კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

32 წლის ქალი მამას თბილისში ეძებს

32 წლის ელა ელინის ასული მიხაილიდი ეძებს 67 წლის ელინ მიხაილიდის.

ისტორია: ვეძებ მამას – 1947 წელს დაბადებულ ელინ მიხაილიდის, რომელიც არასდროს მინახავს. მის შესახებ დედისგან გადმოცემით ვიცი, რომ ეროვნებით ბერძენია და, სავარაუდოდ, თბილისში უნდა ცხოვრობდეს. მაქვს მამის ერთადერთი სურათი. მისი პოვნის დიდ იმედს ვიტოვებ. შეიძლება, მე მყავდეს ნახევარდაძმები და ძალიან მინდა მათი გაცნობა. მამის მოძებნა და ცხოვრებაში ერთხელ მაინც ნახვა ყოველთვის მინდოდა, მაგრამ, მისი აქტიურად მოძებნა ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე.

ჟურნალისტის შენიშვნა: ჩემს რუბრიკაში არაერთხელ დაბეჭდილა მსგავსი სტატია და არც ისე იშვიათობაა შემდგომ მშობლებსა და შვილებს შორის კავშირის აღდგენის ფაქტები. იმედია, ამ ისტორიასაც კარგი დასასრული ექნება და მამა-შვილი იპოვის ერთმანეთს. ელა ამჟამად რუსეთში ცხოვრობს, მას ჩვენი რუბრიკის დიდი იმედი აქვს.

– როგორ და რა ვითარებაში დაკარგეთ ერთმანეთი მამა-შვილმა?

– დაახლოებით 1979-1980 წლებში მამაჩემი გასტროლებზე იყო ჩამოსული რუსეთში, ბანაკ „ორლიონოკში,“ სადაც გაიცნო კიდეც დედაჩემი (ოლღა). მათ შეუყვარდათ ერთმანეთი და, შედეგად, 1981 წელს, მე დავიბადე. მამა არასდროს მინახავს, რადგან ის მალევე დაბრუნებულა თბილისში, სადაც იმ დროს ცხოვრობდა. მე ის ამჟამადაც თბილისში მგონია, მაგრამ, მისი არც მისამართი ვიცი და არც სხვა მონაცემი გამაჩნია. მაქვს მამის მხოლოდ ერთი ფოტო. დიდ იმადს ვიტოვებ, რომ ის ჩემს განაცხადს გამოეხმაურება. მთელი ჩემი ცხოვრება ვოცნებობ მამის ნახვასა და მის გაცნობაზე. ვიცი, რომ მასზე ძალიან ცოტა ინფორმაცია მაქვს, თუმცა, სასწაულის მაინც მჯერა. მამაჩემი ეროვნებით ბერძენია, ამიტომ, მე ვერც იმას ვერ გამოვრიცხავ, რომ ის საცხოვრებლად საბერძნეთში გადასულიყო, მაგრამ, ეს ჩემი ვარაუდია.

– კიდევ რა იცით მამის შესახებ?

– ვიცი, რომ 1979-1980 წლებში ის საბავშვო ანსამბლ „ივერიაში“ უკრავდა აკორდეონსა და სხვა ინსტრუმენტებზე, ანუ, მუსიკოსი იყო.  ჩემთვის ცნობილია, რომ ბებიაჩემს, ანუ მამის დედას, ეფროსინია (ანუ – ფროსია) ერქვა. ასევე, მამას ჰყავს და-ძმა – ანდრეი და ლუიზა. დარწმუნებული ვარ, რომ მყავს უამრავი ნათესავი მამის მხრიდან. პირადად მე მამისგან მისი ნახვისა და გაცნობის გარდა არაფერი მინდა. უკვე ზრდასრული ქალი ვარ და ცხოვრებაში ბევრ რამეს დამოუკიდებლად მივაღწიე. ერთადერთ აუხდენელ ოცნებად მამის პოვნა მრჩება. იმედია, რომ ის თბილისშია და გამომეხმაურება.

– აქამდე თუ ეძებდი მამას და რა გზებით?

– სიმართლე გითხრათ, მამის პოვნა სულ მინდოდა, მაგრამ, მე და დედას ჩემი გამოჩენით მისთვის რაიმე დისკომფორტის შექმნა არ გვინდოდა. ამიტომ, წლების განმავლობაში მისი ძებნისგან თავს ვიკავებდი. თუმცა, მაინც ვეძებდი ხოლმე სხვადასხვა, ჩემთვის ხელმისაწვდომი ხერხით. სულ ახლახან დახმარებისთვის „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტს მივმართე, სადაც გავარკვიე, რომ საქართველოში სწორედ თქვენ მოგმართავენ დახმარებისთვის და მეც გადავწყვიტე, ბედი მეცადა და თქვენთვის მომეწერა.

– მამის პოვნის შემთხვევაში, სად ან როგორ აპირებ მასთან შეხვედრას?

– მამაჩემის ნახვა მართლა ძალიან მინდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, გააჩნია, თავად თუ ენდომება ეს. ჩვენი შეხვედრა ორმხრივი სურვილის შედეგად უნდა შედგეს. მე მჯერა, რომ, მისი პოვნის შემთხვევაში, მამაც მოისურვებს ჩემს ნახვას. წინასწარ ნამდვილად ვერ გეტყვით, სად ან როგორ შედგება ჩვენი შეხვედრა, რადგან, არც ის ვიცი, თუ სად შეიძლება იყოს ის ამჟამად. ჩვენს შეხვედრაზე მეტად მე უფრო მის პოვნაზე მეფიქრება, ძალიან მაინტერესებს, როგორ არის, აქვს თუ არა ოჯახი და ჰყავს თუ არა სხვა შვილები.

– დედათქვენმა თუ იცის, მამას რომ ეძებთ და რა აზრის არის ის ამ საკითხთან დაკავშირებით?

– დედამ რაც კი იცოდა, ყველაფერი მიამბო მამის შესახებ. მან იცის, რომ ელინის პოვნა ძალიან მინდა, მაგრამ, იმის გამო, რომ ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ ერთმანეთთან კავშირი არ გვქონია და წარმოდგენაც არ გვაქვს, სად შეიძლება იყოს, სკეპტიკურად არის განწყობილი ჩემი ამ სურვილის მიმართ. მე კი მჯერა, რომ მამას ვიპოვი.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3