კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები

ერთხელ მეფე ერეკლე მეორეს ბარძაყზე რაღაც მუწუკი აწუხებდა, ვერ ენახა და მხლებელნი დაიბარა: ერთი ნახეთ, ეს რა მაქვსო.

ერთმა თქვა – ძირდიდაო, მეორემ – არა, თვალიაო; მესამემ – თაგვ-კბილასა ჰგავსო.

– აბა, რა გითხრათ, – ბარძაყზე დაიდო ხელი და შემდეგ ყურთან მიიტანა მეფემ, – აქედამ აქამდის რომ სწორე ამბავი ვერ მოგიტანიათ, ქვეყნის ამბავი როგორ უნდა შემატყობინოთო.

***

ერთ სადილზე აკაკის ღვინო დააძალეს და, როდესაც ამან უარი უთხრა, არა ვსვამ ღვინოსო, მაშინ ერთმა მოქეიფეთაგანმა აიღო თასით ღვინო, კისერში ჩაასხა და უთხრა:

– მაშ, თუ ღვინის სმა არ იცოდი, ჩვენს სუფრაზე რათა ჯდებოდიო.

პოეტმა, რასაკვირველია, ხუმრობად მიიღო და სიცილი დაიწყო...

გაიარა რამდენიმე ხანმა მას შემდეგ. ერთხელ აკაკი მაგიდას უჯდა და წერდა. მივიდა ის ახირებული მოქეიფე და გვერდით მიუჯდა. პოეტმა მაშინვე ქაღალდი მიაწოდა, კალამი გადასცა და სთხოვა:

– ერთი რამ დამიწერეო.

მოქეიფემ გაკვირვებით უთხრა:

– მე წერისა რა ვიციო?!

– მაშ თუ არ იცი, ამ ჩემ სტოლთან რა გინდაო? მიუგო პოეტმა და ერთი საწერელი მელანი ჩაასხა კისერში.

***

მ... ერისთავი და აკაკი რაღაცაზე წალაპარაკდნენ. ერისთავმა უთხრა პოეტს რიხით: ნუ დაივიწყებ, აკაკი, რომ მე, რაც უნდა იყოს, მაინც ერისთავი მქვიანო!

– ბატონო, ერი კი აღარა გყავს, ჩამოგართვეს და ცარიელა თავი გინდ იყოს და გინდ არაო.

***

ნიაზი და ქართლოს კასრაძე წაკინკლავდნენ. უცებ ქართლოსმა ხელი ჰკრა და ნიაზი წაიქცა. მიხვდა, ქართლოსს ვერ მოერეოდა, ამიტომ წამოდგომას არ ჩქარობდა. ბოლოს ღიმილით უთხრა:

– ქართლოს, რა ლამაზი ყოფილხარ, შე ოხერო, ქვემოდან!..

скачать dle 11.3