მარილების დაგროვებისა და სახსრებში ტკივილის დროს ხალხური რეცეპტები დაგეხმარებათ
მარილების დაგროვებისა და სახსრებში ტკივილის დროს ხალხური რეცეპტები დაგეხმარებათ
მარილების დაგროვების დროს, 1 ჩაის კოვზი დაფქული სტაფილოს თესლი გახსენით ერთ ჩაის ჭიქა წყალში. დალიეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში სამჯერ, ორი კვირის განმავლობაში.
4 ცალი ლიმონის კანი და 100 გრამი ნიორი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაასხით 2 ლიტრი გადადუღებული წყალი და დადგით ორი დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და ყოველ დილით, უზმოზე, დალიეთ 50 მილილიტრი.
საღამოს, 20 ცალ იასამნის ფოთოლს დაასხით 1 ლიტრი წყალი და წამოადუღეთ. დილით გადაწურეთ და სვით მთელი დღე, დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში.
მარილების დაგროვების დროს, აგრეთვე, კარგია, თუ 3 სადილის კოვზ ბრინჯს ღამით წყალში დაალბობთ, დილით კი მოხარშავთ და უზმოზე ცივს შეჭამთ. სამი კვირის განმავლობაში ასე მოიქეცით და სახსრებში ტკივილი მალევე გაგივლით.
შვრიის ნაყენი ხელს უწყობს ღვიძლის, კუჭისა და თირკმლის მკურნალობას, სხეულიდან ქვებისა და ნალექის გამოდევნას: 1 ჩაის ჭიქა გარეცხილ შვრიას დაასხით 2 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და გააჩერეთ 1 დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ 3 ლიტრი წყალი და ადუღეთ მანამ, სანამ სითხე ერთ ლიტრამდე დავა. გაწურეთ და მიღებული სითხე სვით ჭამის წინ, დღეში სამჯერ, 1 ჩაის ჭიქა.
ვისთვის არის საშიში საფუარით გამომცხვარი პური
პური ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტია. ის აკმაყოფილებს საჭირო კალორიების დაგროვების 30 პროცენტს, B ჯგუფის ვიტამინების აუცილებელი რაოდენობის 60 პროცენტს, ფოსფორის, მარილისა და ნახშირწყლების აუცილებელი რაოდენობის 50 პროცენტს.
ჭვავის პური დაბალკალორიულია, ამასთან, მდიდარია B1 და B3 ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავითა და რკინით.
გაცილებით სასარგებლოა მეორე ხარისხის ხორბლის ფქვილისგან გამომცხვარი პური, უმაღლესი ხარისხის ფქვილთან შედარებით.
საფუარით გამომცხვარი პურის ჭამა ეკრძალებათ მათ, ვისაც თირკმელები, ნაღვლის ბუშტი, სანაღვლე გზები, სოკოვანი დაავადებები და ალერგია აწუხებთ. დიაბეტიანმა ადამიანმა კი აუცილებლად უსაფუარო პური უნდა ჭამოს.
ახალგამომცხვარი პური ეკრძალებათ გასტრიტისა და კოლიტის დაავადების მქონე ადამიანებს.
ჯანსაღი კვებისთვის ყველაზე სასარგებლო საკვებია ბოჭკოებით გამდიდრებული პური, რომელსაც ხორბლის ჩენჩო, ღერღილი და მსხვილად დაფქული მარცვლეული შეიცავს. საკვები ბოჭკოები შეიწოვს მავნე ნივთიერებებს და შემდეგ ადვილად გამოდევნის მათ ორგანიზმიდან.
მსხვილად დაფქული ხორბლის პური ნაკლებკალორიულია და რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ჭარბი წონა და გულის დაავადებები აწუხებს; ასევე, კარგია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის გასაუმჯობესებლად.
უმარილო პური სასარგებლოა თირკმელებით, ჰიპერტონიით, გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულთათვის.
დაახლოებით 100 გრამი პური ადამიანის ორგანიზმის დღიურ მოთხოვნილებას ვიტამინებისა და მიკროელემენტებზე 40-50 პროცენტით აკმაყოფილებს, ამიტომ, არ შეიძლება მენიუდან ამ პროდუქტის მთლიანად ამოღება და წონის დაკლების მიზნით მასზე უარის თქმა.
