კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გათვალა გერმა მამინაცვლის მკვლელობის ყველა ეპიზოდი და რა შეცდომა დაუშვა მან მკვლელობის შემდეგ

62  წლის ვაჟა  მ-ძის გვამი  სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში აღმოაჩინეს. ცხედარს ორი  ჭრილობა  ჰქონდა მიყენებული, ერთი  შემავალი ჭრილობა – სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გულ-მკერდის არეში აღენიშნებოდა. მეორე კი, როგორც სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, ყელის არეში უკვე სიკვდილის შემდეგ ჰქონდა მიყენებული. სისხლში ამოსვრილი  ცხედარი შემთხვევის ადგილზე, ბინაში შემთხვევით მოხვედრილმა  ნაცნობმა  აღმოაჩინა და მომხდარის შესახებ, მანვე აცნობა სამართალდამცველებს.   სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. შემთხვევის ადგილზე იყო დანაშაულის იარაღიც – მოზრდილი დანა, რომელიც მკვლელს იქვე მიეტოვებინა. თუმცა, დანაშაულის იარაღი ისე  გაეწმინდა, რომ ქიმიური ანალიზის შემდეგ, მასზე მხოლოდ  გარდაცვლილის სისხლის ლაქებს  მიაგნეს – თითის ანაბეჭდების კვალი გამქრალიყო. 

შემთხვევის ადგილზე აღმოჩნდა ჩანთაში ჩაწყობილი, წასაღებად გამზადებული  რამდენიმე  ძვირფასი ნივთიც,  რომლის ბინიდან გატანა მკვლელს, რატომღაც  ვერ მოესწრო და  სასტუმრო ოთახის კუთხეში მიეტოვებინა. 

***

წინასწარი მოკვლევით, მკვლელობის ერთადერთი ვერსია ყაჩაღობა იყო.  როგორც გამოძიებით გახდა ცნობილი, ბინიდან გაიტაცეს ვაჟა მ-ძის კუთვნილი საგვარეულო რელიკვია. გარდაცვლილი მამაკაცი ბინაში მარტო ცხოვრობდა და მას მეზობლები პატივს სცემდნენ. ვაჟა მ-ძეს ჰყავდა ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, რომელიც ქმარ-შვილთან ერთად იტალიაში ცხოვრობდა. ბოლო წლებში უმუშევრად დარჩენილ ექიმ მამას ის აფინანსებდა. ვაჟა მ-ძეს აგრეთვე, ჰყავდა გერი – 45 წლის კახა  დ-ია,  რომელიც მასთან არ ცხოვრობდა. 

სამართალდამცველებმა კახა დ-იაც  დაკითხეს. მან მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა. განაცხადა, რომ მამინაცვალთან  კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ბოლოს, მკვლელობამდე რამდენიმე  დღით ადრე ნახა. „თვითონ დამირეკა,  მომენატრეო. ერთი საათი დავრჩი მასთან, ჩემი და ხათუნას ამბები გამომკითხა, ხომ არ ჩხუბობთო. დამშვიდობებისას 100 ლარი მაჩუქა, რამე იყიდე შენთვისო, თან ვუთხარი,  ზუგდიდში მივდივარ მამიდასთან-მეთქი. მოკითხვებიც დამაბარა და ასე დავშორდით ერთმანეთს.” კახა დ-იას  ნაამბობი ეჭვს არ იწვევდა. უფრო მეტიც, გარდა იმისა, რომ ახალგაზრდა მამაკაცს მამინაცვლის მოკვლის საბაბი არ ჰქონდა, ძალიან მყარი ალიბიც გააჩნდა. ბილეთი, რომლითაც ის ზუგდიდში  გაემგზავრა და მამიდა, რომელმაც მას  უმასპინძლა. ერთადერთი ეჭვი, რომელიც მაშინ გამოძიებას გაუჩნდა, თუ რატომ წავიდა კახა   მამიდასთან მატარებლით და არა საკუთარი ავტომანქანით, კახამ  თავად განმარტა – ძველი  ავტომანქანა მყავს,  შორ გზაზე წასვლა არ მიღირდა. ხან სად ფუჭდება და ხან სად. ღამის მატარებელი უფრო მოსახერხებელი იყოო. თუმცა, რატომ აღმოაჩნდა თბილისში დაბრუნებულს ორი დღის მერე  ქურთუკში მატარებლის ბილეთი,  ეს ის შეკითხვა გახლდათ, რომელსაც პასუხი ერთი წლის შემდეგ გაეცა. 

