კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენად შედეგიანია ოზონოთერაპია გინეკოლოგიაში და რაში ეხმარება ორსულობის დროს მომავალ დედას ის

ოზონოთერაპიის პირველი ქართული კლინიკა „აინოს”, რომელიც თბილისში, მცხეთის ქუჩაზე 8/90-ში მდებარეობს, უამრავი ადამიანი აკითხავს ამა თუ იმ მიზეზით. რაც შეეხება შედეგს, უკვე უამრავი გამოჯანმრთელებული პაციენტია. ერთ-ერთი მიზეზი კი, რის გამოც პაციენტები კლინიკას მიმართავენ გინეკოლოგიური პრობლემებია. რამდენად პრაქტიკულია ოზონოთერაპია გინეკოლოგიაში, ამას უკვე ჩვენი სტუმარი, კლინიკის ექიმი, მეან-გინეკოლოგი, მაია ბერიძე მოგვითხრობს.  

– ქალბატონო მაია, არის თუ არა ოზონოთერაპია შედეგიანი გინეკოლოგიაში და ასევე, ჩვენს მკითხველს დააინტერესებს, ეს კომპლექსური მკურნალობის პარალელურად ხდება თუ სხვა შემთხვევაშიც?

– ოზონოთერაპია შეიძლება, გამოვიყენოთ როგორც ერთ-ერთი მეთოდი ნებისმიერი გინეკოლოგიური პათოლოგიის კომპლექსური მკურნალობის დროს, ან როგორც მონოთერაპია. მკურნალობის პროცესში, უკვე 3-4 დღეში, ქრება დისკომფორტი და სიმძიმის შეგრძნება მუცლის არეში, ხდება ტკივილის კუპირება, აღინიშნება დადებითი დინამიკა ნაცხის ანალიზში. ოზონი ხელს უშლის ფიბროზული ჩანართების გაჩენას, აღადგენს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების გამართულ ფუნქციონირებას, რითაც აქტიურდება რეპროდუქციული ფუნქცია. 

გარდა ინტრავენური ადმინისტრირებისა, გინეკოლოგიური დაავადებების დროს პაციენტებს უტარდებათ ადგილობრივი პროცედურებიც, კერძოდ ოზონის ინსუფლაცია საშოში და ოზონირებული ზეთით  ტამპონადა. ეს მანიპულაციები ხელს უწყობს ჩირქოვანი და ნეკროტირებული მასების ევაკუაციას, აგრეთვე ახასიათებს პირდაპირი ანტისეპტიკური და ანტიანთებითი მოქმედება. ადგილობრივი პროცედურები განსაკუთრებით ეფექტურია მშობიარობისშემდგომი და აბორტისშემდგომი ენდომეტრიტების თავიდან ასაცილებლად. ოზონი თავიდან აგვაცილებს პროცესის გენერალიზაციას და ამცირებს მკურნალობის დროს. ოზონოთერაპია ეფექტურია აგრეთვე მენოპაუზის დროს. 

– რამდენად დასაშვები და ამავე დროს ეფექტურია ოზონოთერაპია ორსულობის დროს?

– ამ კითხვით ხშირად მოგვმართავენ კლინიკაში, ან გვიკავშირდებიან ნომრებზე: 225 31 39 / 571 25 55 33. ოზონი, როგორც ანტისეპტიკური საშუალება, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოიყენებოდა. ანტიბიოტიკების გამოჩენის შემდეგ, ინტერესი ოზონის მიმართ განელდა. გაჩნდა ეიფორია, რომ ანტიბაქტერიული პრეპარატები დაამარცხებდა ნებისმიერ ინფექციას. მაგრამ, დროთა განმავლობაში, აღმოჩნდა, რომ ბაქტერიები ეგუებიან ანტიბიოტიკებს. გარდა ამისა, ანტიბაქტერიულ პრეპარატებს ახასიათებს მრავალი გვერდითი მოვლენა. ოზონოთერაპიას კი არ აქვს გვერდითი მოვლენები. ოზონის ანტიბაქტერიული და იმუნომოდულატორული მოქმედება საშუალებას გვაძლევს, გამოვიყენოთ ის ორსულობის დროსაც. ძლიერი იმუნიტეტი დაეხმარება ფეხმძიმე ქალს ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში. გარდა ამისა, დაიცავს მას სეზონური და სხვა ტიპის ინფექციებისგან. ოზონოთერაპია იცავს ნაყოფს ქიმიური პრეპარატების გვერდითი მოვლენებისგან. 

ოზონოთერაპია ორსულს თავიდან ააცილებს პრეეკლამფსიას  და ნაყოფის არაკეთილსაიმედო მდგომარეობას. ოზონი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას პლაცენტაში. მეან-გინეკოლოგები მიიჩნევენ, რომ ოზონი აძლიერებს სამშობიარო მოქმედებას. ნებისმიერმა მშობიარემ იცის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჟანგბადის საკმარისი რაოდენობით მიწოდება უშუალოდ მშობიარობის პროცესში. ოზონოთერაპია გარანტირებულად უზრუნველყოფს საკმარისი რაოდენობით ჟანგბადის მიწოდებას როგორც დედის, ასევე ნაყოფისთვის. გარდა ამისა, ორსულობის დროს დიდი დატვირთვა მოდის ღვიძლზე, თირკმელებზე და ამ დროს მომავალ დედას აქტიურად ეხმარება ოზონი.

 

скачать dle 11.3