კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

აფრიამაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აფრიამა.

სტეფანა აფრიამასშვილი, საბუთის დამწერი, მოიხსენიება 1775 წელს ოვანესა ამაზასშვილის მიერ საამ ყაფლანისშვილისადმი მიცემულ ყმობის წიგნში.

ახუა აფრიამაშვილი 1851 წელს მოხსენიებულია სოფელ მუხათში.

ქართველების გრიგორიანული წესით მონათვლის გამო, კუმისში მცხოვრები კათოლიკე აფრიამაშვილები სომხებად – აფრიამოვებად ჩაწერეს.

აფრიამაშვილები სოფელ კუმისში ადიგენის რაიონის სოფელ არალიდან არიან ჩამოსულები.

საქართველოში 752 აფრიამაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 547, ახალციხეში – 77, თბილისში – 63. არიან სხვაგანაც.

ბალაბანაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბალაბანა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება – ბალ და ბანა. სულხან-საბას მიხედვით, ბალა „დაძველებულს“ ნიშნავს.

ბალა ღანუკელი მოხსენიებულია 1559 წელს კახთა მეფის, ლეონ მეორის მიერ მცხეთის ეკლესიისადმი მიცემული ყმების შეწირულობის წიგნში.

1721 წელს საგინაშვილ-ინდოშვილის ყმად ჩხიკვათში მოიხსენიება შავერდა ბალაბანაშვილი.

ბალაბანაშვილები დღეს ბალაბანოვებად და ბერძნებად არიან ჩაწერილები.

ამავე ძირისაა გვარი ბალაბანიშვილი.

საქართველოში 26 ბალბანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 14, ადიგენში – 11, მარნეულში – 1.

54 ბალბანიშვილი: თბილისში – 30, გორში – 4, გარდაბანში – 3. არიან სხვაგანაც.

მემშვილდიშვილი

მემშვილდიშვილი ხელობა-საქმიანობის მიხედვით შექმნილი გვარია. ადრე ქართლში ცხოვრობდნენ, შემდგომში კი, ბევრი სხვა გვარის წარმომადგენლების მსგავსად, რაჭაში გადავიდნენ.

1448 წელს ღანირში მცხოვრებ მემშვილდიშვილს საყდრისთვის ემართა ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ყველი, კვერცხი, ხუთი კოკა ღვინო და ძღვენი.

1423 წელს ენაგეთში მცხოვრები მემშვილდიშვილი ბარათაშვილების გაყრისას ერგოთ გერმანოზსა და მის ძმებს.

1630 წელს ენაგეთელი მემშვილდიშვილი სვიმონ მეფემ მამულითურთ უწყალობა ქაიხოსრო ბარათაშვილს.

სარქისა მემშვილდიშვილი 1665 წელს სუმბატა მურადაშვილის მიერ სუხინასა და გაბუსათვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნის მოწმეა.

საქართველოში 350 მემშვილდიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 157, ონში – 58, გორში – 57. არიან სხვაგანაც.

ჩიფირაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჩიფა.

ჩხიკვთაში მცხოვრებმა ზაქარია ჩიფირაშვილმა 1874 წელს, დიდი ენაგეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მონათლა შვილი – ნინო. მიმრქმელი იყო ჩხიკვთელი დიმიტრი საგინოვი.

1873 წელს სოფელ ჩხიკვთაში მოიხსენიება სოლომონ ჩიფირაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები: ჩიფარაშვილი, ჩიფრაშვილი და ჩაფაშვილი.

საქართველოში 46 ჩიფირაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 30, თბილისში – 4, თელავში – 2. არიან სხვაგანაც.

როსტობაია

როსტობაიას ადრინდელი გვარი იყო უგვარია. 

ვარაუდით, გვარის ფუძე წარმოიშვა ვინმე უგვარო კაცისგან, რომელსაც შემდეგ უგვარია გაუგვარდა.

ოჩამჩირის რაიონში მცხოვრები უგვარიების ნაწილმა გვარი როსტობაიად გადაიკეთა. როგორც ჩანს, გვარის ფუძედ აიღეს საკუთარი სახელი – როსტომი.

უგვარია 1834 წლის საბუთებში მოიხსენიება.

საქართველოში 383 როსტობაია ცხოვრობს: ზუგდიდში – 205, სენაკში – 32, თბილისში – 26. არიან სხვაგანაც.

ბაგრატაშვილი

ბაგრატი ქართველ მეფეთა საგვარეულო სახელია, რომელიც, ბაგრატიონთა დინასტიის ფუძემდებელ ბაგრატ დიდისგან მოყოლებული, ბევრ მეფეს ერქვა. ბაგრატი სომეხ მეფეთა სახელიც გახლდათ. წარმოშობით ამ სახელს ძველ სპარსულს უკავშირებენ:  ბაგადათა – „ღვთის ბოძებულს“, „ღვთის წყალობას“ ნიშნავს. არსებობს, ასევე, სხვა მოსაზრებაც, რომლის მიხედვით, ბაგრატი ქართული წარმოშობის სახელია.