ჭამეთ მაკარონი, დააყოლეთ 1 ჭიქა წითელი ღვინო და არ გასუქდებით
მაკარონი მდიდარია ნახშირწყლებით, რაც ორგანიზმში ქმნის ქიმიური რეაქციის ეგრეთ წოდებულ ძაფს, რომლის შედეგადაც ტვინში იმატებს ტრიფტოფანის რაოდენობა. ტრიფტოფანი ამინომჟავაა, რომლის სინთეტიკური ანალოგიც საძილე საშუალებების მოსამზადებლად გამოიყენება. ნორმალური, დოზირებული ტრიფტოფანი კონკურენციას უწევს სხვა ამინომჟავებს ტვინში სისხლის მიმოქცევის მოწესრიგებაში. ის ასტიმულირებს სისხლში ინსულინის რაოდენობას, ეს კი, ახდენს სხვა დანარჩენი ამინომჟავების დაბლოკვას, რითაც გზას უთავისუფლებს ტრიფტოფანს, რომელიც ტვინში სეროტონინად გადაიქცევა, ამის შედეგად კი ადამიანს საგრძნობლად უუმჯობესდება გუნება-განწყობა. ვინც ცდილობს, დაძაბულობა და სტრესი ტკბილეულითა და ცომეულით შეიმსუბუქოს, ინსტინქტურად მიილტვის სწორედ ამ მექანიზმის ასამუშავებლად, ხოლო, იმისთვის, რომ ტვინში გაზარდოთ სეროტონინის რაოდენობა, საჭიროა ნახშირწყლით მდიდარი პროდუქტის მიღება.
ვინც სწრაფად ნაყრდება და შედარებით ძნელად ახერხებს განტვირთვას, სამუშაო დღის ბოლოს მაკარონი უნდა ჭამოს.
ხორბლის ფქვილი, რისგანაც მაკარონი მზადდება, ღარიბია რკინით და სხვა აუცილებელი მიკრო და მაკროელემენტებით. ამიტომ, მოხარშულ მაკარონს გარნირად უნდა დაუმატოთ დიდი რაოდენობით ბოსტნეული და საკმაზ-სანელებლები. ბოსტნეულში, ტომატ-პასტასა და ღვინოში არსებული მჟავები ამსუბუქებს მაკარონიდან რკინის ათვისების პროცესს. ისინი იმდენად მდიდარია მინერალური ნივთიერებებით, რომ მაკარონსაც კი არ შეუძლია ამის „წართმევა“.
მიირთვით მაკარონი მწვანილთან და ბოსტნეულთან ერთად; შეგიძლიათ, მას ერთი ჭიქა წითელი ღვინოც დააყოლოთ და წონაში მომატებაზეც ნუ ინერვიულებთ.
რა იწვევს ნაღვლის ბუშტის ანთებას და როგორ ვუმკურნალოთ მას
ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის ანთებითი დაავადებაა. მის განვითარებაში ორი ფაქტორი მონაწილეობს: პირველია ბაქტერიული ინფექცია, რომელიც ბუშტში სხვადასხვა გზით ხვდება – ნაღვლის სადინარიდან, სისხლიდან და ლიმფიდან, იქ იბუდებს და იწვევს დაავადებას; მეორეა ნაღვლის შეგუბება – ნაღველი გამომუშავდება ნაღვლის ბუშტში, იქიდან კი სადინარით გადაისროლება თორმეტგოჯა ნაწლავში, სადაც მონაწილეობს საჭმლის მონელების პროცესში. თუ ადამიანს აქვს ნაღვლის ბუშტისა და მისი სადინარების თანდაყოლილი დეფექტი, სადინარების დისკინეზური ცვლილებები, მუცლის ღრუს სხვა ორგანოს სიმსივნე, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, ამ შემთხვევაში, მონელებისთვის აუცილებელი ნაღველი ბუშტში გროვდება. ქოლეცისტიტის გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, იყოს პარაზიტული დაავადებები, მწვავე პანკრეატიტი, ჭარბი წონა, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, ნაღვლის ბუშტის კედლის სისხლმომარაგების დარღვევა, მემკვიდრეობითი ფაქტორები. თუ ნაღვლის ბუშტში კენჭებია, ქოლეცისტიტი მეტად მწვავდება. ასეთი მდგომარეობა გამოწვეულია ნაღველკენჭოვანი დაავადების გართულებით.
არსებობს მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი. მწვავე ქოლეცისტიტის განვითარებას და ქრონიკული ქოლეცისტიტის გამწვავებას ხელს უწყობს კვების რეჟიმის თვითნებური შეცვლა: ცხარე, ცხიმიანი, შებოლილი საკვები, ფიზიკური და ემოციური გადატვირთვა, ალკოჰოლი და ასე შემდეგ.
მწვავე ქოლეცისტიტს თან სდევს ძლიერი შეტევითი ტკივილი წელის მარჯვენა მხარეს, მხარსა და ბეჭის მიდამოებში. ტკივილს თან ერთვის გულისრევის შეგრძნება. ამ დროს არ არის გამორიცხული ტემპერატურის მომატებაც.
გაცილებით ხშირია ქრონიკული ქოლეცისტიტი და მისი ასაკი საკმაოდ გაახალგაზრდავდა. ის ყრუ ტკივილითა და ნაღვლის ბუშტის არეში სიმძიმის შეგრძნებით ვლინდება. ამას თან სდევს პირში მწარე გემო, გულისრევა. პირველ ეტაპზე უნდა დალიოთ სპაზმის მოსახსნელი საშუალება, მაგალითად, „ნო-შპა“ და დაიცვათ მკაცრი დიეტა.
