ვნახავთ თუ არა “იმედის„ არხზე “ცეკვავენ ვარსკვლავების„ ახალ სეზონს
10 მარტს ტელეკომპანია „იმედი” ახალ მეგა-პროექტს იწყებს. „ორი ვარსკვლავი” ბრიტანული პროექტის ქართული ანალოგია, სადაც მომღერლები „წყვილდებიან” სხვა სფეროში მოღვაწე ცნობილ ადამიანებთან ერთად. პროექტის საკმაოდ შთამბეჭდავი პრომო უკვე გამოჩნდა ეთერში, სადაც განსაკუთრებით ეფექტურია სალომე ღვინიაშვილი ჯენეთ ჯექსონის ამპლუაში. დარწმუნებული ვარ, გენერალური პროდიუსერის, ნოე სულაბერიძისა და მისი სუპერპროფესიონალი გუნდის დახმარებით, შოუ წარმოუდგენლად მაგარი გამოვა. ახალი პროექტის დაწყებამ საზოგადოებაში უამრავი კითხვა გამოიწვია, რომლებიც „ცეკვავენ ვარსკვლვავების” გარშემო ტრიალებს – მაყურებელს აინტერესებს, ხომ არ დაესვა წერტილი ამ რეიტინგულ შოუს, რომელსაც მთელი საქართველო უყურებდა. ამ კითხვაზე პასუხისთვის ნოე სულაბერიძეს მივმართეთ. მან დაადასტურა, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავები” ამ სეზონზე ისევ გავა „იმედის” არხზე, თუმცა, დეტალების დაზუსტებისგან თავი შეიკავა. რომელი ვარსკვლავი იცეკვებს ან ვინ იქნება ახალ სეზონზე ჟიურის წევრი, ამას სულ ცოტა ხანში გავიგებთ.