პაატა ბაგრატისშვილი 1734 წლის სექტემბერს მოიხსენიება კიკულა ბაჯვაძის მიერ თავისი ბატონის, გიორგი ბაგრატისშვილის სახელზე გაცემული თავნასყიდობის წიგნში.

ზურაბა ბაგრატიშვილი, აზნაური, 1721 წლის აღწერით, ყაფლანიშვილების მემამულე იყო და ყმებიც ჰყავდა ქციაში. 1701-1711 წლებში ცხოვრობდა სოფელ დრიანეთში.

აღწერის მასალებში აზნაური გიორგი ბაგრატიშვილი მოიხსენიება სოფელ კოდაში, 1823 წელს. 

ბაგრატაშვილები იყვნენ ყმა გლეხები, ბაგრატიშვილები კი – აზნაურები.

საქართველოში 66 ბაგრატაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 38, თელავში – 9, თეთრი წყაროში – 7. არიან სხვაგანაც.

ბაჯიაშვილი

გვარის ფუძეა მეტსახელი ბაჯია. 

გადმოცემით, გვარი ბაჯიაშვილი მიუღიათ თავიანთი რძლის, გმირი ქალის – ანა-ბაჯის პატივსაცემად.

ბაჯიაშვილები სოფელ მუხათში მოიხსენიებიან 1847 წლის ერთ-ერთ კერძო სამართლებრივ აქტში. მათი გვარი ადრე ვარდუაშვილი ყოფილა, ხოლო 1840 წელს სომხურ-გრიგორიანულ სარწმუნოებას გვარის არქიტექტონიკა შეუცვლია. ამ პერიოდში არსებული გვარი ვართანაშვილი ქვემო ქართლის ბევრ სოფელში აქვს აღწერილი ვახუშტი კოტეტიშვილს.

საკუთარი სახელი ვარდუა გვხვდება ადრეული პერიოდის სამართლის ძეგლებში.

საქართველოში 104 ბაჯიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 26, ბორჯომში – 5, გორში – 1. არიან სხვაგანაც.

გორგოშიძე

გორგოშიძეთა გვარში ფუძედ გამოყენებულია მამაკაცის საკუთარი სახელი გორგა.

გორგა უძველესი საკუთარი სახელია, რომელიც ბევრ ისტორიულ წყაროსა თუ ხალხურ პოეზიაში გვხვდება.

ასევე, გვხვდება მამაკაცის საკუთარი სახელი – გორგიშა, გორგოშა.

სხვათა შორის, გორგოშა გვხვდება ყველაზე ძველ ძეგლში – „ტბეთის სულთა მატიანეში“.

გორგა, აგრეთვე, საფუძვლად უდევს მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებში ერთ-ერთ ნაწარმოებ გვარს – გორგაეთს.

ზოგიერთმა მეცნიერმა საკუთარი სახელი გორგა გიორგისთან გააიგივა, რაც დაუშვებელი და მცდარია. ეს სახელი უფრო სპარსული სიტყვა „გორგადან“ იღებს სათავეს, რაც ქართულად „მგელს“ ნიშნავს.

გორგოშიძე-გორგოშაძე გვარის ეტიმოლოგიას რამდენიმე მკვლევარი შეეხო. იოსებ ბექირიშვილმა ისინი გოშუა-გოშაძესა და გორგოშიათა გვარებს დაუკავშირა, რაც მართებული არ უნდა იყოს. როგორც ჩანს, მკვლევრებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ, გაცილებით ადრე, დაახლოებით მეცამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, გვხვდება გვარები გოშუანი და გოშვანი.

გორგოშაძე აჭარული გვარია, გორგოშიძე კი – მისი განაყოფი გვარი.

გორგოშაძეები გურიაშიც ცხოვრობენ, მაგრამ, მათი უმრავლესობა გორგოშიძედ არის ჩაწერილი.

ამ გვარის წარმომადგენლები ძირითადად ცხოვრობენ კორნათში, აჭარისწყალში, ერგეთში, სიმონეთსა და ბათუმში. ეს გვარი თურქეთშიც გვხვდება, კერძოდ, მარადიდში, მაგრამ, აქ ისინი ოზგანად იწერებიან. როგორც ჩანს, მათი წინაპრები მღვდლები იყვნენ და მეტსახელად „ფაფაზი“ შეურქმევიათ, შვილები კი საბუთებში ფაფაზოღლად ჩაწერეს, ხოლო ზოგიერთი მათგანი – იმამოღლად.

1614 წელს სვიმონ გურიელმა თავისი მამულის მოსახსენიებლად ბაოჭულა გორგოშიძე აჭის წმიდა გიორგის შესწირა და გამოსაღები დაუწესა.

საქართველოში 83 გორგოშიძე ცხოვრობს: ზუგდიდში – 48, ქუთაისში – 17, თბილისში – 14. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით 

 

скачать dle 11.3