მიანიჭა, მაგრამ ყველას ყურადღება კი ნამდვილად მიიქცია. ასეთ დროს, ყოველთვის საინტერესოა მეორე მხარის რეაქცია. ალბათ, ყველას გაინტერესებთ, თუნდაც ამდენი ხნის შემდეგ, რას იტყვის თავად ეს მომღერალი – მარკუს მეტრეველი, როგორია სინამდვილეში მისი არა სასცენო, არამედ პირადი ცხოვრება                                 

 

– იმედია, სხვა მომღერლები არ მიწყენენ, თუ ვიტყვი, რომ  ძალიან განსხვავებული, ექსტრავაგანტური ხარ ქართულ შოუ-ბიზნესში და რაც მთავარია, გიხდება ეს ყველაფერი.  

– ბუნებრივია, თუ მომღერალს ხმა, სტილი, პლასტიკა, სასცენო იმიჯი არ აქვს, სცენაზე არც უნდა იდგეს. ჩვენთან მხოლოდ კარგი ხმა აქვთ, სხვა დანარჩენი ნაკლებად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თანდათან გაიზრდებიან და საკუთარ იმიჯსაც იპოვიან. ეს ყველას არ ეხება, მხოლოდ – უიმიჯოებს. ვფიქრობ, ყველას არ უნდა ჰქონდეს სცენაზე გამოსვლის უფლება. სცენა ძალიან სპეციფიკური ადგილია. სხვათა შორის, ადრე, ერთი თხუთმეტი წლის წინ გაცილებით არანორმალური ვიყავი! 

– ანუ?

– გასული ვიყავი ამ პლანეტიდან რა... 

– გასული იყავი ამ პლანეტიდან? 

–  აბა, რა, ჩემი მმართველი პლანეტა მარსია და იქ ვაფარებდი თავს, იქ ვპოულობდი თავშესაფარს ამ ბნელეთიდან.

– არანორმალური ვიყავიო... მერე, სხვა პლანეტაზე ვიყავიო... რა ვიფიქრო ახლა? 

– არანორმალურობაში ჩაცმის სტილი ვიგულისხმე და  პიროვნულადაც. იმასთან შედარებით, რაც ადრე ვიყავი, შეიძლება ითქვას, ახლა კონსერვატიული ვარ! 

– ააა, მე კიდევ ვიფიქრე, წამალზე ლაპარაკობდი.       

– აუ, არა, რა წამალი... ეს ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, კიდევ წამლები გვინდა? მაგით მოვიწამლავ ორგანიზმს. დამერწმუნეთ, ეს ხალხი რა ენერგიასაც გასცემს მის გარშემო, ნარკოტიკზე  მომწამვლელია. მეტი ნარკოტიკი აღარ მინდა ნამდვილად! 

– ეშმაკი სულ გვაზის მხრებზე. თუ მოიხმარ, ეგ რა დასამალია?! დღეს ყველა ლაპარაკობს ამაზე, ვისაც კი ნარკოტიკთან შეხება ჰქონია.

– კი, მაგრამ ცხოვრებაში იმით ვარ ამაყი, რომ არასდროს  არავისზე ვყოფილვარ დამოკიდებული, მით უმეტეს, წამალზე. მე ეშმაკი ვერ  დამაჯდება მხრებზე, პირიქით, მას ვაზივარ და ვმართავ მისავე საწინააღმდეგოდ. 

– კარგი, არ გაზის, ნუ გაზის. მოდი, მაშინ პირადზე გადავიდეთ... ლალი სვანიძეზე ვისაუბროთ.      

– ეს ადამიანი ჩემი რჩეული არ ყოფილა. მოხდა ისე, რომ  ჩემი შვილების დედა გახდა და მივიღე. რაც შეეხება იმ ცრუ ინფორმაციას, ამ ქალბატონმა რომ იკადრა – ეს იყო გამწარებული  უინტელექტო, სასოწარკვეთილი, მდაბიო ქალის რეაქცია. მხოლოდ გაუნათლებელი ადამიანი თუ იკადრებდა მსგავს სიმდაბლეს, რაც ამ პიროვნებამ ჩემი, ჩემი ოჯახისა და შვილების წინაშე იკადრა. აბსოლუტური სიცრუე იყო ყველაფერი, რაც მან ტელეეთერით თქვა. მიუხედავად იმისა, რომ წყობიდან გამოვედი, ჩემს თავს მოვუწოდე, მის დონემდე არ დავცემულიყავი და სახალხოდ არ მეთრია იმ ენით სტუდიაში. ეს არის და ეს. ყველას მოსდის შეცდომა. ჩემი დიდი შეცდომა ლალი სვანიძე იყო!  

