კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, აქვს თუ არა რწმუნებულ პირს უფლება, მარწმუნებლის ნებართვის გარეშე შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის უშუალო ნებართვა მარწმუნებელს არ გაუცია თუმცა, ასეთი მოქმედება აშკარად შედის მარწმუნებლის ინტერესებში? 

პასუხი:  გაცნობებთ, რომ რწმუნებული ცალსახად მოვალეა, შეასრულოს მარწმუნებლის მითითებები. თუმცა, რწმუნებულს შეუძლია, გადაუხვიოს მარწმუნებლის მითითებებს, თუ გარემოებებიდან გამომდინარე, მას შეუძლია, ივარაუდოს, რომ მარწმუნებელი, საქმის ვითარების ცოდნის შემთხვევაში, მოიწონებდა ასეთ გადახვევას. ასეთ დროს რწმუნებული მოვალეა, მითითებებიდან გადახვევამდე შეატყობინოს მარწმუნებელს და დაელოდოს მის გადაწყვეტილებას, თუკი დაყოვნებით მარწმუნებელს არ შეექმნება ზიანის მიყენების საფრთხე.  

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ შეიძლება მოიქცეს რწმუნებული პირი იმ შემთხვევაში თუ მარწმუნებელის მითითება-მოთხოვნა აშკარად შეიძლება ზიანის მომტანი იყოს თვითონ მარწმუნებლისთვის? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ თუ რწმუნებულის მიერ მითითებების შესრულებამ შეიძლება მარწმუნებელს მიაყენოს მნიშვნელოვანი ზიანი, მას შეეძლება მითითებების შესრულება მხოლოდ მაშინ, როცა აცნობებს მარწმუნებელს ზიანის შესახებ, ხოლო ეს უკანასკნელი კი არ შეცვლის თავის მითითებას.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს აღმზრდელობითი ხასიათის იძულებითი ღონისძიება და რა შეიძლება, ჩაითვალოს აღმზრდელობითი ხასიათის იძულებითი ღონისძიების სახედ?

პასუხი:  განგიმარტავთ, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არასრულწლოვან ბრალდებულს სასჯელის ნაცვლად, დაუნიშნოს აღმზრდელობითი ხასიათის იძულებითი ღონისძიების ერთი ან რამდენიმე სახე ერთდროულად. სასამართლოს შეუძლია, დანიშნოს შემდეგი აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიების სახე: ა) გაფრთხილება;  ბ) საზედამხედველოდ გადაცემა;  გ) ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაკისრება;  დ) ქცევის შეზღუდვა; ე) სპეციალურ, აღმზრდელობით ან სამკურნალო-აღმზრდელობით დაწესებულებაში მოთავსება.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ,  ითვლება თუ არა ნასამართლევად ის ადამიანი, რომელმაც დანაშაული არასრულწლოვანების  ასაკში ჩაიდინა და სასჯელის სახით შეეფარდა მხოლოდ ჯარიმა. თუ ითვლება ნასამართლეად, როდის მოეხსნება ნასამართლეობა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ იმას, ვინც დანაშაული თვრამეტ წლამდე ჩაიდინა, ნასამართლობა გაუქარწყლდება თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან ექვსი თვის შემდეგ, ანუ, ამ შემთხვევაში, სასჯელის სახით ჯარიმაშეფარდებულ პირს ნასამართლეობა გაუქარწყლდება ჯარიმის გადახდიდან  6 თვის შემდეგ.

скачать dle 11.3