სპაგეტის ღვეზელი
საჭირო ინგრედიენტები: 3-4 ნაჭერი ბეკონი, 2 ცალი პომიდორი, 150 გრამი მაგარი ყველი, 2 ცალი კვერცხი, 250 მილილიტრი რძე, 200 გრამი სპაგეტი, სუნელი – თქვენი გემოვნებით. მარილი, შავი პილპილი, მწვანე ხახვი.
მომზადების წესი: ერთმანეთში კარგად აურიეთ კვერცხი და რძე, დაუმატეთ მარილი და შავი პილპილი და, თუ სურვილი გაქვთ, ცოტა სუნელიც. ყველი გახეხეთ და ესეც ჩაუმატეთ რძისა და კვერცხის ნარევს. სპაგეტი მოხარშეთ მარილიან წყალში და გადაწურეთ. პომიდორი დაჭერით ცოტა მსხვილ კუბიკებად. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი. კუბიკებად დაჭრილი პომიდორი შეურიეთ სპაგეტის, ეს მასა გადაიტანეთ კვერცხიან და ყველიან თასში, ძალიან კარგად ამოურიეთ, მოათავსეთ ფორმაზე და ზემოდან დააწყვეთ ბეკონის ნაჭრები და მსხვილად დაჭრილი პომიდორი. ტაფა მოათავსეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში. 30 წუთის შემდეგ, როცა ბეკონი შეწითლდება, გამოიღეთ, ზემოდან მოაყარეთ თხელ ფირფიტებად დაჭრილი ყველი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და ტაფა 10 წუთით ისევ დააბრუნეთ აირღუმელში. სულგუნით განსაკუთრებით არაჩვეულებრივი გამოდის.