ქოლეცისტიტის დროს 1 ჩაის ჭიქა ბოლოკისა და წითელი ჭარხლის წვენს დაუმატეთ 1 ჩაის ჭიქა თაფლი, ჭიქა-ნახევარი არაყი, კარგად აურიეთ და სამი დღით დადგით ბნელ, გრილ ადგილას. შემდეგ, სვით არყის ჭიქით, დღეში 3-ჯერ. ეს ხალხურ მედიცინაში ქოლეცისტიტის განკურნების უებარი წამალია.
სწორად გამოკვებეთ ღვიძლი
ღვიძლი შლის ორგანიზმში მოხვედრილ ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს. ვიტამინების სინთეზიც მას ეხება – სისხლსაც ამდიდრებს და გვიცავს ორგანიზმში მოხვედრილი საწამლავისგან. დროდადრო ღვიძლს ძალიან უჭირს. დადგენილია, რომ სწორი მუშაობისთვის მას ესაჭიროება B ჯგუფის ვიტამინები, ასევე, E და F ვიტამინი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი და კალციუმი.
არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ საკვები ძილის წინ. ივახშმეთ საღამოს 7 ან 8 საათზე, მსუბუქად. მნიშვნელოვანია საკვების ტემპერატურაც – ის არ უნდა იყოს მეტისმეტად ცივი ან ცხელი. უპირატესობა მიანიჭეთ ხაჭოს, რძეს, თევზს, წიწიბურას, მცენარეულ ზეთს და ასე შემდეგ. ძალიან სასარგებლოა ვიტამინებით მდიდარი საკვები პროდუქტები, მაგალითად, სტაფილო, გარგარი, ჭარხალი და სხვა.
ღვიძლისთვის ძალიან კარგია ძველი პური, განსაკუთრებით კი – შავი. მავნეა თეთრი, თბილი და ფუმფულა პური. ყოველდღე მიირთვით ვეგეტარიანული წვნიანი კერძი, ასევე, მწვანილი, თაფლი, რძიანი ჩაი.
რაციონიდან ამოიღეთ სპირტიანი სასმელები, ნუ მიეძალებით ცხიმიან ხორცსა და შემწვარ თევზს, ასევე, სოკოს, ნაყინსა და შოკოლადს.
ჭარხლის, კიტრისა და სტაფილოს ახალგამოწურული წვენი უებარი სამკურნალო საშუალებებია
ჭარხლის წვენი ყველაზე კარგია სისხლის წითელი ბურთულებისა და მთლიანად სისხლის შემადგენლობის გასაუმჯობესებლად; ასევე, სასარგებლოა მისი მიღება სტაფილოს წვენთან ერთად. ჭარხლის წვენი არაჩვეულებრივად წმენდს ორგანიზმს. თავი დან, უმჯობესია, დალიოთ ჭარხლისა და სტაფილოს წვენის ნარევი, შემდეგ კი ნელ-ნელა გაზარდოთ ჭარხლის წვენების რაოდენობა. ასეთ შემთხვევაში ორგანიზმი გაცილებით სწრაფად და კარგად იწმინდება. საკმარისია, დღეში ორჯერ თითო ჭიქა წვენის მიღება. ეს განსაკუთრებით კარგი და ეფექტურია ქალებისთვის კლიმაქსურ პერიოდში.
ჭარხლის წვენში ბევრია ნატრიუმი და კალციუმი. ეს ორივე ნივთიერება ძალზე სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ჭარხალში შემავალი ქლორი კი წმენდს თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტს.
ჭარხლისა და სტაფილოს წვენების ნარევი ორგანიზმს ამდიდრებს საჭირო რაოდენობის ფოსფორით, გოგირდით, კალციუმითა და სხვა ტუტე ლითონებით.
კიტრი და მისი წვენი კარგი შარდმდენი საშუალებაა, თუმცა, მას კიდევ სხვა ბევრი სასარგებლო თვისებაც აქვს – მასში შემავალი დიდი რაოდენობით გოგირდი და სილიციუმი ხელს უწყობს თმის ზრდას. კიტრი შეიცავს 40 პროცენტამდე კალციუმს, 10 პროცენტამდე ნატრიუმს, 20 პროცენტამდე ფოსფორსა და 8 პროცენტამდე ქლორს. კიტრის წვენით, სტაფილოს წვენთან ერთად, მკურნალობენ რევმატულ დაავადებებს. კიტრში კალციუმის შემცველობა არეგულირებს წნევას, ასევე, კარგია კბილებისა და ღრძილების დაავადებების დროს. ადამიანის ფრჩხილსა და თმას სწორედ იმდენი მიკროელემენტი ესაჭიროება, რა რაოდენობითაც შეიცავს მათ კიტრის წვენი.