კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: როგორ დავიცვათ ცხოველი ტკიპებისგან?

პასუხი: იმისთვის, რომ ცხოველები ტკიპებისგან დავიცვათ, რეგულარულად უნდა დავამუშაოთ ისინი რეპელენტებით. ამ პროცედურაში იგულისხმება წვეთების რეგულარული გამოყენება 3-4 კვირაში ერთხელ და ასევე, ინსექტოციდური სპრეისა და საყელოს გამოყენება. სპრეი უნდა გამოიყენოთ ყოველი გასეირნების წინ. ეს ყველაფერი უნდა გამოიყენოთ კომპლექსურად, რაც უზრუნველყობს შედეგის მაქსიმალურ ეფექტურობას, ვიდრე მათი გამოყენება ცალ-ცალკე. ასევე, ყველაზე გავრცელებული პრობლემაა რწყილებით ინვაზია, რაც ხშირად ალერგიული რეაქციების წარმოშობის მიზეზი ხდება (რწყილის ნაკბენის ალერგია). რწყილი შინაგანი ჰელმინთოზების, ანუ ,,ჭიების” გადამტანიცაა, მაგალითად, დიფილიდიოზის. რწყილები ცხოველში იწვევენ არასასიამოვნო შეგრძნებას და ცუდ ზოგად მდგომარეობას. რწყილების ინვაზიის პროფილაქტიკისათვის და სამკურნალოდ, გამოიყენება ინსექტოციდური საშუალებები: სპრეი, წვეთები, საყელო. ასევე, რეკომენდებულია რწყილების საწინააღმდეგო შამპუნიც. წელიწადის ამ დროს, აუცილებელია ძაღლის დეჰელმინთიზაცია, რომელიც ყოველ კვარტალში ერთხელ ტარდება. გაზაფხულზე დასუსტებულ იმუნიტეტს, კიდევ უფრო ასუსტებს ჰელმინთებით ინვაზია. რეგულარული გეგმით გათვალისწინებული – ყოველ სამ თვეში ერთხელ დეჰელმინთიზაცია, ხელს უწყობს როგორც ცხოველის ორგანიზმის სიჯანსაღეს, ასევე, იცავს ადამიანს სხვადასხვა, მეტად საშიში დაავადებისგან, მაგალითად, როგორიცაა: ექინოკოკოზი, ასკარიდოზი და ასე შემდეგ. ამ პერიოდში აუცილებელია, მოამზადოთ ცხოველის ბეწვის საფარველი. დაბანეთ, გაასუფთავეთ, დავარცხნეთ და გაკრიჭეთ. თუ ამას თვითონ ვერ მოახერხებთ, სასურველია, მიიყვანოთ სპეციალისტთან, რომელიც პროფესიონალურად მიუდგება აღნიშნულ საკითხს. 

კითხვა: სასურველია თუ არა ძაღლის დეჰელმინთიზაცია გაზაფხულის დადგომისთანავე?

პასუხი: გაზაფხულის დადგომისთანავე გასათვალისწინებელია, რომ არ უნდა დავივიწყოთ ცხოველის რეგულარული დეჰელმინთიზაცია, რომელიც აუცილებელია ჩატარდეს ყოველ კვარტალში ერთხელ. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ძაღლის ჰელმინთებით დაინვაზირება არ მოხდეს, რაც, ასევე, ხელს უწყობს სხვა ინფექციური ვირუსული თუ ბაქტერიული სახის დაავადების განვითარებას.

კითხვა: როგორ გამოვკვებოთ ძაღლი გაზაფხულის პერიოდში?

პასუხი: ძაღლის ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს სწორი და სრულყოფილი რაციონი. ამას განსაკუთრებით გაზაფხულზე უნდა მიექცეს ყურადღება, რადგან, ამ დროს აღინიშნება ვიტამინების ნაკლებობა და, ამიტომ, მნიშვნელოვანია სწორი კვება.

 

скачать dle 11.3