კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ თვეში დაბადებული ადამიანები არიან იღბლიანები მატერიალური თვალსაზრისით

ფული ყველას სჭირდება, მაგრამ მისი შოვნა ბევრს უჭირს, თუმცა, ზოგიერთს ბედი და ვარსკვლავები უმართავენ ხელს ამ მხრივ. 

ასტროლოგიურად, ზოდიაქოს თითოეული ნიშნით დაბადებულ ადამიანს ფულისკენ სწრაფვის თავისი მეთოდი აქვს. 

თუ გსურთ, ამოიცნოთ, იღბლიანია თუ არა თქვენთვის საყვარელი ადამიანი ფინანსური თვალსაზრისით, გაიგეთ მისი დაბადების თვე და შეისწავლეთ მისი ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი თვისებები.  

ვერძი – მისთვის ფულს იდეური დატვირთვა უფრო აქვს, ვიდრე მატერიალური, თუმცა, მისი სურვილი, პირველი ადგილი დაიკავოს საზოგადოებაში,  ხანდახან ფინანსურ სფეროშიც ვლინდება. შრომისმოყვარეა და საკმაოდ კარგი იდეებიც აქვს. 

კურო – ის სიჯიუტეს იჩენს ფულის შოვნისას, თუმცა, უყვარს ფუფუნებით ცხოვრება და ამისთვის ბევრს შრომობს. არასდროს გამოილევს ჯიბეში ფულს და ყოველთვის აქვს დანაზოგი. 

ტყუპები – ფულისა და ტყუპების ერთად წარმოდგენა ცოტა ძნელია. ყველაზე დიდ ხიფათს მას ფულის უზომო ფლანგვის სურვილი უქმნის. ის ყიდულობს ყველაფერს, რაც სჭირდება და არ სჭირდება და, ამიტომაც, ხშირად უჩივის უხერხულობას. 

კირჩხიბი – მას გაჭირვების დროს ახსენდება, რომ დანაზოგი აქვს გადანახული. თუ წუწუნს დაიწყებს, ნუ იჩქარებთ, მას დახმარება გაუწიოთ. კირჩხიბი ყოველთვის ირჩევს ისეთ პროფესიას, სადაც ფულის შოვნის მეტი შანსი აქვს. 

ლომი – ჭკვიანი ლომები ადვილად ახერხებენ სოლიდური თანხების შოვნას. შემოქმედებითი ამბიციები მათ ახალ-ახალი პროექტებისკენ უბიძგებთ, რაც მათთვის გაჭირვებისგან დახსნის კარგი საშუალებაა. ასე რომ, თუ ლომმა მოინდომა, ფულს იშოვის, თუმცა ამისთვის შრომა არ უნდა დაიზაროს. 

ქალწული – ფულის ყადრი სხვა ზოდიაქოს ნიშნებისგან განსხვავებით, ქალწულებს ყველაზე კარგად ესმით. ისინი არასდროს ოცნებობენ სიმდიდრის მოპოვებაზე, თუმცა ამისთვის ბევრს შრომობენ. მათ ეხერხებათ ეკონომიურობაც – შეუძლიათ, ნებისმიერი თანხის გამოზოგვა. ასე რომ, მათ გვერდით თავს ღარიბად ნამდვილად არ იგრძნობთ. 

სასწორი – ის ფულის შოვნის დროსაც კი პარტნიორს ეძებს, თუნდაც მისთვის ამ თანხის შუაზე გაყოფა დასჭირდეს. საკმარისია, ცოტაოდენი თანხა იშოვოს, რომ ამას ადვილად შეამჩნევთ, რადგან, ეცდება, იმიჯი რადიკალურად შეიცვალოს. 

მორიელი – ის არასდროს ინახავს ფულს ერთ ადგილას. ურჩევნია, თანხა საქმეში დააბანდოს და მოგება მიიღოს – ამაში მას მიზანსწრაფვის უნარი ეხმარება. თუ საქმეს სწორად გააცნობიერებს და დაგეგმავს, უეჭველად მიიღებს მოგებას. შეუძლია, დიდ კორპორაციებში ფინანსური საქმეები მართოს. შეუმცდარი ინტუიცია აქვს და რისკსაც არ ერიდება. 

მშვილდოსანი – ფული მშვილდოსანს იმისთვის სჭირდება, რომ ხარჯოს, ამიტომაც, ვერასდროს ახერხებს მის დაგროვებას. მან იცის, რომ ბედნიერება მხოლოდ ფულში არ არის, მისთვის მთავარია ჭეშმარიტი მეგობრობა და ქველმოქმედება. 

თხის რქა – არ უყვარს აჩქარებული და იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება. ეს ეხება ფულის გამომუშავებასა და ხარჯვასაც. ის არასდროს იმუშავებს ისეთ საქმეზე, რომელსაც მისი რეპუტაციის შელახვა შეუძლია, სამაგიეროდ, გამომუშავებულ თანხას გულდასმით ინახავს. 

მერწყული – თუ მერწყული ოდესმე გამდიდრდება, ეს მისი ფორტუნისა და ბედნიერი ვარსკვლავის დამსახურებით მოხდება და არა შრომისუნარიანობით. კარგი იქნება, თუ ის შრომისმოყვარეობას, მიზანსწრაფვას, ორგანიზებულობასა და მოთმინებასაც ისწავლის – ეს მისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდება და ბედიც მეტად გაუღიმებს ფინანსური შემოსავლების მხრივ. 

თევზები – ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ფანტასტიკური ფილმის გმირებს ჰგვანან. არ უყვართ ფულზე წუწუნი და გეგონებათ, იმდენი ფული აქვთ, შეგიძლიათ, ნებისმიერი თანხა სთხოვოთ და ისინიც ხელს გაგიმართავენ. მაგრამ ეს ასე არ არის. თევზები შრომით მოიპოვებენ თანხას და მხოლოდ იმაზე ჰყოფნით, რაც აუცილებელია ყოველდღიურად. ამიტომ, მათთან ფულის სასესხებლად მისვლა არ ღირს. 

скачать dle 11.3