*** 

სამართალდამცველებმა ანონიმური ინფორმაცია მიიღეს, რომლის მიხედვითაც ირკვეოდა, რომ ვაჟა მ-ძის  მკვლელი კახა დ-ია იყო.  ანონიმი ინფორმატორი ახალგაზრდა ქალბატონი უნდა ყოფილიყო, რომელმაც სამართალდამცველები სწორ კვალზე დააყენა. მათ ჯერ ანონიმი ქალბატონი გამოააშკარავეს – ის კახა დ-იას  ყოფილი მეუღლე იყო. მან დაკითხვისას განაცხადა, რომ მკვლელობიდან  რამდენიმე თვის შემდეგ, ნასვამმა ქმარმა  მასთან მამინაცვლის  მკვლელობა აღიარა. „ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა მან ამის შესახებ მიამბო. ძალიან მთვრალი იყო და ბევრი იტირა: ეს არ უნდა გამეკეთებინა,  ძალიან ვდარდობო. მეორე დღეს უკვე გამოფხიზლებულს ამ თემაზე რომ გავესაუბრე, სასტიკად უარყო. ტყუილად გითხარი, გამოგცადე და ამაზე საუბარი აღარ მინდაო, – მითხრა“.  როგორც  გაირკვა, მას ძალიან უნდოდა იმ ბინის დასაკუთრება, რომელიც მისი იტალიაში მცხოვრები  ნახევარდის საკუთრება იყო. გადამოწმდა ვერსია, რომ ყოფილი მეუღლის მიერ მამაკაცის მკვლელობაში დადანაშაულება, შესაძლოა შურისძიებით ყოფილიყო მოტივირებული. სწორედ მაშინ მიაკვლიეს ყველაზე მთავარ მტკიცებულებას – მკვლელის  საბედისწერო შეცდომას, რომელიც მან მამინცვლის კარგად დადგმული და ინსცენირებული მკვლელობის დროს დაუშვა. ეს იყო ბინიდან წაღებული ძვირფასი საგვარეულო რელიკვია, რომელიც გარდაცვლილის დამ ამოიცნო.

სამართალდამცველებმა  კახა დ-ია  დააკავეს, თავიდან ის ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებდა. თუმცა, მოგვიანებით, იძულებული გახდა, ჩადენილი დანაშაული ეღიარებინა. ამონაწერი მისი ჩვენებიდან: „ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ვაჟა ბინის გადაფორმებას თავის ქალიშვილზე აპირებდა. არადა, დედაჩემის და მისი შეთანხმების მიხედვით, ეს ბინა მე უნდა დამრჩენოდა. მას შემდეგ, რაც ცოლს დავშორდი, საკუთარი საცხოვრებელი აღარ მქონდა.  მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე, ვაჟასთან მივედი და ვთხოვე: ეს სახლი გავყიდოთ, შენ სახლს დაგიგირავებ და რაც ფული დარჩება, მომეცი,  ჩემთვის პატარა ბინას ვიყიდი-მეთქი. არაო, – მითხრა. ეს ბინა ჩემს ქალიშვილზე მაქვს გადაფორმებულიო. ვიცოდი, რომ მატყუებდა.  გამოუვალ სიტუაციაში ვიყავი – როგორმე ბინა ხელში უნდა ჩამეგდო. ვიცოდი, რომ მას პირველი ანდერძი ჩემს სახელზე ჰქონდა შედგენილი, უნდა  მომესწრო, სანამ ჩემი ნახევარდა იტალიიდან ჩამოვიდოდა და ვაჟა ბინას თავიდან გადააფორმებდა მასზე.   ყველაფერი გავთვალე, ალიბი რომ მქონოდა ღამით მატარებლით გავემგზავრე. თუმცა, როგორც კი მატარებელი ქალაქიდან გავიდა, პირველივე სადგურზე ჩამოვედი, ტაქსით პირდაპირ ვაჟასთან  მივედი, მკვლელობის მერე კი ზუგდიდში  ჩემი მანქანით ჩავედი. ალიბი მამიდასთანაც ხომ უნდა მქონოდა – მანქანა ვაგზალზე დავტოვე და მამიდას ვუთხარი, მატარებლით ვიმგზავრე-მეთქი. თითქოს ყველაფერი დეტალებში მქონდა გათვლილი.  ის სამკაულებიც, რაც მამინაცვლის  სახლიდან წამოვიღე, მტკვარში გადავყარე. დავიტოვე საგვარეულო რელიკვია, რომელიც ვიცოდი, რომ ძვირად ღირებული იყო და მოგვიანებით, ისეთ ადამიანს მივყიდე, რომელსაც ამ საქმეს ვერასდროს დაუკავშირებენ. როგორც ჩანს, ეს იყო ჩემი  შეცდომა.“ კახა დ-იამ  აღიარა ისიც  თუ როგორ მოკლა გამზრდელი მამინაცვალი, როგორ ჩაარტყა დანა, უკვე გარდაცვლის ყელში იმის გამო, რომ მის სიკვდილში დარწმუნებულიყო; როგორ გაწმინდა მკვლელობის იარაღი. მოსაპარად გამზადებული ნივთები კი იმიტომ დატოვა შემთხვევის ადგილზე, რომ სასწრაფოდ გაქცეული ყაჩაღის იმიტაცია შეექმნა. სასამართლომ არ გაიზიარა, ახალგაზრდა მამაკაცის სინანული ჩადენილი დანაშაულის გამო, და მას  14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

 

скачать dle 11.3