ანეკდოტები
– სარა, დროა გავეყაროთ...
– რატომ, რა მოხდა, გადამიყვარე?
– არა... გვიან, მაგრამ მივხვდი, ასე უნდა მოვიქცე: ვალენტინობა... 3 მარტი, მერე 8 მარტი... აქ კიდევ აპრილი დაამატეს... ამდენი ხარჯი სულ არ მჭირდება...
***
ორი მეგობარი:
– ჰა, როგორი დრო გაატარე ვალენტინობას?
– სუპერ! დავთვერი და ღამე შენს ცოლთან გავათიე...
– ბედნიერო, შენს ცოლთან კი ორი საათი მომიწია რიგში დგომა...
***
სოჭის ოლიმპიადაზე პირველი რეკორდი დიმიტრი მედვედევმა დაამყარა – მას გახსნის ცერემონიის დაწყებიდან ზუსტად მეოთხე წუთზე ჩაეძინა.
***
– როდესმე ცოლისთვის გითქვამს სიმართლე, რასაც მასზე ფიქრობ?
– კი... გაჩვენო შრამი?
***
– არ ვიცი, როგორ მოვიქცე... ფსიქოლოგთან ვიყავი, მირჩია, ყველა პრობლემა კართან დამეტოვებინა. ჩემს ქმარს კი არაფრით არ უნდა გარეთ დარჩენა...
***
– ჩემი ცოლი ალკოჰოლიზმით იტანჯება...
– ბევრს სვამს? რას?
– ის არა, მე ვსვამ და ის იტანჯება.
***
– ყველაზე მდიდარი ადამიანები მწეველები, ალკოჰოლისტები და ავტომანქანის მძღოლები არიან...
– ეგ როგორ?
– რაც არ უნდა მოიმატოს სიგარეტის, სასმლისა და ბენზინის ფასმა, მაინც ეწევიან, სვამენ და დადიან მანქანით.
***
ძუნწი ორმაგად იხდის?! წავალ, ძუნწთან ვიმუშავებ...
***
მამა, რომელმაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, ინსტიტუტი – წითელ დიპლომზე, გაიარა მაგისტრატურა, დაიცვა დისერტაცია, გადაიკითხა ყველა წიგნი, ყველა ნაცნობი ცოცხალ ენციკლოპედიას უწოდებს და ორ ადგილას მუშაობს: ერთგან 250-ლარიან, მეორეგან 180-ლარიან ხელფასზე, ვერაფრით ბედავს, შვილს უთხრას: „კარგად ისწავლე, შვილო“...
***
ქალბატონებო, თუ მოკლე კაბა გაცვიათ, 10-დან 9 მამაკაცი ვერ შეამჩნევს – მიდის თუ არა თქვენი ხელჩანთა ფეხსაცმელზე... რა საჭიროა ფულისა და დროის ხარჯვა ამ ერთ ცისფერზე?!
***
მამაკაცური ლოგიკა:
– ქუდი, კაშნე, კურტკა... სამაგიეროდ, თბილად ვარ...
ქალის ლოგიკა:
– დიდი საქმე, ტვინი და უკანალი გამეყინოს... სამაგიეროდ, ლამაზია...
***
საფოსტო განყოფილებაში მამაკაცი გულმოდგინედ აწებებს გულებიან ვარდისფერ კონვერტებს. შემდეგ ამოიღო სუნამო და ყველას მიაპკურა...
– უკაცრავად, ამდენი შეყვარებული გყავთ? ორმოცამდე კონვერტია…
– არა, ადვოკატი ვარ განქორწინების საქმეებზე...
***
– შენ კიდევ არ გათხოვილხარ?
– თუ ქალს დიდხანს არ ეხსნება ბედი, ესე იგი, ღმერთი ვიღაც განსაკუთრებულისთვის ინახავს.
– მთავარია, შენახვის ვადა არ გაუვიდეს.
***
ქმარი საძინებლიდან გასავათებული გამოდის:
– ჯობდა, ასე საჭმლის მომზადება ესწავლა...
***
ბავშვობაში ვფიქრობდი „30 წლისას კარგი სამსახური მექნება, მაგარი მანქანა და შესანიშნავი მეუღლე მეყოლება“. გეგმა შესრულებულია 25 პროცენტით – 30 წლის ვარ...