კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

ცარიელი ფურცლიდან

 

წარსულის გაანალიზება ყოველთვის საჭიროა, მით უფრო, როცა საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი გეპარებათ. ასეთი პერიოდები ყველას აქვს, ამიტომ, საშიში ნამდვილად არ არის და სიტუაციას სწრაფადვე შეცვლით უკეთესობისკენ, თუკი საკუთარი თავის შეყვარებას მაშინაც შეძლებთ, როცა ძალიან, ძალიან არ გაგიმართლებთ. რამდენიმე ნაცადი მეთოდი არსებობს, მაგალითად: გაიგეთ, რას ფიქრობენ გარშემო მყოფები თქვენზე, აიღეთ სუფთა ფურცელი და ეს ყველაფერი ჩამოწერეთ და მერე წაიკითხეთ. ამას იმიტომ კი არ აკეთებთ, რომ დაიბოღმოთ ან სამაგიერო გადაუხადოთ, უბრალოდ, ამით საკუთარ თავს უკეთესად დაინახავთ და გააცნობიერებთ იმ შეცდომებსაც, რომლებსაც ყველაზე ხშირად უშვებთ. მერე კი დაფიქრდით, ხასიათის რომელ თვისებას შეუძლია თქვენთვის წარმატების მოტანა: ოპტიმიზმს? პრინციპულობას? სერიოზულობას? ან, იქნებ, ნებისყოფას?!

რა გიშლით ხელს იმაში, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწიოთ წინ? შესაძლოა, სიზარმაცე ან რისკის შიში... თუ ხშირად გამოიყენებთ  საკუთარ თავში ახალ-ახალ „პლუსებსა“ და „მინუსებს“ აღმოაჩენთ... და, რაც მთავარია, არასოდეს შეადაროთ საკუთარი თავი სხვას – ეს ისეთი შეცდომაა, რომლის გამოსწორებაც ძალიან გაგიჭირდებათ...

 

რაზე ფიქრობ?!

 

ქალბატონები  აღმერთებენ ამ შეკითხვას. არ არსებობს ქალი, რომელიც შესაშური სიხშირით არ იმეორებდეს მას. ამით სუსტი სქესი ცდილობს, შეახსენოს ზარმაც, გონებაგაფანტულ, პრაგმატულ და უყურადღებო მამაკაცს, რომ ის არსებობს; რომ ხანდახან ძალიან სჭირდება, მოისმინოს, როგორ უყვართ; ან, თუნდაც, ერთი თბილი სიტყვა გაიმეტონ მისთვის. სამწუხაროდ, პასუხი უფრო ხშირად ასეთია: „არაფერზე. რა გინდა?!” ბუნებრივია, ქალბატონების უმრავლესობას ეს ძალიან სწყინს და გულს სტკენს. თუმცა, გამოსავალი არსებობს – აჯობებს, საერთოდ არაფერი ჰკითხოთ, მით უმეტეს, თუ კარგად იცნობთ მის ნატურას. ზოგადად, მამაკაცებს ძალიან ცუდად ესმით მინიშნებები, უფრო ხშირად კი საერთოდ ვერ ხვდებიან მათ შინაარსს. ასევე, რეალობაა ისიც, რომ, ძლიერ სქესს უძნელდება საკუთარ გრძნობებზე საუბარი, მით უფრო მაშინ, როცა ვიღაც სთხოვს, ილაპარაკოს ამაზე. ერთი სიტყვით, გვინდა თუ არ გვინდა, მოგვიწევს, გავითვალისწინოთ ძლიერი სქესის სუსტი მხარეები, რომლებიც მათ საკმარისზე მეტი აქვთ. თუკი, რა თქმა უნდა, გვაქვს სურვილი, მამაკაცებთან ჰარმონიაში ვიცხოვროთ, მით უფრო,  იმ ერთადერთ კაცთან, რომელსაც სიამოვნებით ჰკითხავდით: „რაზე ფიქრობ?“

 

დაიჭირე წამი...

