კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას წარმოადგენდა მზეო გოგოჭურისთვის ვახუშტი კოტეტიშვილი ქორწინებამდე და ქორწინების შემდეგ

ჩემს მეხსიერებაში მზეო გოგოჭური იმ მომენტიდან ჩნდება, როდესაც ის ვახუშტი კოტეტიშვილის ცხოვრებაში გამოჩნდა (ცუდად არ გამიგოთ, ამაში მხოლოდ ჩემი ასაკია დამნაშავე). ჩვენი ინტერვიუ პირობითად სამ ნაწილად დავყავით: ვახუშტიმდე, ვახუშტისთან და ვახუშტის შემდეგ. არ ვიცი, ვის რა ემოციები დაებადება ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, მხოლოდ ის ვიცი, რომ ეს იყო ყველაზე გულწრფელი საუბარი რესპონდენტსა და ჟურნალისტს შორის. თუმცა, თვითონ განსაჯეთ...

 

– თელავში, გოგოჭურების ოჯახში დაიბადა, მესამე შვილი – გოგონა.  მას მზექალა დაარქვეს.

– ბებიას სახელი დამარქვა მამამ. ოჯახში ყველაზე უმცროსი შვილი ვიყავი.

– განებივრებდნენ?

– რა თქმა უნდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ „განებივრებაში” არამც და არამც არ იგულისხმება დაუმორჩილებლობა. არტისტული ბავშვი ვიყავი და განებივრება გამოიხატებოდა იმით, რომ მეთამაშებოდნენ, აქტიურად მესაუბრებოდნენ, ან მამღერებდნენ, ან მიკითხავდნენ... ამ თვალსაზრისით, სრულფასოვანი ბავშვობა მქონდა. მახოვს, 5 წლის ვიყავი, როცა მოვითხოვე, ბიბლიოთეკაში ჩამწერეთ-მეთქი და მართლაც წამიყვანა დეიდამ.

– კითხვა უკვე იცოდით?

– წერაც, კითხვაც და ამ პერიოდისთვის უკვე წაკითხული მქონდა მსოფლიოს ბავშვთა ზღაპრები. დეიდა ზიზი (ბაიაშვილი) მაშინ გასათხოვარი იყო და რაზეც უოცნებია, ყველაფერს მე მისრულებდა. ვიოლინოზეც მან შემიყვანა. 

– ყველასნაირი სახელი არ გქვიათ... თითქოს არარეალურს ელოდები მზეოსგან, ისეთს ყველას რომ არ გადახდება... 

– რა კარგი კომენტარია (იცინის). სახელები ხომ ბედს განსაზღვრავს. შეიძლება, მართლაც ასეა. იცით, რა, ხანდახან, როცა ჩემი თავისთვის გვერდიდან შემიხედავს, მეც იგივე დასკვნა გამიკეთებია. ერთხელ ერთ რადიოში ვიყავი მიწვეული და დაახლოებით იგივე თემაზე იყო საუბარი. თუ როგორ ვხედავთ ჩვენს თავს გვერდიდან. გაცვეთილი გამოთქმა ხომ არსებობს, რომ ცხოვრება არენაა, თეატრისას არ ვიტყვი, ვთქვათ ცირკის, რომელშიც ყველა თავის როლს ირჩევს. ზოგი ცხოველებს ათვინიერებს, ზოგიც უფრო ადვილ საქმიანობას ირჩევს. მე ჩემს თავს შევადარებ, თოკზე რომ გადიან იმას. არასდროს მდომებია შეყუჟვა – მყუდრო, თბილი და ტკბილი ყოფა რომ მენატრა. სულ მაინტერესებდა ის, სადაც ხმაური და ორომტრიალი იყო და რაღაც დიდი ენერგია ტრიალებდა. ცხოვრებაა ეს ყველაფერი. ცალკე შეყუჟვა და მიყუჟვა ჩემთვის მოსაწყენი იყო, იმდენად რომ, შეიძლება, მაგის გამო მეტირა კიდეც. ეს მაშინ, როცა სხვამ რომ წარმოიდგინოს ჩემს ყოფაში თავი, ცხარე ცრემლები დასცვივდეს. მე დღესაც არ ვიცი, რა არის ბედნიერება, არა ვარ ისეთი ჭკვიანი ქალი. უბრალოდ, ის ვიცი. მე რა მიტაცებს და რა მაინტერესებს. დასკვნებს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ვგრძნობ, რომ მე ასე უნდა მეცხოვრა. ჩემთვის ყველაზე საინტერესო რაც იყო, იმას ვეპოტინებოდი და არა დადგენილ წესებს.

– ცოტა გაცვეთილი კითხვაა, მაგრამ მაინც გკითხავთ: რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ იგივე გზას აირჩევდით?

