კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გულშემატკივრობენ საერთაშორისო ჩემპიონატებზე ელენე გედევანიშვილს იაპონელები ქართული დროშით ხელში და რატომ არის ქართველი სპორტსმენისთვის მაკა გიორგობიანი მეორე დედა

ელენე გედევანიშვილის სახელი უკვე წლებია, საქართველოს ფარგლებს გასცდა. მისი ცხოვრება ადრეული ბავშვობიდან ყინულს და ფიგურულ სრიალს უკავშირდება. მას არაერთხელ უსახელებია საქართველო. ზამთრის 2014 წლის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენი ოცეულში მოხვდა და მე-19 ადგილი დაიკავა. ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ელენე 2 კვირით თბილისს ესტუმრა და მორიგი სპორტული ეტაპისთვის ამერიკაში ენერგიით სავსე მიემგზავრება. ჩვენი რესპონდენტი ელენესთან ერთად, ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანია. ის ელენეს ყოველთვის გვერდში უდგას და როგორც თავად ამბობენ, ერთი გუნდი არიან.  

 

– როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით ზამთრის ოლიმპიადიდან, რომელსაც თავისთავად, თან ახლდა ნერვიულობა და დაძაბული ფონი.

მაკა გიორგობიანი: ძალიან რთული იყო ჩვენი იქ ყოფნა, ორმაგად ვნერვიულობდით. გარდა იმისა, რომ ოლიმპიური თამაშები უმაღლესი სპორტული ფორუმი და ძალიან საპასუხისმგებლოა, ჩვენთვის პასუხისმგებლობა ორმაგი იყო, რადგან სოჭში ტარდებოდა. 

ელენე გედევანიშვილი: მე რომ ვნერვიულობ, მაკაზეც გადადის.

მაკა: ამიტომ, მე ორივეს მაგივრად ვნერვიულობ, ელენეს ხელი რომ არ შეუშალოს უშუალოდ შეჯიბრების დროს.

– მიუხედავად ყველაფრისა, ალბათ, როცა ყინულზე გადიხარ, ნერვიულობა მაშინვე ქრება – გამოცდილება მაინც თავისას შვრება.

ელენე: ყოველთვის არა, ხან ვუმკლავდები, ხან – ვერა. ყინული ისეთი სრიალაა, არ იცი, ფეხი როდის დაგიცდება. 

მაკა: სხვათა შორის, სპორტსმენებს რომ ვაკვირდები, ვხვდები, ასაკი ხშირად არ ჭრის. ალბათ, რაც უფრო პატრაა სპორტსმენი, მით უფრო ვერ აცნობიერებს პასუხისმგებლობას. ელენე კი იმდენად შეგნებული ადამიანია, რომ ზედმეტადაც კი გრძნობს დაკისრებულ პასუხისმგებლობას. ამიტომ, რთულია ასპარეზობის წინ.

– როგორც გავიგე, ოლიმპიადაზე იაპონიიდან  სპეციალურად ელენე გედევანიშვილისთვის, გადასაღებად ჩამოვიდა ჯგუფი, რომელმაც ამ მასალით საკმაოდ დიდი გადაცემა გააკეთა. ეს ყველაფერი კი იმას მოწმობს, რომ იაპონიაში ძალიან პოპულარული ხარ. 

ელენე: იაპონიაში მართლა ძალიან პოპულარული ვარ. მათ სიყვარულს და ყურადღებას ყოველთვის ვგრძნობ, როცა იაპონიაში ჩავდივარ. ძალიან მგულშემატკივრობენ, ჩემთან ერთად ფოტოებს იღებენ, მართმევენ ავტოგრაფებს და ასე შემდეგ. ისედაც, სულ მწერენ, ყველაფერი აინტერესებთ ჩემ შესახებ. ფიგურული სრიალი იაპონიაში პირველი სპორტია. ძალიან დიდ პატივს სცემენ მოციგურავეებს და შრომას უფასებენ. 

მაკა: თვითონ იაპონელებს, ძალიან ნიჭიერი და წამყვანი მოციგურავეები ჰყავთ. სასიხარულოა, რომ მიუხედავად ამისა, ძალიან დიდ პატივს სცემენ ელენეს.

– ხომ არ ყოფილა გადაბირების ფაქტი, მათი სახელით რომ გეასპარეზა?

ელენე: არა, ნამდვილად არ ყოფილა.

მაკა: „ენეიჩქეის” სპეციალური გადამღები ჯგუფი ჩამოვიდა იმისთვის, რომ ელენეზე გადაცემა მოემზადებინათ. მასთან ერთად იყვნენ აბსოლუტურად ყველგან, იღებდნენ ყველაფერს. ძალიან კარგი გადაცემა გამოუვიდათ, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ ქართველი გულშემატკივრებით განებივრებული უცხოეთში ასპარეზობისას. ამ დანაკლისს კი იაპონელები გვივსებენ. საერთაშორისო ჩემპიონატებზე, ძალიან ხშირად ფრიალებს ტრიბუნაზე საქართველოს დროშა. რომ ვინტრესდებით, თუ ვის უჭირავს საქართველოს დროშა, ყოველთვის იაპონელები აღმოჩნდებიან ხოლმე. 

– ელენე, ხარ ქართველი სპორტსმენი, რომელმაც 3 ოლიმპიადაზე მიიღე მონაწილეობა. 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე შენი შედეგით თუ ხარ კმაყოფილი?

