კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წამალი – „ბოდიში“

სიცოცხლის ელექსირი

 

რაკი 2012 წელს გაპარლამენტარების შემდეგ მისი მოქმედების პრინციპია: „ყველა სოფელს თავისი მაყვალა ჰყავსო“, ჩემი მოგვარე ხალხის რჩეული მოწყენის საშუალებას ნაკლებად გვაძლევს (რისთვისაც მისი მადლიერნი ვართ, ვინაიდან თვით 5-წუთიანი სიცილიც კი ჯანრმთელობას აკაჟებს, შესაბამისად, ჩვენთვის ერთგვარი „სიცოცხლის ელექსირია“  ). 

მაგრამ ათიოდე დღის წინათ სხვა გზით არჩია წასვლა და თავის კოლეგა ირაკლი სესიაშვილთან სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა, თუმცა რამდენიმე დღეში ამის გამო საჯაროდ ბოდიში მოიხადა. ოღონდ იქვე დასძინა: „მაშინაც და ახლაც ვფიქრობ, ამ კონკრეტული საუბრის გამოქვეყნებით, ბ-ნი ირაკლი სესიაშვილის პირად ღირსებას არანაირი ჩრდილი არ მიადგა.“

მაგრამ, როგორც მოვლენათა განვითარება მოწმობს, ამ ბოდიშს, სავარაუდოდ, მეტად კონკრეტული მოტივი ჰქონდა. როგორც თბილისის უფლებაშეჩერებული მერი ბ-ნი უგულავა აცხადებს, მის საქმეში შვილთან საუბრის სატელეფონო ჩანაწერია, ამიტომაც ძალოვანებს ამუნათებს: ოდეს ყოფილა მამა-შვილის საუბარი ინტერესის საგანიო (და მერე რა, რომ ყოფილა და მერე როგორ?!).

ბუნებრივია, ბ-ნი უგულავას პათოსს ბ-ნი ხაჩიძეც იზიარებს და, სავარაუდოდ, ამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ბოდიშის მოხდის გზას არჩევს. როგორც უნდა იყოს, დასასრულს დასძენს: „მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ რეალობაში მამა-შვილის პირადი საუბრების გასაჯაროებასაც აღარ ერიდებიან, მინდა, საზოგადოებას და პირადად ბ-ნ ირაკლის, ასევე, საჯაროდ მოვუხადო ბოდიში ჩვენი სატელეფონო საუბრის გამოქვეყნებისთვის (არ გამოვრიცხავ, ძალოვანებმაც მიჰბაძონ ბ-ნ ხაჩიძეს და ფარული ჩანაწერის საქმის დართვისთვის ბოდიში მოიხადონ, რაკი ბოდიში წამალია – ).“ 

რაც მთავარია, ბ-ნი ხაჩიძე ამბობს შემდეგს: „მიუხედავად ყველაფრისა, ვაღიარებ, ეს არ მეკადრებოდა არც მე, არც საპარლამენტო მუშაობას,“ რაც ლოგიკურად ბადებს კითხვას: რასაც აქამდე აკეთებდა, ეკადრებოდა?!

скачать dle 11.3