– იგივე გზას ავირჩევდი! ყოველი ნაბიჯი, რომელიც ცხოვრებაში გადავდგი, იმ მომენტში დიდ სიხარულს და თავდაჯერებას მანიჭებდა.  არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მთავრდებოდა. ვერ ვიტყვი, რომ იმპულსური ვარ.

– „ვახუშტიმდე” მზეო როგორ აღიქვამდა ვახუშტის?

– როგორც თქვენ (იცინის). ჩემთვის ვახუშტი მერეც ასეთივე დარჩა. არ გეგონოთ, რომ რადგან ის ჩემთვის ახლობელი გახდა და ცხოვრების თანამგზავრები გავხდით, მას შარავანდედიდან ოდნავ მაინც მოაკლდა რამე... არაფერიც,  პირიქით, რაც უფრო ახლოს გავიცანი, მით უფრო დიდი და მნიშვნელოვანი გახდა. მანამდე ვახუშტი ჩემთვის კრებითი სახე იყო ქართული პატრიოტობის, არტისტულობის, პოეტურობის, რაინდობის, გნებავთ ფიზიკურადაც, – ხომ კარგი იყო არა ვახუშტი?.. ის იყო ჩემთვის ქართულ-ევროპული ნაზავის საუკეთესო ნიმუში. 

– თქვენი გაცნობა როგორ მოხდა?

– ლექციაზე დაგვიანებით შევედი. ზეპირსიტყვიერებას გვასწავლიდა ვახუშტი. ამიტომ, ჩვენი დიალოგი მაშინვე ფოლკლორში გადაიზარდა. მე აღტაცებული ვიყავი ვახუშტის ლექციით. ვახუშტი კი იჯდა, მაშინ სახლი ახალი დამწვარი ჰქონდა, ერთი ქურთუკის ანაბარა, თავისი განუყრელი ბერეტით. თითები გადაყვითლებული ჰქონდა ასტრათი. იყო გამხდარი, თვალების გამომეტყველება ჰქონდა საოცრად ნიჭიერი. იყო მატერიალურად აბსოლუტურად გაძარცვული პიროვნება, რომელმაც მთელი ცხოვრება თავისი ქვეყნის სამსახურს შეალია და ასეთი სამაგიერო მიიღო. ჩემთვის ის უაღრესად ტრაგიკული და საინტერესო ადამიანი იყო, რომელსაც არაფერი დააკლო ცხოვრებამ. მამამისი თავის ქვეყანას შეეწირა. დედა – ვახუშტიზე მშობიარობას გადაჰყვა, ბებიის გარდაცვალების შემდეგ, და ზრდიდა... და ის იჯდა ასე უტეხად, ბავშვებს ელაპარაკებოდა ფოლკლორზე. თუ რა მაგარია ქართველი ხალხი და ქართული ზეპირსიტყვიერება.

– მერე რა მოხდა?

– გაუკვირდა, ფოლკლორში რომ ავყევი. მაშინვე გამომკითხა, რა გქვიაო, ვისი ხარო... მამაჩემის კურსელი აღმოჩნდა. მერე ამაზე ჟარგონით ამბობდა ხოლმე: ეს რომ გავიგე, აუ, რა მაგრა გამიტყდა – ძმაკაცის შვილიაო. ამ ყველაფრის შემდეგ, მაინც ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს. ჩვენი ურთიერთობა იყო ამაღლებული და ლამაზი. ოღონდ ისე არ გაიგოთ... პეპელასავით ფარფატა კაცი არ ყოფილა. მაგარი კაცი იყო ვახუშტი – ჩვეულებრივი, თავისი უხეში მოძრაობებითაც. ერთი ქართველი და არც ისე ენამოჩლექით ლაპარაკი იცოდა წარა-მარა.  კაი ღრიალიც იცოდა, ჭიქასაც ამტვრევდა და თეფშსაც. ჩვეულებრივი კაცი იყო. ამავე დროს, უბრალოდ, როცა სიყვარულთან დაკავშირებით ნაზი გრძნობები უჩნდებოდა, ჰქონდა ზრუნვის, განებივრების სურვილი. რასაკვირველია, ძალიან მანებივრებდა თავისი სიყვარულით. მე ვგრძნობდი მასში არა მარტო მეუღლეს, არამედ უდიდეს მეგობარს, რომლის მსგავსი არც მყოლია და არც მეყოლება.

– ფსიქოლოგები ამბობენ ცოლ-ქმრის 3 ტიპი არსებობსო. თქვენ რომელს მიეკუთვნებოდით?

– სამივე ერთად იყო ჩვენთან, იმიტომ რომ, ზრუნავდა როგორც შვილზე, ბევრ რაღაცეებზე ამიხილა თვალი და ისეთი ზნეობრივი თავისუფლება მასწავლა, რომლითაც მე ყოველთვის ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ.

