„ფუნჩოზა“ სოკოთი და ბოსტნეულით
საჭირო ინგრედიენტები: 100 გრამი ბრინჯის მაკარონი – „ლაფშა“, იგივე „ფუნჩოზა”, 200 გრამი სოკო, 2 თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო, 100 გრამი ბოლოკი, 3 კბილი ნიორი, 2 სადილის კოვზი სოიის სოუსი, 1 სადილის კოვზი 3-პროცენტიანი ძმარი, 1 სადილის კოვზი შაქარი, 70 გრამი ზეთი, 1 კონა ქინძი, წითელი, ცხარე წიწაკა, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ფუნჩოზა 2 წუთი ადუღეთ, შემდეგ დაწურეთ, გადაავლეთ მდუღარე და ისევ დაწურეთ. მთელ-მთელი სოკო ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში. ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად, ბოლოკი და სტაფილო – ძალიან წვრილ ჩხირებად, სოკო – ფირფიტებად. სოკო მოშუშეთ ზეთში, დაუმატეთ ხახვი და შუშეთ შეწითლებამდე. ჩაუმატეთ სტაფილო და ბოლოკი და ოდნავ შებრაწეთ. მოასხით სოიის სოუსი, ძმარი, უყავით დანაყილი ნიორი, მარილი, ცხარე წიწაკა, შაქარი და შუშეთ ეს ყველაფერი 5 წუთის განმავლობაში.
მოხარშული ფუნჩოზა გადმოიღეთ ღრმა და განიერ ჭურჭელში, ზემოდან მთელ სიბრტყეზე მოათავსეთ მზა ბოსტნეული და მოაყარეთ დაჭრილი ქინძი. მიირთვით ცხელივე. ეს კერძი ჩვეულებრივი „ლაფშა“ მაკარონისგანაც ძალიან გემრიელი გამოდის.