– თუ არ ვცდები, ეს ინტერვიუ მაშინ გავიდა, როცა შენსა და ნინი შერმადინზე გავრცელდა ჭორები. ალბათ, ეს იყო ამის მიზეზიც.   ისე, ისეთი ბოჰემური ტიპაჟი ხარ,  ქმრის სტატუსი შენთვის ცოტა შეუფერებლად მეჩვენება.     

– მზად არ ვიყავი ოჯახის შესაქმნელად, 20 წლისა დავქორწინდი. მინდოდა, ჯერ კარიერა შემექმნა, ფინანსური მდგომარეობა გამეუმჯობესებინა და შემდეგ დავქორწინებულიყავი. მშობლების ხარჯზე ცოლის მოყვანა დიდ სირცხვილად მიმაჩნია, მაგრამ რას ვიზამთ, მოხდა ეს გამრუდება და დაერქვა ლალის ცოლი.   

– ბანალური და ალბათ, უტაქტოც იქნება, გკითხო, რატომ დაშორდით-მეთქი. მეგობრები ან ცოლ-ქმარი რომ შორდებიან ერთმანეთს, იქ ყოველთვის არსებობს რაღაც მიზეზი. 

– აუცილებლად უნდა იყოს გაგება, ნდობა, სიყვარული,  იუმორი და მრავალი ის კომპონენტი, რომელიც ურთიერთობას  კრავს  და მარადიულს ხდის. აღარ მინდა მაგ ქალზე ლაპარაკი, ისედაც ბევრი დრო დავკარგე. მე მხოლოდ შეიძლება, მახსოვდეს მისი ვინაობა შვილებიდან გამომდინარე. არ მინდა, ისევ ჩემი შვილების გამო, მას შურაცხყოფა მივაყენო. თავს შევიკავებ და აღარ გავაგრძელებ.    

– ესე იგი, შენი დიდი შეცდომა ის იყო, ამ ადამიანს ბედი რომ დაუკავშირე?         

– კი, რა თქმა უნდა, ამას ვაღიარებ. დღითი  დღე ვხვდები, რომ  ეს ჩემი მხრიდან დაშვებული ყველაზე დიდი, გამოუსწორებელი შეცდომაა. ამიტომ, მინდა, მამაკაცებს – ჩემზე უმნცროსებს მოვუწოდო, არასდროს მოიყვანონ ცოლად ქუჩიდან, ასე ვთქვათ, ნაუცბადევად გაცნობილი. ჯერ კარგად გაიცნონ, აწონ-დაწონონ ყველაფერი და შემდეგ გაყონ თავი უღელში. 

– სიმართლე გითხრა, როცა ეს ქალი ერთ-ერთ შოუში ვნახე, რომელიც, ჩემი აზრით, ზღვარგადასულად, არაკორექტულად ლაპარკობდა ამ ურთიერთობაზე, ვიზუალურადაც დიდი სხვაობა დავინახე თქვენს შორის.                    

– რა თქმა უნდა, არანაირ სტანდარტებში არ ჯდებოდა ის ქალი, რომელმაც ორი ანგელოზი მაჩუქა. სრულიად განსხვავებული იყო ჩემი გემოვნებისგან, მაგრამ მოხდა ასე... ლუკა და ვივიენი ჩემი ცხოვრების სიამაყეები არიან. მე მათთვის ყველაფერს  გავაკეთებ, მიუხედავად იმისა, ის ქალი მიქმნის ბარიერს, რომ ბავშვები ვერ ვნახო. ისინი ჩემი შვილები არიან და რა გვარზეც არ უნდა დაწეროს და რა ილუზიებში, ტყუილშიც არ უნდა აცხოვროს, არაფერი გამოუვა. მე მივმართე კიდეც სასამართლოს, მაგრამ, რადგან მასთან არანაირი ქორწინების დამადასტურებელი საბუთი არ მაქვს – არც ხელი მომიწერია და არც ჯვარი დამიწერია, შესაბამისად, ბავშვებსაც არ ჰქონდათ ჩემი გვარი. ხელჩასაჭიდიც არაფერი მაქვს, რომ სარჩელი შევიტანო სასამართლოში (საბერძნეთში ცოტა სხვა წესებია. ბავშვები იქ დაიბადნენ). დარჩა ერთი გამოსავალი – დნმ-ის ანალიზის გაკეთება. მაგრამ, რამდენჯერაც ლუკასთან სკოლაში მივედი, მითხრეს, ხშირად აცდენს გაკვეთილებს, არ დადისო და ვერ მოვახერხე ნახვა. რცხვენოდეს დედამისს, რომ ასეთ პირობებში ზრდის ბავშვებს – ტყუილში და უპასუხისმგებლოდ.  

