ბადრიჯანი კორეულად
საჭირო ინგრედიენტები: 3-4 ცალი ბადრიჯანი, 1 ცალი ბულგარული წიწაკა, 1 ცალი მოზრდილი სტაფილო, 1 თავი ხახვი, 2-3 კბილი ნიორი, ცოტა ოხრახუში, ცოტა ვაშლის ძმარი, მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით. ზეთი – შესაწვავად.
მომზადების წესი: ბადრიჯანი კარგად გარეცხეთ. კანი არ გადააცალოთ, ისე დაჭერით წვრილ ჩხირებად. მოაყარეთ 1 ან 2 სადილის კოვზი მარილი და გააჩერეთ 8 საათის განმავლობაში, ანუ ერთი ღამით. შემდეგ კარგად გაწურეთ და შებრაწეთ ძალიან ცხელ ტაფაზე ზეთში. ბულგარული წიწაკა და სტაფილო გაასუფთავეთ, დაჭერით ძალიან წვრილ ჩხირებად. ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად, საკმაოდ თხლად. ნიორი დანაყეთ, მწვანილი კი ძალიან წვრილად დაჭერით. ეს ყველაფერი დაუმატეთ ბადრიჯანს და მოასხით ცოტა ძმარი. უყავით მარილი და პილპილი. გააჩერეთ 12 საათის განმავლობაში მაცივარში ან სიცივეში და შემდეგ მიირთვით.