 

არსებობს წამი, როცა ყველაფერს სულ სხვანაირად ხედავ. ამბობენ, რომ სწორედ ასეთი წამი წარმოშობს ერთი ნახვით სიყვარულს. არავინ იცის, მართლაც ხდება თუ არა მსგავსი რამ, თუმცა, ამაზე დავას აზრი არა აქვს, რადგან, შეყვარებულები რომ გამოკითხოთ, მათი 40 პროცენტი მაინც გიპასუხებთ, რომ თავისი პარტნიორი პირველივე შეხვედრაზე შეუყვარდათ... მაგრამ, იქნებ, ეს მხოლოდ მირაჟია, რადგან, გადის დრო და, ჩვენ ახალი შეკითხვა გვიჩნდება: რატომ ხდება ისე, რომ ამქვეყნად ყველაზე ძლიერი გრძნობაც კი ხუნდება და ცვდება? სად ვეძებოთ წამი, რომელიც ყველაფერს ისევ სხვანაირად დაგვანახვებს? როგორ დავიჭიროთ ის წამი, რომელმაც ერთმანეთი შეგვაყვარა? თუ ის წამი რეალურად არსებობდა, მაშინ, რეალობა უნდა იყოს ისიც, რომ შევძლოთ მისი ჩვენთან „დატოვება“. მთავარია, არ შეგვეპაროს ეჭვი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ. წლები ვერაფერს აკლებს ჭეშმარიტ და ძლიერ გრძნობას – ამის უნდა გჯეროდეთ. როცა საყვარელ ადამიანზე ქორწინდებით, იმ ბედნიერ წამებში ხომ სწორედ ამაზე ფიქრობთ და გწამთ კიდეც... ჰოდა, ის წამი სულ თქვენთან უნდა იყოს. ნურასოდეს დაისახავთ მიზნად იდეალური მამაკაცის პოვნას, რომელიც თქვენს წარმოსახვაში შექმენით და ახლა ჯიუტად ცდილობთ, პარტნიორი არ წარმოსახვას მოარგოთ. ეს არ გამოვა და ნურც ინანებთ. ცხოვრება ზღაპარი არ არის. მართალია, შეყვარებულს ის წუთები ზღაპრად ეჩვენება, მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავი მოიტყუოთ... ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული და, ცოტათი გამართლებაზეც... თუმცა, თუ იმ წამის დაჭერას შეძლებთ, როცა მართლა ძალიან ბედნიერი იყავით, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ.

 

უნიკალური, თუმცა,

ჩვეულებრივი...

 

ყველა კაცი ერთნაირია – ამბობენ ქალები და, შეიძლება, ეს მართლაც ასეა. თუმცა, მამაკაცებშიც გამოირჩევიან ზოგიერთები მკვეთრად გამოხატული ნიშან-თვისებებით. მაგალითად, არიან წესრიგის მოყვარული მამაკაცები. როგორია ეს ტიპაჟი?! – სტაბილურია და ტრადიციების ერთგული; იმ ტრადიციების ერთგულიც კი, რომლებიც მის ოჯახში იყო, თანაც, მისთვის სწორედ ეს ტრადიციებია მართებული და საუკუეთესო. ანუ, იცოდეთ, რომ ქმრის მაგივრად გეყოლებათ მკაცრი „მამიკო“, რომელიც თქვენს ყოველ ნაბიჯს გააკონტროლებს და მითითებებსაც არ დაგამადლით. 