– შენ ცალკე ცხოვრობ, მშობლები – ცალკე. რატომ?      

– რაც შეეხება ჩემს მარტო ცხოვრებას, მშობლებმა ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკიდან იზრუნეს ამაზე. შემაჩვიეს დამოუკიდებელ ცხოვრებას როგორც ფინანსურად, ისე  პიროვნულად. სადაც ვცხოვრობ, იქ აუცილებლად უნდა ვგრძნობდე თავს კომფორტულად. ლამაზი გარემო მიქმნის სულიერ კომფორტს,  ბალანსს საკუთარ მესთან. ინტერიერი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კედლების ფერთა გამა ეთამაშება ჩემს ემოციურ მდგომარეობას და შესაბამის განწყობაზე მაყენებს. 

– ლალი შენს ორიენტაციას შეეხო, ვითომ სწორედ ეს არის მიზეზი თქვენი დაშორების და ბავშვებსაც ამიტომ არ გაკარებს. დარწმუნებული ვარ, მას მერე შენც, გინდა თქვა რაღაც საჯაროდ, ისე, როგორც ეს მან გააკეთა. ახლოსაა მისი ნათქვამი სიმართლესთან?        

– საინტერესო შეკითხვაა. მოდი, მაშინ ასე დავიწყებ, ვალდებული არ ვარ, საზოგადოებას ანგარიში ვაბარო, თუ ვინ და რა მევასება ლოგინში იმისთვის, რომ სიამოვნება მივიღო. უბრალოდ, ეს გასაჯაროვდა და ამიტომ, კიდევ ერთხელ გავცემ პასუხს. სიყვარულს ორიენტაცია არ გააჩნია... ლალიმ ბრძანა, ვითომ მე გაურკვეველი ორიენტაციის ვარ. ვიმეორებ, ეს იყო ერთი სასოწარკვეთილი, გაუნათლებელი დედაკაცის რეაქცია. მე მრცხვენია მის ნაცვლად. ნუთუ ღმერთის არ ეშინია, ბავშვები რომ გაიზრდებიან და იმ ჩანაწერს ნახავენ, როგორ გგონია, რა რეაქცია ექნებათ? მაშინ რა პასუხს გასცემს ქალბატონი ლუკას და ვივიენს? ან, თუ ჩემზე ის ინფორმაცია ჰქონდა, რაც დამაბრალა, მაშინ რად უნდოდა ასეთი კაცისგან ორი შვილი და კიდევ მესამეს რომ მთხოვდა?! ვაიმე, როგორი ცოდოა საწყალი... მაშინ ეს ინფორმაცია გამოეპარა და შეცდენილი აღმოჩნდა კრავი ანომალის კლანჭებში, არა?  სასაცილოა ეს ყველაფერი. არავისთან არ მაქვს თავი  გასამართლებელი. მე ვარ თავისუფალი პიროვნება და ვცხოვრობ ისე, როგორც მე მესიამოვნება. არავის ვაყენებ ზიანს ჩემი არჩევნით. არავის პირადი ცხოვრებით არ ვინტერესდები და არც ვსაუბრობ ამაზე. მოვითხოვ, ყველამ პატივი სცეს ჩემს არჩევანს, რომელიც ნორმალური და ჩამოყალიბებულია, ისევე, როგორც მე ვცემ პატივს სხვისას. ნუ იცხოვრებენ სხვისი ცხოვრებით. ისედაც ლიმიტირებულია ეს ცხოვრება და დროა, სხვაზე დახარჯული დრო საკუთარ თავზე დახარჯონ, შეერგებათ. სექსი ჯანმრთელობაა, რაღა დროს ორიენტაციაზე საუბარია. მე ვარ ჯანმრთელი ადამიანი, ჯანსაღი ცხოვრების წესით – როგორც კვებით, ვარჯიშით, ისე აზროვნებით.     

 

скачать dle 11.3