იყო მომენტი, როცა მე ვზრუნავდი მასზე როგორც დედა. ბოლოს, როცა მძიმე მომენტი დადგა, მე არანორმალური მზრუნველი დედის ფუნქცია შევიძინე.

– რაზე შეიძლება, გაბრაზებულიყო ვახუშტი?

–  ისე ვიცხოვრე, სერიოზული გაბრაზების მიზეზი ვახუშტისთვის ნამდვილად არ მიმიცია. აფეთქება შეეძლო რაზე, მაგალითად, მე ვუშლიდი სიგარეტის წევას. ექიმები უშლიდნენ, მილიონჯერ გადააგდო და ისევ დაიწყო. ბოლოს ნერვები აღარ ჰყოფნიდა და ჩუმად ეწეოდა. რომ გავიგებდი, მოწია, ისტერიკაში ვვარდებოდი (ამით ნაწილობრივ ვაკავებდი.) ბოლოს, ისეთი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, ოჯახის წევრებს ეუბნებოდა: მაგან არ გაიგოს, გაგიჟდებაო. ჩვენს ოჯახში ბავშვები სულ ტრიალებდნენ. მე შევკრიბე ყველანი და დავაფიცე, სიგარეტი აღარ მოეტანათ ვახუშტისთვის. ამის შემდეგ ვახუშტი აივნიდან, გამვლელებს უგდებდა ფულს, შენს გახარებას...

აბსოლუტურად მორღვეული ჰქონდა ასაკი. ვახუშტი ვერ დაბერდა. ვახუშტი იყო ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ფიზიკურად რაღაცეები ასტკივდა, თორემ ბუნებით ვერ დაბერდა. ჩასაცმელზე მეტყოდა ხოლმე: „მომაშორე, ეს რა მომიტანე, პენსიონერის შარვალი, ფუ”. ვიღაცას ეგონა, რომ ფანდური უყვარდა, მთაში სიარული და... არა, ისიც მოსწონდა, ბრენდებიც უყვარდა, თანამედროვე სიმღერებიც.... მომასმენინებდა ხოლმე: „ვაიმე ფისო, იცი ეს სიმღერა როგორ მომწონს”... იმდენად თანამედროვე იყო, ხანდახან ვეტყოდი, ეს რატომ თქვი-მეთქი. გახსოვთ, ქართული „ფლეიბოის” რამდენიმე ნომერი რომ გამოვიდა საქართველოში. ჩვენი შოუ-ბიზნესის რამდენიმე გოგო გადაიღეს. ატყდა ამბავი და ეს გოგოები, შეიძლება ითქვას, პირდაპირ ეთერში გაასამართლეს. ვახუშტისაც გააკეთებინეს კომენტარი ამასთან დაკავშირებით. გამოვიდა ვახუშტი: ეს არის შოუ-ბიზნესი, ეს არის ხელოვნება, ხელოვნება ყველანაირად მოითხოვს თავის ხარკსო. ასეთივე შიშვლები არიან ანტიკური ქანდაკებები. მაგალითად, ვენერა მილოსელი, აბა, ვენერას რომ კაბა ეცვას, მის სხეულის სილამაზეს ხომ ვეღარ დავინახავდითო... მოკლედ, მიუშვა ვახუშტიმ ენა. მე ვუსაყვედურე, ბოლოში ეგ მაინც არ გეთქვა: ასე რომ, გოგოებო, გაიხადეთო.

– ერთ-ერთ თქვენს ინტერვიუში წავიკითხე: ჩვენი სიყვარული ისევ გრძელდება, უბრალოდ, გარდაცვალებამ დაგვაშორა დროებითო...

– ეგრეა ზუსტად. მე ვახუშტი მყავს. ვერ წარმოვიდგენ ისეთ წუთს, მე რომ ვახუშტი არ მყავდეს. თუ რაიმე აზრი მიჩნდება, მაშინვე მოდის მეორე – რას იტყოდა ვახუშტი ამაზე. ძალიან ცოტა ხანია დღის განმავლობაში, როცა მე მასზე არ ვფიქრობ. ჩვენ ისევ განვაგრძობთ ერთად ცხოვრებას და მე ვცდილობ, ვახუშტის ისევ ვუყვარდე, ისევ მოვწონდე. სულ ისეთი განცდა მაქვს, რომ ის თან დამყვება. ხან შეხვედრა მაქვს, სიტყვით გამოსვლა. მე ვიცი, ასეთ დროს როგორ რჩევას მომცემდა ვახუშტი – ასე კი არა, ასე ჯობიაო. ვიცი, რომ ვახუშტის ასე მოეწონებოდა და მეც ვიქცევი ისე – მივდივარ ჩემი თავის წინააღმდეგ, იმიტომ რომ, სამაგიეროდ, ის მშვიდად იქნება. ასეა ურთიერთობებშიც, იქაც ვახუშტის რჩევებით ვხელმძღვანელობ.

 

скачать dle 11.3