სიახლე ტურიზმის აკადემიაში
დღიდან დაარსებისა, თბილისის ტურიზმის აკადემიაში უამრავი საინტერესო ღონისძიება იმართება, რაც, თავის მხრივ, უდიდესი ხელშემწყობი ფაქტორია სწავლების დონის ამაღლებისა და მრავალფეროვანი გარემოს შექმნისათვის.
ამ დღეებში თბილისის ტურიზმის აკადემიაში გაიხსნა მესხეთის საამაყო წარმომადგენელთა და მექვაბიშვილთა საგვარეულოს კაბინეტი, სადაც წარმოდგენილია ფოტოილუსტრაციები სხვადასხვა დროს მოღვაწე მესხეთის კუთხის სახელოვანი ადამიანების ბიოგრაფიიდან და მექვაბიშვილთა საგვარეულოს თვალსაჩინო პიროვნებების შესახებ.
დაწესებულებას მჭიდრო კავშირები აქვს მესხეთის რაიონებთან, იქაურ საზოგადო მოღვაწეებთან. ამ მხრივ დიდ სამუშაოებს აწარმოებს ასოციაცია „მესხეთი – 2001“, რომლის პრეზიდენტიც გახლავთ პროფესორი ამირან მექვაბიშვილი. ხშირად იმართება სამუშაო შეხვედრები აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად და მომავალი მიზნების დასასახავად.
თბილისის ტურიზმის აკადემია კვლავ მზადყოფნაშია, მიიღოს სწავლას მოწყურებული ახალგაზრდები სხვადასხვა კონკურენტუნარიან სპეციალობაზე. სწავლა ახალი ნაკადისთვის დაიწყება 17 მარტს. მიღებისას სწავლის ღირებულების გადასახადში გათვალისწინებულია 30-პროცენტიანი შეღავათი მესხეთის კუთხის მკვიდრთათვის. ასოციაციისა და მესხეთის პრობლემებით დაინტერესებულ ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია, აღნიშნული კაბინეტით ისარგებლოს ამ კუთხისა და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.