კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ეფექტი აქვს ოზონოთერაპიის გამოყენებას ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის დროს

რაც დრო გადის, ოზონოთერაპია უფრო და უფრო პრაქტიკული და პოპულარული ხდება იმ პაციენტთა არჩევანში, რომლებსაც, საჭიროების შემთხვევაში, ექიმის ჩარევა ესაჭიროებათ. ძალიან ბევრს აინტერესებს, შესაძლებელია თუ არა ოზონოთერაპიის გამოყენება ონკოლოგიაში. ამ თემასთან დაკავშირებით კი თბილისში, მცხეთის ქუჩა ¹8/90-ში მივედით, სადაც ოზონოთერაპიის პირველი ქართული კლინიკა „აინო” მდებარეობს და ექიმ ადა მჭედლიძეს გავესაუბრეთ. 

– ქალბატონო ადა, თუ გამოიყენება ოზონოთერაპია სიმსივნის დროს?

– უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ოზონი წარმატებით გამოიყენება ონკოლოგიაში. ოზონის სამედიცინო – თერაპიული შესაძლებლობების კვლევა ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი იყო. ძირითადი დებულებები გაერთიანებულია გერმანელი მეცნიერის, ნობელის პრემიის ორგზის ლაურეატის, ოტო ვარბურგის კვლევებში, რომელმაც წარმატებით დაამტკიცა რომ, კიბოს უჯრედებს ახასიათებს ანაერობული (უჟანგბადო) ზრდა და რომ სიმსივნის განვითარების წინაპირობაა უჯრედულ დონეზე ჟანგბადის დეფიციტი. 

– უფრო ზუსტად რომ გვითხრათ, რას უწყობს ხელს ამ შემთხვევაში ოზონი?

– ოზონი ხელს უწყობს სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნას. ეს უჯრედები იცავენ ორგანიზმს ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან, სოკოვანი დაავადებებისა და კიბოსგან. ოზონი აძლიერებს სიმსივნის ნეკროზული ფაქტორის სინთეზს. სიმსივნის ნეკროზული ფაქტორი (TNF – Tumor Necrosis Factor) პროდუცირდება ორგანიზმის მიერ, ახალი სიმსივნური კერის გაჩენისთანავე. ოზონი არის ანტინეოპლასტიკი. ეს ნიშნავს, რომ ის აფერხებს სიმსივნის ახალი კერის წარმოქმნას; ოზონი ზრდის სისხლის წითელი უჯრედების ელასტიურობასა და დრეკადობას; იწვევს დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების, ვირუსებისა და ბაქტერიების  დეაქტივირებას; ჟანგავს (ანადგურებს) ტოქსინებს და ხელს უწყობს მათ გამოდევნას ორგანიზმიდან, რაც ონკოლოგიაში ოზონოთერაპიის გამოყენების მნიშვნელოვანი ასპექტია. ოზონი დადებითად მოქმედებს ჰემოსტაზზე, მცირდება თრომბოციტების აგრეგაციის უნარი; ასევე, აძლიერებს ერითროციტების კედლის დრეკადობას, რითაც ააქტიურებს მათ მიერ ქსოვილებამდე ჟანგბადის მიტანას; შესაბამისად, ძლიერდება ქსოვილების ოქსიგენაცია და აღდგება მიკროცირკულაცია დაზიანებულ ორგანოებში; აღდგება თავისუფალ რადიკალებსა  და ენდოგენურ ანტიოქსიდანტებს შორის არსებული ბალანსი.

– ქიმიოთერაპიის დროს თუ არის მიღებული ოზონოთერაპია?

– ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ადამიანი გვიკავშირდება კლინიკაში, ნომრებზე: 225 31-39; 5 71 25-55-33. ოზონოთერაპია იდეალური დამხმარე, ანუ, კომპლემენტარული მეთოდია სიმსივნეების კომპლექსურ მკურნალობაში, ქიმიოთერაპიის კურსის წინ, მის შემდგომ ან კურსებს შორის პერიოდში რეაბილიტაციისთვის. ოზონოთერაპია ანეიტრალებს ქიმიოთერაპიის გვერდით მოვლენებს, ეხმარება პაციენტს ენერგიის აღდგენაში, აუმჯობესებს განწყობას, შრომისუნარიანობას და, რაც მთავარია, ოზონს ორგანიზმიდან გამოაქვს სიმსივნური უჯრედების მეტაბოლიზმის პროდუქტები, რაც თავიდან აგვაცილებს აუტოინტოქსიკაციას ასეთი ტიპის პაციენტებში. 

 

скачать dle 11.3