ევა გრინი – თანამედროვე კინოს აღიარებული სექს-სიმბოლო
სულ მალე მსოფლიოს კინოთეატრების დიდ ეკრანებზე გახმაურებული ფილმის – „300 სპარტელის” მეორე ნაწილის პრემიერა შედგება. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მსახიობად აღიარებული ევა გრინი ასრულებს, რომელმაც, სპეციალურად ფილმისთვის, ფარიკაობის გაკვეთილები გაიარა.
ბერნარდო ბერტოლუჩის „მეოცნებეებით” დაწყებული კარიერა და სხვა საინტერესო ცნობები ევა გრინის შესახებ:
* სრული სახელი: ევა გაელ გრინი. სახელი „ევა” მას პირველი ქალის პატივსაცემად დაარქვეს. ევა თავის ტყუპისცალ ჯოიზე ოთხი წუთით ადრე დაიბადა.
* დაიბადა 1980 წლის 5 ივლისს, პარიზში. იზრდებოდა პარიზის მეჩვიდმეტე რაიონში, ბურჟუაზიულ ოჯახში.
* ევა გრინის მშობლები: მამა – ვალტერ გრინი, შვედური წარმოშობის სტომატოლოგი; დედა – მარლენ ჟობერი, ალჟირული წარმოშობის ფრანგი მსახიობი
* ჰოროსკოპი: კირჩხიბი. თმის ფერი – მუქი ყავისფერი, თუმცა, სინამდვილეში ევა ქერაა და თმას მუქად იღებავს. სიმაღლე – 168 სანტიმეტრი.
* ევა გრინის საყვარელი მსახიობები: იზაბელ აჯანი, ქეით ბლანშეტი, ჟანა მორო, ედვარდ ნორტონი, ხოაკინ ფენიქსი, ჟიულიეტ ბინოში და მარიონ კოტიარი.
* ევა გრინის საყვარელი რეჟისორები: ლარს ფონ ტრიერი, დევიდ ლინჩი და დევინ ფინჩერი.
* ევა გრინს არ უყვარს შოპინგი, საუბარი პირად ცხოვრებაზე, უწმაწური სიტყვების გამოყენება, ვულგარული ტანსაცმელი.
* საყვარელი დიზაინერები: ჟან-პოლ გოტიე და ჯონ გალიანო.
* ყოველდღიურ ცხოვრებაში ევა გრინი არ იყენებს მაკიაჟს, მხოლოდ ტუშის ხმარებით შემოიფარგლება.
* ევა გრინი კლასიკური მუსიკისა და გუსტავ კლიმტის მოყვარულია.
* მოდელის ამპლუაში ევა გრინი თანამშრომლობს „ლანკომეს”, „კრისტიან დიორისა” და „ემპორიო არმანის” სამოდელო სახლებთან.
* 2005-2009 წლებში ევა გრინი ახალზელანდიელ მსახიობ მარტონ ჩოკაშს ხვდებოდა, რომელიც რიდლი სკორის ფილმის – „ზეციური სამეფოს” გადაღებების დროს გაიცნო.
* ევა გრინის ოცნებაა სერიული მკვლელის ან სულიერად ავადმყოფი ადამიანის როლის შესრულება.
* ევა გრინი ახლომხედველია. მას აკროფობია აქვს (სიმაღლის შიში).
* ამერიკელებს ევა გრინი ზედმეტად დაკომპლექსებულ ადამიანებად მიიჩნევს.