გვხვდებიან მეოჯახე კაცებიც. რა უნდა ინატრო უკეთესი? შრომისმოყვარეა, სამსახურში აქებენ, ხელფასი სახლში მოაქვს. თავიდან ეცდება, იყოს ლიდერი, მაგრამ, მერე ყველაფერს, მთელ პასუხისმგებლობასთან ერთად, თქვენ გადმოგაბარებთ. საერთოდ, ერთგული ქმარია, მაგრამ, ცოლიც სუპერდიასახლისი უნდა, ისეთი, რომელიც მოდას ფეხდაფეხ არ მისდევს და სეზონზე ერთი წყვილი ფეხსაცმელი ჰყოფნის. აბა, რაში სჭირდება ქალს ძვირად ღირებული კოსმეტიკა ან კოსმეტიკა საერთოდ? არ ჯობია, ამ ფულით ქმარს კიდევ ერთი წყვილი თბილი წინდა უყიდოს?!

იქნებ, თქვენი არჩევანი „სუპერმენზე“ შეაჩეროთ? ის საინტერესოა და თითქმის ყველაფერზე აქვს საკუთარი აზრი. საგმირო საქმეების ჩადენა არ ეზარება, მაგრამ, ზოგჯერ ისეთ მოულოდნელ სიურპრიზს უნდა ელოდოთ მისგან, რომელიც აშკარად არ მოგეწონებათ. ერთგულებასაც ვერ „ქაჩავს“.

ამ ტიპის მამაკაცი უპირატესობას ანიჭებს ემოციურ, ადვილად „შესაბმელ” ქალებს. გჭირდებათ ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად ასეთი?!

 

„ცუდი ბიჭი”

 

ქალებს უფრო ხშირად უყვარდებათ „ცუდი ბიჭები” და არაკეთილშობილი რაინდები. რატომ? იმიტომ, რომ თავგადასავლები გვიტაცებს, მაგრამ, სიფრთხილე არ გვაწყენს, როცა ცხოვრების თანამგზავრს ვირჩევთ. თავგადასავლის დევნა-ძებნაში, შეიძლება, სერიოზულ პრობლემას გადავაწყდეთ.

„ცუდი“ ბიჭები საკმაოდ კარგად გამოიყურებიან – ვიზუალურად, რა თქმა უნდა. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, თითქოს არ ზრუნავენ ჩაცმასა და სტილზე, მაგრამ, სინამდვილეში, პირიქით არის. 

დაიმახსოვრეთ: „ცუდი ბიჭი“ მაქსიმალურად ცდილობს, ყველაფერი საკუთარ სიამოვნებას მოარგოს, ისე თითსაც არ გაანძრევს და არც კი დაგელაპარაკებათ. თუ ასეთი მამაკაცის გვერდით ოდნავ უპრინციპო ქალიშვილი აღმოჩნდება, ის მას უარს ვერაფერზე ეტყვის. თავს ნუ მოიტყუებთ, ის არ არის მაგარი ბიჭი; არ გამოგადგებათ არც მყარ დასაყრდენად და არც საიმედო ნავსაყუდელად; მით უმეტეს, ვერასოდეს გადაიქცევა იმ უფლისწულად, რომელიც გაგაბედნიერებთ. ის, ვინც „არაფერი” არ იყო, „ყველაფერი” ვერასოდეს გახდება. მოთოკეთ ემოციები და სიმართლეს თვალებში შეხედეთ. „ცუდი ბიჭი” დედიკომაც ვერ გამოასწორა და თქვენ რას მოუხერხებთ? თუ მაინც დაიწყეთ ურთიერთობა „ცუდ ბიჭთან”, არ დაგავიწყდეთ, თავიდანვე აგრძნობინეთ, რომ ის მხოლოდ თქვენი კაბის შლეიფისთვის დამჭერად თუ გამოგადგებათ; რომ თქვენ პიროვნება ხართ, რომელსაც თავისი გზა აქვს; რომ თქვენი გაცნობით მას, უბრალოდ, გაუმართლა, თანაც ძალიან და, თუ თავისი ცხოვრების სტილს არ გადახედავს, აუცილებლად დაემშვიდობებით... სხვათა შორის, სიცუდე გადამდებია და ეს ნუ დაგავიწყდებათ...

скачать dle 11.3