ელენე: სიმართლე გითხრათ, იმაზე, თუ რომელი ადგილი დამეკავებინა, წინასწარ ნამდვილად არ ვფიქრობდი. ჩემი ფიქრი და გონება მთლიანად შეჯიბრებაზე იყო გადართული და იმ ელემენტებზე, რაც ცეკვის დროს უნდა გამეკეთებინა. პრინციპში, რაც მინდოდა, მისი 90 პროცენტი გავაკეთე. 

– ამ ეტაპზე რისთვის ემზადები?

– ამ ეტაპზე მინდა, დავისვენო და მერე შევუდგები ვარჯიშს. მართლა ძალიან გადავიღალე. 10 წელია, არც ერთი შეჯიბრება არ ჩამიგდია, რამაც ფსიქოლოგიურად ძალიან გადამღალა. 

– რამდენ ხანს აპირებ საქართველოში დარჩენას?

– რამდენიმე დღეში უკვე მივდივარ. საქართველოში რომ ჩამოვდივარ, წასვლა აღარ მინდა, რადგან აქაურობა ძალიან მიყვარს. 

– მაკა, ელენეს უკეთ გაცნობაში დაგვეხმარე და მოკლედ დაგვიხასიათე?

მაკა: უპირველესად, ელენე ძალიან თბილი ადამიანია. არის განსაკუთრებულად ემოციური და ამავე დროს, ძალიან მეგობრულია. ტურნირებზე ვაკვირდები და ვხედავ, რომ მას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი, უამრავი მეგობარი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში, ისინი ელენეს მეტოქეები არიან, მაინც ძალიან მეგობრობენ მასთან. მოკლედ, ძალიან საყვარელი გოგოა ჩვენი ელენე. 

ელენე: მე და მაკას განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს, ჩემთვის მეორე დედასავით არის. ის თავის საქმის პროფესიონალი, კეთილი, თბილი, მოსიყვარულე, თავდაჯერებული და ძალიან ლამაზია.   

მაკა: მე და ელენე ერთი გუნდი ვართ – ერთ ტალღაზე ვართ და ერთად ვიბრძვით საერთო მიზნისთვის. ეს მიზანი კი წარმატებაა, უპირველესად, საქართველოს სახელით ასპარეზობისას.  

– ოლიმპიადის მსვლელობის დროს, ინტერნეტში არაერთი უცნაური ფოტო გავრცელდა. ეს რეალობა იყო თუ ფოტოშოპის შედეგი?

– სიმართლე გითხრათ, ჩვენ ასეთი რამ იქ მართლა არ გვინახავს. როგორც ყველამ, ჩვენც ინტერნეტში ვნახეთ.

ელენე: ორმაგი ტუალეტები ნამდვილად არ ყოფილა და არც სხვა უცნაური რამ მინახავს. ყოველ შემთხვევაში, სადაც გვიხდებოდა ყოფნა, იქ ასეთი რამ მართლა არ იყო.

მაკა: სპორტსმენებისთვის მართლა ძალიან კარგი პირობები იყო. კომფორტულად ცხოვრების, მომზადებისა და შემდეგ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის.

– ელენე, რამდენი წლის იყავი, ვარჯიში რომ დაიწყე?

ელენე: საქართველოში ყინულზე რომ დავდექი, 2 წლის და 8 თვის ვიყავი. დედას უნდოდა, მოთხილამურე გამოვსულიყავი და უთხრეს ბალანსისთვის კარგია სრიალი, მერე კარგად რომ დადგეს თხილამურებზეო. ამიტომ, მეც და ჩემი ძმაც ყინულზე მიგვიყვანეს. დროთა განმავლობაში კი, სრიალი ისე შემიყვარდა, თხილამური ციგურებმა შეცვალა და აღარც მიფიქრია, სპორტის სახეობის გამოცვლა. 

– უკვე წლებია, ყინულზე დგახარ. ამ წლების განმავლობაში, თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, ფიგურული სრიალისთვის თავის დანებება რომ  მოგდომებია?

– ასეთი მომენტები ბევრჯერ მქონია, მით უმეტეს, 2012 წელს, მაშინ ძალიან ბევრი პრობლემა მქონდა ჯანმრთელობის მხრივ. თან, გადაღლილი ვიყავი და ყოველი ვარჯიშის წინ ვამბობდი, აღარ შემიძლია-მეთქი. ესეც გადავლახე. ისიც ვთქვი, ოლიმპიადის მერე აღარ ვისრიალებ-მეთქი, მაგრამ... ორი კვირაა ყინულზე არ ვმდგარვარ და უკვე ძალიან მომენატრა. თავის დანებებას მართლა ვერ შევძლებ. უბრალოდ, ძალიან გადავიღალე და სერიოზული დასვენება მჭირდება. 

– რამდენიმე დღეში მიემგზავრები საქართველოდან. საით მიდიხარ?

– ჯერ ამერიკაში მივდივარ მშობლებთან. მერე კი, მე და მაკა ერთად გადავწყვეტთ სამომავლო გეგმებს. 

მაკა: ელენე ძალიან ძლიერი ადამიანია. 2012 წელს რომ თქვა, ვარჯიშის გაგრძელებას ვეღარ შევძლებო, სწორედ მაშინ მოიკრიბა ძალები და ერთად გავუმკლავდით ყველაფერს. შედეგად, მეორე ბრინჯაოს მედალი მოუტანა საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე. ასე რომ, ის ძალიან ძლიერია და ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. 

 

скачать dle 11.3