ბრძნული აზრები
ჩერნიშევსკი: ძლიერი გონების ადამიანთა შეცდომები სწორედ იმითაა სახიფათო, რომ ისინი მრავალ ადამიანთა აზრებად ხდებიან.
კრისტი: ყველა ვალდებულია, ცხოვრებაში საკუთარი შეცდომები ჩაიდინოს.
ტვენი: ლოცვისას არავინ იტყუება.
დემოკრიტე: ქება ძალიან ვნებს ბრიყვებს.
ებნერ-ეშენბახი: ვინც არაფერი იცის, მას ყველაფერი უნდა სწამდეს.
დოდრიჯი: თუ არავის უყვარხარ, დარწმუნებული იყავი, ეს შენი ბრალია.
ბლოკი: მხოლოდ შეყვარებულებს აქვთ ადამიანის სახელის ტარების უფლება.
ვოლტერი: რაც უფრო მეტს ვაზროვნებთ, მით უფრო შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ არაფერი არ ვიცით.
ლაბრიუერი: თუ გულმოდგინედ დაუკვირდებით ადამიანებს, რომლებსაც არავის ქება არ შეუძლიათ, ყველას ძარცვავენ და უკმაყოფილონი არიან, მიხვდებით, რომ ესენი სწორედ ის ადამიანები არიან, ვინც ყველას უკმაყოფილებას იმსახურებენ.
მენანდრე: სამართლიანი ადამიანის თვისებები სავსებით გამოდგება კანონებად.
მორგენშტეინი: ადამიანი იმის ნიმუშია, თუ რაოდენ უმაგალითოა ბუნების მოთმინება.
როინი: რაც გინდა ნაკლებად სულელი იყოს ადამიანი, იმდენი ჭკუა კიდევ ექნება, რომ სხვას ავნოს.
რაგანი: ბედნიერი ადამიანი ხშირად უნამუსოა.
ტოლსტოი: ადამიანს იმიტომ აქვს გონება, რომ თავი დააღწიოს იმას, რაც აწუხებს.
ტორო: ის, რაც ახალგაზრდა კაცში ენთუზიაზმი იყო, მოწიფულ ადამიანში ნებისყოფად გადაიქცევა.
ურიხტი: საღი, პრაქტიკული აზრის მქონე ადამიანი უფრო სწრაფად იპოვის გამოსავალს არსებობისთვის ბრძოლაში, ვიდრე ის, ვისი თავიც უამრავი მოუნელებელი ენციკლოპედიური ცოდნითაა გაჭედილი.
ფრანკლინი: ამაყ ადამიანებს სხვათა სიამაყე სძულთ.
ფრიში: ადამიანის ღირსება მის არჩევანშია.
ჩესტერფილდი: არავინ ენდობა ადამიანს, რომელიც თავის თავზე არაფერს ამბობს, ანდა ამბობს ყველაფერს.
ბოკაჩო: ავადმყოფებს სმენა უმახვილდებათ ხოლმე.
ანდრიჩი: გულცივი და მედიდური ადამიანები გვიან ბერდებიან.
ბალზაკი: ორ ადამიანს შეუძლია ერთმანეთის გადარჩენა იქ, სადაც ერთი იღუპება.
ბეკონი: ადამიანები, რომელთაც მეტად ბევრი ხინჯი აქვთ, უწინარეს ყოვლისა, მათ სხვებში ამჩნევენ.
ბრეხტი: ადამიანის ბედი არის ადამიანი.
სილეზიუსი: ადამიანი ამქვეყნად ყველაზე საოცარია: მასში ღმერთი და ეშმაკი მარად მეზობლად არიან.
პიგო-ლებრენი: ის, ვინც ქალებს აქებს, მათ კარგად არ იცნობს, ხოლო ის, ვინც ლანძღავს, მათ საერთოდ არ იცნობს.
ტუხოლსკი: როცა ქალის მშვენიერ თვალებში ცრემლი აკიაფდება, მამაკაცი ვერაფერს ხედავს.